Digest Logo

რა ტრაგედიას მალავს თიკა ფაცაცია

1611074540
თიკა ფაცაცია

თიკა 3 წლის იყო, როცა 9 წლის ძმა დაეღუპა:

„ეს ამბავი პიონერთა ბანაკში მოხდა. ბავშვები, რომლებსაც არ ეძინებოდათ, პიონერხელმძღვანელმა საღამო ხანს საბანაოდ წაიყვანა. ბურთი გადაუვარდათ თუ რა მოხდა, არ ვიცი, ჩემი ბიჭი შესულა წყალში და დაიხრჩო. მაშინ თიკა 3 წლის იყო და არაფერი ახსოვს. ვისაც მსგავსი ტრაგედია შეხვდა ცხოვრებაში, მირჩევდნენ, მეორეზე გადამეტანა მთელი ყურადღება და მისთვის არაფერი მომეკლო. ჩემ გარშემო იყვნენ ადამიანები, რომლებმაც მსგავსი უბედურება გამოიარეს. ახლობელს ერთი შვილი წყალში დაეხრჩო, მეორე რუსთავში წავიდა და სახლში აღარ დაბრუნდა – ამბობდა, არასდროს მიგრძნია, რომ ოჯახში შვილი ვიყავიო. დედამისი სულ გლოვობდა, გარდაცვლილი შვილის ცხოვრებით ცხოვრობდა. ეს მაგალითები ჩემთვის საკმარისი იყო, რომ თავი ხელში ამეყვანა“- იხსენებს თიკა ფაცაციას დედა ერთ-ერთ ინტერვიუში.

მომღერალს კიდევ ჰყავს ერთი ძმა, ლევან ფაცაცია, რომელიც კალათბურთელია:

„ჩემი სიზმრებიდან, სხვისი რჩევებიდან გამომდინარე, ერთი გამოსავალი იყო – კიდევ გამეჩინა შვილი და გაჩნდა ლევანი. მანამდე სერიოზული მიღწევები მქონდა ჭადრაკში, ისევე, როგორც მაშინდელ ქალ მოჭადრაკეებს, მაგრამ უარი ვთქვი კარიერაზე და ამაზე ყოველთვის მწყდებოდა გული. როცა თიკას სჭირდებოდა ხელის შეწყობა, ყველანაირად ვედექი გვერდში“- ამბობს თიკას დედა, მანანა.

View this post on Instagram

A post shared by tika (@tikapatsatsia)

აგრეთვე წაიკითხეთ:

ტრაგედია ნიჟარაძეების ოჯახში და სკანდალებით მოცული სოფო ნიჟარაძის პირადი

როგორია დიანა ჯოჯუას ცხოვრება ეკრანის მიღმა, რა ქონებას ფლობს ტელეწამყვანის მეუღლე და რაზე ოცნებოდა ბავშვობაში

გარდაცვლილი და, ბიზნესმენი მამა და მოულოდნელი ქორწინება - ჯანეტ ქერდიყოშვილის პირადი

ვინ არის ნინი ქარსელაძის 8 წლით უფროსი მილიონერი შეყვარებული