Digest Logo

სტრიპტიზკლუბი, სამინისტრო და ოჯახი - სკანდალური ჭორები ვერა ქობალიას შესახებ

1610102552
ეკონომიკის ყოფილი მინისტი

ვერა ქობალია წინა ხელისუფლების ყველაზე ეპატაჟური მინისტრი იყო – კანადიდან თბილისში პირდაპირ მინისტრის რანგში მოხვედრილ 28 წლის ახალგაზრდა ქალს ეკონომიკის სამინისტრო რომ ჩააბარეს, თბილისში ჭორების მთავარ ობიექტად, მაშინ იქცა. 

მთავარი შეკითხვა კი ორღობეებში უპასუხოდ რჩებოდა - გათხოვილია ვერა ქობალია?

ამ ფოტოს თუ ვენდობით, კი, საკუთარ ქორწილში ნამდვილად ყოფილა. მისი შვილი ახლა 5 წლისაა.

მეორე შეკითხვა - როგორ მოხვდა ეს „ბავშვი“ პოლიტიკაში?

სააკაშვილის ფრენების ამბავი, ყველასათვის ცნობილია. როცა ის კანადაში იყო, ქართველ დიასპორასთან შეხვედრა მოუთხოვია. ასე მოხვდა ახალგაზრდა გოგო პრეზიდენტის წინ.

„ვერ ვიტყვი, რომ სიტყვით გამოვედი, თუმცა 1-2 წინადადება ვთქვი. შემდეგ კიდევ შევხვდით, უკვე საქართველოში და გადავწყვიტე მიმეღო მისი შეთავაზება ეკონომიკის მინისტრის პოსტთან დაკავშირებით.

ჩვენ შესახებ ბევრი ჭორი გამიგია. ერთი ვერსიით, კანადის სტრიპტიზკლუბში ვმუშაობდი და ასე გამიცნო მიშამ.

იყო რაღაც ფოტო, რამაც საზოგადოების დიდი აგრესია გამოიწვია. სინამდვილეში, ის ჩვეულებრივ რესტორანშია გადაღებული. ჩემთან ერთად ფოტოზე ჩემი და და სტუდენტობის მეგობრები არიან. შეიძლება სულელური იდეა იყო, მაგრამ მაშინ ძალიან მოგვინდა ასეთი ფოტოს გადაღება. უცნობს ვთხოვეთ, მაგიდაზე ავალთ და ფოტო გადაგვიღეთ-მეთქი.

როცა მითხრეს, რომ ასეთი რამ დაიწერა - თითქოს სააკაშვილმა სტრიპტიზკლუბიდან წამომიყვანა, თავიდან ვერ მივხვდი საზოგადოების პოზიციას. არ არსებობს ადამიანი, რომელიც მთელი ცხოვრება ჩაკეტილია სახლში, შემდეგ უცებ გარეთ გამოდის და ხდება მინისტრი. ერთადერთი სკანდალური, რაც ჩემ შესახებ მოძებნეს იყო სტუდენტობის პერიოდში გადაღებული ფოტო, სადაც ჩანს, რომ მეგობრებთან ერთად ვერთობი. მერე რა? ახლაც ასე ვთვლი - მე მინდა მყავდეს ისეთი მთავრობა, რომელსაც აქვს ცხოვრებისეული გამოცდილება, რათა მერე უკეთ შეძლოს ხალხის დახმარება.

„იმ პერიოდში, როცა ჩემზე ასეთი შეტევა იყო, ბევრს ვტიროდი და ვნერვიულობდი. ჩემ უკან ხომ ხალხი იდგა...“

მეუღლე როგორ გაიცანით?

ისიც კი მიკვირს, სად მოვასწარი და მოვახერხე ჩემი ქმრის გაცნობა (იცინის). მე და დათო ხშირად ვიცინით ხოლმე იმაზე, რომ ჩვენ სხვადასხვა წრეში სამჯერ გავიცანით ერთმანეთი, მაგრამ, მე ეს არ მახსოვდა გუდაურში შეხვედრამდე, როცა ჩვენი ურთიერთობა დაიწყო. ალბათ, მანამდე არ ვიყავი განწყობილი ასეთი ურთიერთობისთვის და ამაზე საერთოდ არ ვფიქრობდი. როცა მესამეჯერ გავიცანით ერთმანეთი, ეს უკვე, როგორც ჩანს, საჭირო დრო იყო. დათო ძალიან მიჭერს მხარს ყველაფერში. ვფიქრობ, რომ მეუღლე საუკეთესო მეგობარიც უნდა იყოს.

