Digest Logo

ცოლთან განშორება საყვარელი ქალის გამო და გეი კლუბში ვიზიტი - დათო გომართელის სკანდალები

1616863192
დათო გომართელი

სიმღერა „მამა აფრიკა“ გახსოვთ? ალბათ, 2000-იანი წლები გაგახსენდათ. დიახ, დღეს სწორედ ამ სიმღერის ავტორსა და ერთ-ერთ ცნობილ მომღერალზე მოგიყვებით ისეთ უცნობ ამბებს, რომლებიც აქამდე არ იცოდით.

უცნობი ამბების შესახებ, ჟურნალისტებთან თავად დათო საუბრობს.


ახალგაზრდობა

ვერაზე გავიზარდე, გარჩევები ხდებოდა. შარში თავის გაყოფისა რა მოგახსენოთ, მაგრამ ერთ ამბავს მოგიყვებით:

ზოგადად, მარტოხელა, მებრძოლი ადამიანი ვარ. მირჩევნია, ჩემი პრობლემები თავად მოვაგვარო. რაც ჩემი გადასაწყვეტია, სხვების ჩარევა და „არიქა, მიშველეთ“ არ მჩვევია.

მოკლედ, ადრე ვერაზე მეგობართან მომივიდა კამათი, დამარტყა, დავარტყი და დავნიშნეთ „სტრელკა“ მრგვალ ბაღში.

მეორე დღეს ავიღე დიდი ნაჯახი, დავმალე პალტოს შიგნით და წავედი. იმ ჩემმა მეგობარმა კი, საქმის გასარჩევად ოცი კაცი მოიყვანა. მარტო რომ დამინახეს, გაუკვირდათ და მითხრეს: თუ მარტო მოხვედი, „საღოლ“, ძმაოო და იქვე, ხელის ჩამორთმევით მოგვარდა სიტუაცია.

ავარია

ავარიაში მოვყევი და სასწაულად გადავრჩი. ტელევიზიით კი გამოაცხადეს, გომართელი მოკვდაო. ბადრი პატარკაციშვილი „ურეკის ქალაქს“ ხსნიდა. საზეიმო ღონისძიება იყო და მეც მიწვეული გახლდით. იქ მივდიოდი, მანქანაში მეჯდა მეუღლე და ორი იტალიელი სტუმარი.

გორის გზაზე, ქარელთან, საპირისპირო გზაზე თივით დატვირთული მანქანა მოდიოდა. თივამ დაიწყო დაშლა და ძირს ცვენა. ვიფიქრე, ავაცილებ მანქანას-მეთქი და ხრეშიან გზაზე გადავედი.

იქიდან ასფალტიან გზაზე გადმოსულს, მანქანა მომისრიალდა, ხუთჯერ გადაბრუნდა და „კანაოში“ ჩავარდა.

მანქანიდან რომ გადმოვედი, პირველი, რაც გავაკეთე, სახლში დავრეკე.

პირველი მეუღლე და ნანატრი შვილი

მე და მარიშა დიდი ხანი ველოდით შვილს და ერთ დღესაც, ღმერთმა, დაშას სახით, დიდი საჩუქარი გაგვიკეთა.

თუმცა, არასდროს არ უნდა თქვა არასდროს! მე და მარიშა დავშორდით...

ყველა ამბობს, დაშა შენ გგავსო, მაგრამ ცისფერთვალებაა, თეთრი, ქერა ბავშვი და მე, ვერ ვიმსგავსებ.

თუმცა, ხასიათებით და მუსიკალური სმენით მგავს. სხვანაირი ბავშვია, დინჯი, წესიერი. მართალია, დედასთან ცხოვრობს, მაგრამ მის ცხოვრებაში ჩართული ვარ.

