გრძელი ფეხები, სექსუალური ტანი, განათლება, იოგა და დახვეწილობა - ეს მოდელ ალექსანდრა პაიჭაძის დამახასიათებელი ნიშნებია.
ის, ფიქრობს, რომ დაამსხვრია „ლამაზი, დებილი, გრძელფეხება გოგოს“ სტერეოტიპი, რომლის ფასეულობა განათლება არაა.
როგორც თავად ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნავს, ჩანთისა და პერანგების სანაცვლოდ სხვადასხვა კურსს გადის და საკუთარ „მეს“ ავითარებს.
ის პირადისა და ცხოვრებისეული გამოცდილების შესახებ ჟურნალისტებთან გულწრფელად საუბრობს.
მამა
მამას წინა ცხოვრებიდან არაჯანმრთელი ბავშვი ჰყავდა. სისხლის შეუთავსებლობის გამო დამბლა ჰქონდა, ამაზე არ ვსაუბრობ, ხოლმე.
ძალიან გაუხარდა, რომ ჯანმრთელი ვიყავი და მამის დაძახება შემეძლო. უხაროდა, რომ ლამაზი და მაღალი ვიყავი ამიტომ ჩემი მოდელობა უნოდოდა.
ბრაზილიაში ვიყავით და კონკურსშიც მივიღეთ მე და ჩემმა დამ მონაწილეობა, „ზღვის პრინცესები“ გავხდით. ალბათ, ეს უფრო ბრაზილიაში წასვლის სურვილი იყო, ვიდრე კონკურსში მონაწილეობის.
მამას სულ უნდოდა რომ პრინცესა გავხმდარიყავი, მაგრამ ბავშვობაში ძალიან ცელქი და მოუსვენარი ვიყავი.
მის საქართველო
2009 წელს მივედი კონკურსზე, ჩემმა უნივერსიტეტმა მთხოვა მონაწილეობის მიღება და გავხდი „მის სტუდენტური სახე 2009“.
ამის შემდეგ მთხოვეს, რომ მის საქართველოზეც გავსულიყავი. გადავედი და ისევ უკან გამოვედი, რადგან არ მომეწონა. სულ სხვა წარმოდგენა მქონდა ამ პროექტზე.
ტრაგედია
იმ პერიოდში მამა ახალი გარდაცვლილი იყო და მის გამო ვიღებდი მონაწილეობას.
გამოგვეცალა ფინანსური წყარო, მე არ ვმუშაობდი, ვსწავლობდი, სახლიდან ყველაფერს ვყიდდით.
მამა საოპერაციო იყო. 2-ჯერ გაიკეთა ოპერაცია და კიდე უნდა გაეკეთებინა, მაგრამ თავისთვის ფული ვერ გაიმეტა და გულის შეტევამ მოუსწრო. გულის შუნტირება ჰქონდა გაკეთებული და უნდა განეახლებინა.
პირველი სიყვარული
ტრაგიკული შემთხვევით დავკარგე პირველი სიყვარული. 1 წლის მერე რომ ჩამოვიდა სულ სხვანაირი იყო, განვითარებული. ეს ურთიერთობა ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო, რადგან განვვითარდი. მინდოდა ჩემი თავი უფრო უკეთესი ყოფილიყო ვიდრე ვიყავი.
ნაადრევი ქორწინება
ვფიქრობ, რომ ნაადრევ ასაკში ოჯახის შექმნა არის მცდარი გადაწყვეტილება.
20 წლის ბავშვმა გათხოვება არ უნდა მოინდომოს. მე 20 წლის ვიყავი, როდესაც გავთხოვდი და ქორწილში 5 თვის ფეხმძიმე ვიყავი.
მიუხედავად იმისა, რომ დემე არსებობს ჩემს ცხოვრებაში, მაინც ამ ასაკში შექმნილი ოჯახი დანგრევისთვისაა განწირული.
გიორგი ძალიან კარგი ადამიანია. ალბათ, ჩემი ქარაფშუტა ხასიათისა და კარმული ვალის გამო, დავშორდით ერთმანეთს.
მეგობრობა ბერასთან
ბერა უთბილესი ადამიანია. მე GDS-ზე ვმუშაობდი და მქონდა მასთან შეხება.
მასთან აგორებულ თემას რაც შეეხება, მინდოდა სხვანაირი პასუხი მომესმინა. მინდოდა, რომ ეღიარებინა თინეიჯერობაში, სულელი ვიყავი და შეცდომა დავუშვიო, ეს საქციელი უფრო მომეწონება.
თუ მართლა დაუშვა ეს შეცდომა თინეიჯერობაში მას გარემომ უნდა უკარნახოს რომ ეს შეცდომაა და არ უნდა ინდოდეს. ალბათ, მის შემთხვევაში პირიქით მოხდა.
ვფიქრობ, რომ ასეთ ქცევას არ იმსახურებდა, იმ გადმოსახედიდან რომ ყოველდღე ვნახულობდი და ძალიან ზრდილობიანი ბიჭია.
მისი ძველი შეცდომა თინეიჯერი ბიჭის ბრალი არაა, ამ ასაკში ოჯახს ექცევა დიდი ყურადღება.
აგრეთვე წაიკითხეთ:
გახარია ლურჯი ჰუდითა და ჯინსებით - უცნობი ოჯახური ალბომი
დოპინგები, მოსაწევი, კონტაქტი გეისთან და ე.წ. კანონიერ ქურთდან - თეონა კონტრიძის სკანდალები