ფილმი „ლაზარეს თავგადასავალი“ ხომ გახსოვთ? ჰოდა, მთავარი როლის შემსრულებელი პატარა ბიჭი გეგა კობახიძეა.
საიდან აქვს ამ პატარა ბიჭს ამხელა არტისტიზმის უნარი? როგორ კარგად ირგებს და ითავისებს როლს, ის უდაოდ ნიჭიერი ახალგახრდა იყო და დიდი მომავალიც ექნებოდა, თუმცა მისი ცხოვრება ერთმა საბედისწერო დღემ შეცვალა.
ყველამ დაივიწყა „ლაზარე“ და ყველამ „თვითმფრინავის ბიჭების სახელით“ ხელახლა გაიცნო.
ჰო, ახლა გეგა კობახიძეზე რა გხსენდებათ? რა თქმა უნდა „თვითმფრინავის ბიჭების“ ამბავი და მისი უკვდავი სიყვარული თინა ფეტვიაშვილი.
დღეს სწორედ გეგას უცნობ ამბებზე მოგიყვებით.
რეჟისორისა და მსახიობის ოჯახში გაზრდილს კინო ბავშვობიდან აინტერესებდა, როგორც ჰყვებიან თავად იღებდა ვიდეოებს, წერდა სცენარებსა და გადაღებულ მასალას თავადვე ამონტაჟებდა.
კინოსტუდიაში მამამ მიიყვანა და მალე „ლაზარეს თავგადასავალში“ მთავარი როლი და ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ბავშვის სტატუსი მოიპოვა.
ამის შემდეგ იყო მრავალი ფილმი და უსაზღვრო პოპულარობა, წარწერები კედლებზე და ზარები სახლის ტელეფონზე...
გეგას დედა ნათელა მაჭავარიანი იხსენებს:
„საოცრად ფანტაზიორი იყო. რაღაც ამბებს თხზავდა და ისე შთამბეჭდავად ჰყვებოდა, ძალაუნებურად იჯერებდი. მაინც ვფიქრობ, ბევრ რამეში არ გაუმართლა. თუნდაც, ჩემი და მამამისის დაშორებამ ძალიან იმოქმედა მასზე, მაგრამ არასდროს უგრძნობინებია რაიმე.
საოცრად უყვარდა თავისი დები, არაჩვეულებრივი ურთიერთობა ჰქონდათ... იმასაც ვფიქრობ, რომ გამართლებოდათ მაშინ და ამერიკაში გადასულიყვნენ, გეგა იქ ძალიან კარგი მსახიობი იქნებოდა. აქაც ბევრის გაკეთება შეეძლო...“
მე და ირაკლი ჩარკვიანი გეგას ყველაზე ახლო მეგობრები ვიყავით. მე უკვე მოსკოვის კონსერვატორიაში ვსწავლობდი და არდადეგებზე რომ ჩამოვდიოდი, გეგა და ირაკლი ყოველთვის აეროპორტში მხვდებოდნენ. ბოლოს მისი ქორწილისთვის ჩამოვედი. ირაკლი აეროპორტში მარტო რომ დამხვდა, გამიკვირდა. მერე იყო ქორწილი... მე და ირაკლის, ცოტა არ იყოს, გვიკვირდა, რატომ იყვნენ მეჯვარეები ის ბიჭები, რომლებსაც არ ვიცნობდით.
დათი ევგენიძე გეგაზე:
„მე და ირაკლი ჩარკვიანი გეგას ყველაზე ახლო მეგობრები ვიყავით. მე უკვე მოსკოვის კონსერვატორიაში ვსწავლობდი და არდადეგებზე რომ ჩამოვდიოდი, გეგა და ირაკლი ყოველთვის აეროპორტში მხვდებოდნენ. ბოლოს მისი ქორწილისთვის ჩამოვედი. ირაკლი აეროპორტში მარტო რომ დამხვდა, გამიკვირდა. მერე იყო ქორწილი... მე და ირაკლის, ცოტა არ იყოს, გვიკვირდა, რატომ იყვნენ მეჯვარეები ის ბიჭები, რომლებსაც არ ვიცნობდით.
15-16 წლისები ვიყავით. ერთი გოგო მიყვარდა, რომელიც ლიკანში ისვენებდა. მე, გეგა და ირაკლი წავედით. დილის 6 საათზე ჩავედით. არ ვიცოდით, რომელ კოტეჯში ცხოვრობდა. ველოდით, საიდან გამოვიდოდა. გავიხედე და დილის შვიდ საათზე ბაბუამისი, ცნობილი აკადემიკოსი, ვიღაც ბიჭთან ერთად გამოვიდა. ბიჭს ვკითხეთ, რომელ კოტეჯში ცხოვრობდა ჩემი შეყვარებული.
პასუხად, შენ დათო ევგენიძე არა ხარ, სულ შენზე მელაპარაკებაო. მეც პირდაპირ კოტეჯში მივაკითხე, ეძინა, თავი წამოსწია და რომ დამინახა, შეუძლებელიაო, თქვა და ძილი გააგრძელა - სიზმარი ეგონა.
მერე დიდხანს ვისეირნეთ, ერთ ადგილას ხიდი უნდა გადაგვევლო, ფეხი აგვიცდა და ორივენი ტალახში ჩავცვივდით. მე მასთან ერთად დავსეირნობდი, ირაკლი და გეგა კი მოთმინებით მელოდნენ.