ჩვენი შვილი 5 წლისაა.

ლილუს ნათლია მიშაა. როგორი ნათლიაა?

ნათლიაზე რა მოგახსენოთ და ისე, არაჩვეულებრივი პოლიტიკოსია. ვერ ვიტყვი, რომ ნათლიობისთვის სცალია.

ბოლო ორი წელი ინდონეზიაში მუშაობდით... ახლა უკვე აქ ხართ. რა გეგმები გაქვთ?

- ლილუ უკვე სკოლაში შედის. ამიტომ გადავწყვიტეთ ჩამოსვლა. შემდეგ დრო გვიჩვენებს.

ამონარიდი 2014 წლის ინტერვიუდან:

– თქვენ იყავით იმ ხელისუფლების ყველაზე „ხმაურიანი” მინისტრი – გამუდმებით იყო საუბრები თქვენს ასაკზე, წარსულზე, პირად ცხოვრებაზე.

– ეს, ალბათ, იმითაც იყო გამოწვეული, რომ მე ვიყავი ქალი, ქალის ცხოვრება კი უფრო მეტ ინტერესს იწვევს საზოგადოებაში, ვიდრე მამაკაცის. თან, მე ვიყავი უცხო სახე ამ საზოგადოებისთვის. თავიდან, როდესაც მივიღე გადაწყვეტილება, წავსულიყავი საჯარო სექტორში, ბევრი მეუბნებოდა, რომ ამის გაკეთება არ ღირდა, რადგან, ყოველდღე მომიწევდა საზოგადოების „რისხვის” ატანა; რომ ჩემი ცხოვრება მუდმივად უნდა ყოფილიყო საზოგადოების ინტერესის საგანი, მაგრამ, მე მაინც მივიღე გადაწყვეტილება. როცა ასეთ არჩევანს აკეთებ, უკან დასახევი გზაც აღარაა – გახსნილი უნდა იყო საზოგადოებისთვის. თავიდან არც კი მესმოდა, რატომ იყო ასეთი დიდი ინტერესი ჩემი პიროვნების მიმართ. ყველაზე შეურაცხმყოფელი იყო ის ბრალდებები, რაც ჩემი ოჯახის მიმართ დაიწყო. საკუთარ თავზე აიტან ნათქვამს, მაგრამ, როცა შენ გამო ცუდს ამბობენ ოჯახზე, ეს უკვე მეტისმეტია. მაშინ ძალიან ბევრს ლაპარაკობდნენ, რომ მამას ჰქონდა პურის საცხობი კანადაში; რომ თვითონ არ ყიდდა ადგილზე და მაღაზიებს აწვდიდა. არ მესმის, რა იყო სალაპარაკო იმაში, რომც გაეყიდათ ის პური. მე ვამაყობ იმით, რომ მამამ ნულიდან დაიწყო და ააწყო თავისი ბიზნესი, მანამდე ის სოხუმში იყო ლექტორი, მაგრამ, არ დაეზარა და ხელი მოჰკიდა იმ საქმეს. არც ის მესმის, რა იყო ცუდი იმაში, რომ მე ვმუშაობდი მშობლებთან. საზოგადოებას არ ესმოდა, რომ ნებისმიერი საქმე – საქმეა და ამაზე არ უნდა გაგაქილიკონ. რაც შეეხება ჩემს ასაკს, ახლა ვხუმრობ ხოლმე, რომ დღევანდელი პრემიერ-მინისტრი ჩემზე უფრო პატარაა. მე ვფიქრობ, ასაკი მნიშვნელოვანია და, სულ ვამბობდი, რომ ჩემს თავს, ალბათ, არ დავნიშნავდი იმ თანამდებობაზე, რადგან, სწრაფად ვერ ვიღებ გადაწყვეტილებებს. თუმცა, იმასაც გეტყვით, რომ, ალბათ, არ იყო არასწორი გადაწყვეტილებები, როცა ბევრი მინისტრი იყო ახალგაზრდა. ის, ვინც გამოცდილი იყო, კომუნისტურ კადრად ითვლებოდა, ან, იმ ადამიანად, ვისაც გამოცდილება შევარდნაძის ხელისუფლებაში ჰქონდა მიღებული, ასე რომ, იმ დროს გამოუცდელობა უფრო „მისაღები” იყო, ვიდრე გამოცდილება. იმ სამი წლის განმავლობაში ჩემს სამინისტროში ბევრი რამ გაკეთდა. ბოლო მაგალითს გეტყვით: აშენდა ქუთაისის აეროპორტი, რომლითაც დღეს ძალიან ბევრი ადამიანი სარგებლობს.

