Digest Logo

„შავი სამყარო“ და ქუჩა ძალიან მიზიდავდა - რატომ იჯდა გიორგი ბოჭორიშვილი ციხეში და ვინ არის მისი მეუღლე

1613729330
მსახიობი გიორგი ბოჭორიშვილი

მსახიობი გიორგი ბოჭორიშვილი ფართო საზოგადოებამ სერიალიდან „ჩემი ცოლის დაქალები“ გაიცნო. მართალია, მის მიერ შემქნილი „ზაზა“ ხანდახან მაყურებლის (განსაკუთრებით ქალების) გაღიზიანებას იწვევს, მაგრამ სამწუხარო ისაა, რომ მისი ფრაზები, ქცევა ქართული რეალობისთვის დამახასიათებელია.

რაც დრო გადის, „ზაზა“ უფრო დიდი პოპულარობით სარგებლობს, შესაბამისად ინტერესი მისი რეალური ცხოვრების მიმართაც იზრდება.

გიორგის სტუდენტობის წლები არც ისე მარტვი იყო, სწავლის პროცესში დეპრასიაც კი დაწყებია:

„პირველ კურსზე სწავლისას აკადემიური ავიღე, რადგან ძალიან „დავისტრესე“; ინსტიტუტში ბავშვური ოცნებებით მისული წინ ვეღარ წავედი, თითქოს ერთ ადგილზე გავშეშდი. ლილი იოსელიანის ჯგუფში მოვხვდი. მასთან მუშაობა რთული იყო. სტუდენტებს გვეუბნებოდა, - ჯარისკაცებივით უნდა იყოთო. ამას სერიოზულად ვერ აღვიქვამდი. მიმაჩნია, რომ ჩემი თაობის ბავშვები პროფესიის ასარჩევად მზად არ იყვნენ... თუმცა, რაღაც მაინც არ მასვენებდა. ვხვდებოდი, რომ ჩემს გასაკეთებელს სხვა ვერ გააკეთებდა. ახლა ზუსტად ვიცი, როცა სამსახიობო ფაკულტეტზე აბარებ, ქეიფზე აღარ უნდა იფიქრო... სამსახიობო სფეროში წარმატების მიღწევაზე ვოცნებობდი. არადა, ამისთვის რთული გზაა გასავლელი, მე კი სტუდენტობის 4 წელი ისე გავატარე, რომ ვერ გავაცნობიერე, რა უნდა გამეკეთებინა... ახლა ზუსტად ვიცი, საით უნდა წავიდე, რა და როგორ მინდა... მზად ვარ, ჩემი ცხოვრება მსახიობობას მივუძღვნა, განვვითარდე და წარმატებული ვიყო! ჩემთვის თეატრი უფრო ძვირფასია. ძალიან მინდა, ჩემი სამსახიობო წარმატება თეატრთან იყოს დაკავშირებული... გამოცდილების მიღების თვალსაზრისით, მსახიობისთვის სერიალებში თამაშიც კარგია. საკუთარი საქმით კმაყოფილი ვარ“, - ამბობდა გიორგი ერთ-ერთ ინტერვიუში.

ერთ-ერთ ინტერვიუში გიორგი თინეიჯერობის პერიოდზეც საუბრობდა. როგორც მსახიობი ამბობს, მას ე.წ. შავი სამყარო იტაცებდა და ცხოვრებაში ბევრი დაბრკოლებაც შეხვედრია.

„ბავშვობაში ქუჩა, „შავი სამყარო“ ძალიან მიზიდავდა! სკოლაში სწავლის პერიოდში ცელქიც ვიყავი და ბევრ რაღაცასაც ვაფუჭებდი. წყალბურთსა და რაგბიზეც დავდიოდი. როცა ინსტიტუტში ჩავაბარე, სწავლისთვის მზად არ ვიყავი: ჩემს მომავალ პროფესიას სერიოზულად ვერ მივუდექი, ფიქრებით სხვაგან ვიყავი... ქვეყანაში როგორი სოციალური ფონი და მენტალიტეტიც იყო, ინსტიტუტშიც ანალოგიური სიტუაცია სუფევდა: ძირითადად, სმა და უსაქმურობა „მიდიოდა“. ძლიერი პიროვნება უნდა ყოფილიყავი, რომ ეს ყველაფერი სასიკეთოდ გამოგეყენებინა. არსებულ ვითარებაში სწორ გზაზე სიარული ძალიან რთული იყო. ჰოდა, აბსოლუტურ გაუგებრობაში აღმოვჩნდი. ისეთ რაღაცებთან მომიხდა „დაჯახება“, რამაც დამაფიქრა, შემაწუხა... ინსტიტუტში სწავლისას საკუთარი თავის რეალიზება მიჭირდა 1 წელი ციხეში კი ვიჯექი - სამი მეგობარი ჩხუბის გამო დაგვაკავეს, მაგრამ ჩემი გმირისგან განსხვავებით, კრიმინალი არასოდეს ვყოფილვარ... ცუდი რაღაცებისგან თავის არიდება დროულად შევძელი. ცხოვრება ისეთი მარტივი არაა, როგორიც სერიალში ჩანს“...

გიორგი დაქორწინებული გახლდათ მსახიობ ეკა დემეტრაძეზე, იყო პერიოდი, როცა წყვილი სერიალში ერთადაც თამაშობდა. თითქოს მათი თანაცხოვრებაც არ უნდა ყოფილიყო პრობლემებით სავსე. მაგრამ 10-წლიანი ოჯახური ცხოვრების შემდეგ, გიორგი და ეკა ერთმანეთს დაშორდნენ.

დიდი ხნის განმავლობაში ამ თემაზე საუბარს ორივე ერიდებოდა, თუმცა გარკვეული დროის შემდეგ თავად გიორგიმ გაასაჯაროა მეუღლესთან დაშორების ამბავი და ისიც აღნიშნა, რომ ახალი რჩეული ჰყავდა.

ეკას და გიორგისაც ჰყავთ საერთო შვილი თომა. როგორც ჩანს, მშობლები ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ დედმამიშვილებს კარგი ურთიერთობა ჰქონდეთ, ამის ამსახველი ფოტოებს გიორგი ხშირად აქვეყნებს ხოლმე.

აგრეთე დაგაინტერესებთ:

„ძონძი“ კონსულტანტი - მოშიშვლელბული მკერდი და მერსი სულხანიშვილის სხვა სკანდალები

2 ქორწინება, ტრანსვესტიტების შეთავაზება და საოჯახო ბიზნესი - როგორ ცხოვრობს აგნესა

რესტორნის მომღერლობა, ტრაგედიები და სხვა ამბები ალეკო ბეგაშვილზე