მომღერალი აჩიკო მეფარიძეს, რომელსაც პანდემიამდე დატვირთული ცხოვრების რეჟიმი ჰქონდა ცდილობს, შინ რაც შეიძლება მეტი დრო გაატაროს.
აჩიკო მეფარიძისთვის სახლი მყუდრო ციხე-სიმაგრეა, რომელიც ასოცირდება და დაკავშირებულია სიყვარულთან, მშობლებთან, ბავშვობის უდარდელ წლებთან და ყმაწვილობის პერიოდის მოგონებებთან. არასდროს ავიწყდება ემოციები, რომლებიც 17 წლის ასაკში რუსეთში, სამედიცინო უნივერსიტეტში სასწავლებლად წასულს, ზამთრის პირველ არდადეგებზე, შინ დაბრუნებისას ჰქონდა. სახლი მისთვის ყველაზე მყუდრო და კომფორტული სივრცეა.
მომღერლის სახლი ნამდვილი ციხე-სიმაგრეა.
„მინდა ჩემს ციხესიმაგრეში დაგპატიჟოთ, ჩემი შთაგონება ივ სენ ლორანის სახლი იყო“ - ამბობს აჩიკო მეფარიძე და გადაცემა „პროფილს“ უღებს სახლის კარს.
🔘აგრეთვე წაიკითხეთ:
კენედის ბრალია ცოლი რომ მოვიყვანე - ბუბა კიკაბიძე