– რა იყო თქვენი შეცდომები მინისტრობის დროს?

– ვცდილობდი, საერთოდ არ მიმექცია ყურადღება ამ ხმებისთვის; რაღაცნაირად, სქელი კანი გადავიკარი და „შიგნით” არაფერს ვუშვებდი. არ ვიცი, ალბათ, ჯობდა, უფრო ახლო ურთიერთობა მქონოდა საზოგადოებასთან, ჟურნალისტებთან, მაგრამ, კანადიდან ჩამოვედი თუ არა, საქმეში ჩავერთე და, ალბათ, ბევრ რამეს ვერ ვხედავდი ისე, როგორც უნდა დამენახა და ეს ფაქტორი ამოუცნობი დამრჩა. მინისტრობის პერიოდში იყო არაერთი მკაცრი „გამოცდა”, რომელიც უნდა ჩაგებარებინა, რომ გაზრდილიყავი, როგორც მენეჯერი. წარმოიდგინეთ, სამი წლის განმავლობაში ერთად რომ „ჩატენოთ” ყველაფერი ის, რაც 20 წელიწადში შეიძლება გააკეთო. ჩემი ცხოვრების რეჟიმი იყო აბსოლუტურად არანორმალური.

როგორ შეიცვალა თქვენი ცხოვრება, რაც მინისტრი აღარ ხართ?

– მეტი დრო მაქვს. მინისტრი რომ ვიყავი, დაბადების დღეზე მომიწია თურქეთში შეხვედრებზე წასვლა. მახსოვს, პრეზიდენტთან ვახსენე, შესაძლოა თურქეთში წასვლა გადავდო, რადგან ჩემი დაბადების დღეა-მეთქი. ამაზე მეჩხუბა – რა დროს დაბადების დღეა, ქვეყანას ვაშენებთო და ასე „დამავიწყა” საკუთარი დაბადების დღე. მაშინ როცა მინისტრი ვიყავი, უამრავ რამეზე მქონდა შეზღუდვა – ხშირად ფეხით მინდოდა გამევლო, მაღაზიებში შევსულიყავი, მაგრამ, საშუალება არ მქონდა. დღეს კი ამას თავისუფლად ვახერხებ. აღმოვაჩინე, რომ ბევრი ტროტუარია დაზიანებული, რაც ადრე არ ვიცოდი. ახლა, რაც მინისტრი აღარ ვარ, ისე ჩაცმული გავდივარ ქუჩაში, ბევრი ვერც კი მცნობს. ადრე ოფიციალური სამოსი და კოსტიუმი უნდა მცმოდა, ახლა კი შემიძლია თავისუფლად ჩაცმა. ახლა თმაც გრძელი მაქვს და ახალი იმიჯით ჩემი ცნობა უჭირთ. დღეები ისე გადის, ვერც კი ვიგებ. დავრწმუნდი, რომ დედობა ყველაზე მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლო სამსახურია ქალისთვის (იცინის). როცა მეუბნებოდნენ, დედობა მარტივი არ არისო, ვერ ვიჯერებდი. სულ ვეუბნებოდი ჩემებს: მინისტრობა შევძელი და დედობას რა უნდა-მეთქი, მაგრამ, ასე არ ყოფილა. 32 წლის ასაკში, თითქოს ნულიდან ვსწავლობ ყველაფერს.

 

⚪აგრეთვე წაიკითხეთ:

ვინ იყო ირინა ონაშვილის პირველი ქმარი და დაშორდა თუ არა ცნობილ პოლიტიკოსს

ჩვენს ოჯახში ყაჩაღები შემოვიდნენ, მთელი სახლი ყირაზე იდგა– რა სასწაული მოახდინა ია ფარულავამ

როგორ გახდა ხონელი ბიჭი ცნობილი ალერგოლოგი - ინტერვიუ კულუმბეგოვთან - „სუსტი ქალი არ მხიბლავს“