მსახიობი, ქორეოგრაფი და ტელეწამყვანი არჩილ სოლოღაშვილი და ტელეწამყვანი ნუცა ქავთარაძე 10 წლის წინ დაქორწინდნენ. მათ ჯვარი ლურჯ მონასტერში დაიწერეს.
მაშინ წყვილის ქორწილში ნახევარი თბილისი მაინც იყო სტუმრად, წყვილი კი ჯვრისწერის შემდეგ თაფლობისთვეში ყვარლის ტბაზე გაიპარა, სტუმრებმა კი უსიძე-პატარძლოდ აღნიშნეს მათი ქორწილი.
დღეს აჩიკომ სოციალურ ქსელში მათი ქორწინებიდან ფოტო გამოაქვეყნა და ნუცას თანაცხოვრებისთვის მადლობა გადაუხადა.
„სრული 10 წელი ყველაზე მაგარ ცუცასთან ერთად. მადლობა ყველაფრისთვის“, - წერს აჩიკო სოლოღაშვილი.
8-წლიანი ლოდინის შემდეგ აჩიკო სოლოღაშვილსა და ნუცა ქავთარაძეს შვილი შეეძინათ, რომელსაც ალექსანდრე დაარქვეს.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔵„ჰოდა, ახლა, რა გვგონია, სომხები გვამებს მალავენ?“ - მერაბ მეტრეველი
🔵ნათლისღებას აღებულ წყალს სასწაული ძალა აქვს
🔵რატომ არ გვიდასტურდება კოვიდინფექცია სწრაფი ტესტით? - სპეციალისტის განმარტება
🔵როგორ განვასხვაოთ კოვიდის „დელტა“ შტამი გვაქვს თუ „ომიკრონი“