ასე დავყვებოდით ერთმანეთს. ხშირად ერთი გოგოც კი გვყვარებია, უფრო მე და ირაკლის“.
მამის, მიშა კობახიძის, მოგონება გეგაზე:
„დიახ, ასეთი ვინმე არც ახლა მახსენდება და მსოფლიოში არც არავინ შემხვედრია... ბევრს სძულს სკოლა. ჩემ დროს კი სკოლა ისეთი საშინელება იყო, არაფრით არ შეიძლებოდა ადამიანს შეყვარებოდა. ეს გადაწყვეტილებაც იმიტომ მივიღე, რომ ვგრძნობდი, ყველაზე მეტად სკოლა მძულდა...
სკოლის ასეთი სიძულვილი მაშინდელმა სისტემამ გამოიწვია. კომუნისტების პერიოდი იყო, თავისუფლების შეზღუდვა, ისეთ რამეებს გვასწავლიდნენ, რაც საჭირო არ იყო და პირიქით, რაც საჭირო იყო, ის არ ისწავლებოდა.
ჩემს შვილებსაც სწორედ ამ პერიოდში უწევდათ სკოლაში მისვლა და არ მინდოდა.
ანა არის ყველაზე უმცროსი, მასზე უფროსია – მარინა და ყველაზე უფროსია – თინათინი... ყველა მათგანს კარგი განთლება აქვთ!
თუ გაქვს გადაწყვეტილი, განათლებას ყველა ასაკში და პირობებში მიიღებ! ოღონდაც განათლება ის არის, როდესაც ნათელი აზრები გაქვს!
როდესაც სკოლის დასაწყისი მოდიოდა და ყველა ბავშვი სკოლაში მიდიოდა, ჩვენ პირველ სექტემბერს ზღვაზე მივდიოდით და ერთი თვე იქ ვრჩებოდით. ჩემმა შვილებმა იქ მეგობრები გაიჩინეს და ძალიან საინტერესო ცხოვრება ჰქონდათ...
არც ერთ მათგანს სახლში არ დაუდიოდათ მასწავლებლები, ჩვენ თვითონ ვაკითხებდით ქართულ თუ რუსულ ლიტერატურას, სხვა საგნებსაც ვასწავლიდით...
სკოლა მაშინ არის კარგი, თუ იქ აღმოაჩენენ, რისი ნიჭი აქვს ადამიანს და განავითარებენ. როგორ შეიძლება, ყველამ ერთი და იგივე ისწავლოს?!
ექსტერნად ჩააბარეს გამოცდები და ატესტატიც მიიღეს...
ძალიან დიდი პრობლემები იყო, მაგრამ გავუძელი. ციხეში ჩასმითაც კი მემუქრებოდნენ... ზოგჯერ მეკითხებიან, სხვებს თუ ვურჩევდი ჩემსავით მოქცეულიყვნენ, მე კი ვურჩევდი, მაგრამ უნდა გაითვალისწინონ, რომ ძალიან რთული იქნება. ამიტომაც ბოლომდე შეიძლება ვერ შეასრულონ გადაწყვეტილება.
კი, ბევრჯერ უთქვამთ და დღემდე ამბობენ. თუმცა მე არ ვნანობ. ვხედავ დღეს ისინი როგორი განვითარებული არიან და იმდენი წიგნები აქვთ წაკითხული, რამდენიმე ადამიანსაც კი ეყოფა! შესანიშნავად ფლობენ რუსულს, ინგლისურს, ფრანგულს!
ფაქტობრივად არც გეგა დადიოდა სკოლაში... თავისი ნებით აცდენდა ძალიან ხშირად... მაშინდელი სკოლა ძალიან ცუდი იყო...
ძალიან ნიჭიერი და საყვარელი იყო და ის კატასტროფა, რომელმაც მათ თავზე გადაიარა, უფრო ბედისწერას ჰგავდა.
მეც ყოველთვის მინდოდა საბჭოთა კავშირიდან გაქცევა და სიამოვნებითაც გავიქცეოდი. ჩემთვის სრულიად გასაგებია, ახალგაზრდებს რომ მოუნდათ აქედან წასვლა.
საბჭოთა კავშირი – ეს იყო ჯოჯოხეთი. ბევრს აგონდება, რომ კარაქი იაფი იყო და პური – თითქმის უფასო, მაგრამ ციხეში რანაირი პურიც არ უნდა მოგიტანონ და როგორც არ უნდა გაათბონ, მაინც ციხედ რჩება.
ის ხალხი, ვინც ემსახურებოდა ამ საბჭოთა სისტემას, გატანჯულნი იყვნენ ციხის წესებითა და დაუნდობლობით...
როცა ციხიდან გაქცევას გადაწყვეტ, უნდა გაიქცე, რადაც არ უნდა დაგიჯდეს. მათ არც ეგონათ, ყველაფერი თუ ასე განვითარდებოდა“.
აგრეთვე წაიკითხეთ:
ლიკა ქავჟარაძე და გეგა კობახიძე ერთად ფილმში - მივიწყებული კადრები
როგორ შეცვალა მერაბ ნინიძემ გეგა კობახიძე ფილმში „მონანიება“ - აქამდე უცნობი ისტორია