Digest Logo

მსახიობობა არ მინდა, „ვირთხები მე გავუშვი“, ჟურნალისტი ვარ - ცოტა რამ „აგნესას“ შესახებ

1611647990
აგნესა

თემურ ბაბლუანის ფილმმა „უძინართა მზე“ მაყურებელზე წარუშლელი კვალი დატოვა. „ამას სიმართლეს ვამბობ-დედას ვფიცავარ, მამას ვფიცავარ, აგნესას გეფიცებით“,- რა თქმა უნდა ფილმიდან ფრაზები ყველამ ზეპირად იცის.

როგორც ცნობილია, „უძინართა მზეში“ გელა ბენდელიანს გუჯა ბურდული განასახიერებს, მის მეუღლეს - ფილმის რეჟისორის, თემურ ბაბლუანის მეუღლე ლია ბაბლუანი, შვილს - დათოს, დათო კაზიშვილი, ნაბოლარა გოგონას, აგნესას კი, ეკა საათაშვილი. დღეს სწორედ ეკაზე იგივე, აგნესაზე მოგიყვებით.

სიმღერის ნიჭი და ბაბლუანთან შეხვედრა

ბავშვობაში „მართვესთან“ არსებულ გოგონათა ანსამბლში ვმღეროდი. 12 წლის ვიყავი, „არტოს ბაღში“
კონცერტი მქონდა. მახსოვს, კაცი მომიახლოვდა, თურმე რეჟისორის ასისტენტი ყოფილა და მითხრა, აუცილებლად მოდი კინოსტუდიაში სინჯებზეო.

მართლაც მივედი. ეპიზოდურ, მოხეტიალე მუსიკოსი გოგონას როლისთვის შემარჩიეს, მაგრამ თემურ ბაბლუანმა რომ მნახა, გადაწყვიტა, აგნესას როლზე ავეყვანე, საოცრად ჰგავს დედის როლის შემსრულებელ ლია ბაბლუანსო. ასე გავხდი აგნესა.

ძილისგუდა ვიყავი და გადაღებაზე მისვლა მიჭირდა. განსაკუთრებით დამა­მახს­ოვრდა ბოლო სცენა, სადაც ვამბ­ობ, ვირთ­ხები მე გავუშვი-მეთქი. ფილმში არ ჩანს, მაგრამ ამ ერთი ფრაზის წარმოსათქმელად გამაღვიძეს და გაბრაზებული ვიყავი.

კადრს მიღმა

ფილმში ასეთი სცენაა: ჩემი ძმა, დათო, შინ ბრუნდება. მე გახარებული გავრბივარ მისკენ და უცებ წავიქცევი.

რეპეტიციები მქონდა, თუ როგორ უნდა წავქცეულიყავი. ამისთვის საგანგებოდ ლეიბიც გამიფინეს. გადაღება რომ დაიწყო, გამოვექანე მთელი სისწრაფით და ისე გადავეშვი, თითქოს აუზში­ ვხტებოდი.

მითხრეს, ისე უნდა წაიქცე, რომ კადრშიც ჩანდეს შენი დაცემაო. ამიტომ, სანამ სასურველ პოზაში დავეცემოდი, ბევრი დუბლის გადაღება დაგვჭირდა.

ყველა ძალიან თბილად მექცეოდა. ცდილობდნენ, გაუსაძლისი არ გამხდარიყო ჩემი ასაკისთვის დამღლელი რეჟიმი.­ ჩემს ეკრანულ მშობლებთან, ქალბატონ ლიასა და ბატონ გუჯასთან ისე ვგრძნობდი თავს, როგორც ოჯახის წევრებთან. მართლაც პატარა ოჯახივით ვიყავით.

დათო ჩემზე უფროსი იყო, ისიც ჩემსავით გამოუცდელი, მაგრამ დაძმობა კარგად გამოგვივიდა. ფილმის ბოლო კადრი რომ გადავიღეთ, უკვე 16 წლის ვიყავი.

პოპულარობა

და აი, გამოვიდა ფილმი და ძალიან პოპულარული გავხდი. თავიდან ეს ცოტა უხერხულ მდგომარეობაში მაგდებდა. ქუჩაში­ „აგნესას“ რომ მეძახდნენ, ვიბნეოდი, მერე მივეჩვიე ორი სახელით ცხოვრებას. დღეს აგნესაზეც ვრეაგირებ და ეკაზეც - ორი სახელით ვცხოვრობ.

ნაცნობი თუ უცნობი მაშინ ხშირად მეკითხებოდა: „რატომ გაუშვი ვირთხები?“ მე ხუმრობით ვპასუხობდი, რეჟისორული ჩანაფიქრის თანახმად, ეს ამბავი მე დამბრალდა­-მეთქი. ასეთი გამოსავალი გამოვნახე.

ეკა საათაშვილი

„უძინართა მზის“ შემდეგ სხვა ფილმში მონაწილეობა მიუღია. როგორც ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნავს, მსახიობოა არასდროს სურდა.

„გიორგი ოვაშვილმა სადიპლომო ფილმში გადაღება შემომთავაზა. თუმცა, უარი ვუთხარი. მას შემდეგ არავის შემოუთავაზებია... მსახიობობა არასდროს მნდომებია, თუმცა თეატრალურ უნივერსიტეტში­ კინომცოდნეობის ფაკულტეტზე ჩავაბარე.

ეკა ახლა ჟურნალისტია და პოლიტიკურ თემებზე აკეთებს გადაცემებს.


აგრეთვე წაიკითხეთ:

3 ცოლი, დანგრეული ოჯახი, ალკოჰოლი, „ქუჩური ცხოვრება“ და მორჩილობა - „უძინართა მზის“ დათოს პორტრეტი

Მაგ ქალს ნუ მიხსენებთ - გიორგი შენგელაიას სიძულვილით დასრულებული სიყვარულის ამბავი და სოფიკოს 2 ქმარი

ავადმყოფობა, „უმამობა“, „ექსტაზით სიკვდილი“, ძმასთან დაპირისპირება - მენრაბ ნინიძის პორტრეტი