რაც შეეხება დაშორებას, მე არ ვარ ის კაცი, ცოლს მოვატყუო. შემიყვარდა სხვა ადამიანი და ტყუილში და გაურკვევლობაში ცხოვრებას მერჩივნა, როცა დრო და მომენტი დადგა, ცოლისთვის ეს ამბავი პირდაპირ მეთქვა.

მეორე სიყვარული

ჩემი მეორე სიყვარული, რის გამოც მეუღლეს დავშორდი, ტატიანა ვოლიანსკაია. ის ჩემზე რვა წლით უმცროსია. პოლონური წარმოშობისაა, მოსკოვში ცხოვრობდა, თუმცა თბილისში გაიზარდა. პროფესიით დენტისტია. მე და ტატამ, კახეთში გავიცანით ერთმანეთი და შეგვიყვარდა.

გეი კლუბში ვიზიტი

მონტე-კარლოში ვიყავი და კაზინოში მეგობრებთან ერთად წავედი, თუმცა მივხვდი, რომ იქ დაძაბულად ყოფნას და დროის ხარჯვას, ჯობდა, კარგ გარემოში მხიარულად და საინტერესოდ გამეტარებინა დრო. უცხო მხარეში სულ სხვა საქმეა კლუბებში გართობა. არ დამავიწყდება, მეგობარმა გეების კლუბში წამიყვანა. სანამ წავიდოდით მკითხა, არ გაინტერესებს? წავიდეთ და ნახე რა ხდებაო. ვუთხარი, რატომაც არა-მეთქი. სხვათა შორის, ეს კლუბი მარტო გეებისთვის კი არ არის. იქ გეების გარდა, შეყვარებული წყვილები და ლესბოსელებიც ვნახე.

ასე რომ, სულაც არ არის აუცილებელი, გეი-კლუბში მიხვიდე და მამაკაცებს დაუწყო ყურება. მე გოგონებთანაც კარგად გავერთე და მოვილხინე.

ვარდები მერაბიშვილის ცოლს


როდესაც პოლიტიკოს ვანო მერაბიშვილის ცოლს, თაკო სალაყაიას გაუჩნდა, წავედი, ვიყიდე ოცი ცალი წითელი ვარდი და ამ თაიგულით მივედი სამშობიაროში მისალოცად, ოღონდ, თავად არ გადამიცია.

ვინ შემიშვებდა?! ის ვარდები კი გავუგზავნე იქ მომუშავე პერსონალის ხელით. თაკოსთან ვმეგობრობ და ეს ჩვეულებრივი ამბავია.

მის მეუღლესთან არ ვმეგობრობ, თუმცა კარგად ვიცნობ და არაერთხელ შევხვედრივართ ერთმანეთს. მე ისეთი პროფესია მაქვს, რომ ყველასთან კარგი ურთიერთობა მაქვს.

მართალია, თაკო დიდი ხნის მეგობარი არ არის, სულ რამდენიმე წელია ერთმანეთს ვიცნობთ, მაგრამ კარგი მეგობრები ვართ. ჩემს კლუბშიც იყო რამდენჯერმე.

გომართელი იტალიაში საქართველოს საელჩოში მრჩევლად დაინიშნა

2020 წელს გომართელი იტალიაში საქართველოს საელჩოში მრჩევლად დაინიშნა.

საგარეო საქმეთა სამინისტრო აღნიშნავს, რომ დათო გომართელს აქვს საგარეო საქმეთა სამინისტროში მუშაობის გამოცდილება, კარგად ფლობს იტალიურ ენას და კარგად ერკვევა კულტურაში. მისი მთავარი საქმიანობის სფერო კი ქართული კულტურის პოპულარიზაცია იქნება იტალიაში.


აგრეთვე წაიკითხეთ:

რატომ დაშორდა მაკა შალიკაშვილი 10 წლით უმცროს ქმარს და რა კორექცია გაიკეთა მან სახეზე - ცოტა რამ მსახიობის შესახებ

ქმარს გაშორებული ანა მარგველაშვილი, მარტოხელა დედობა და სხვა სკანდალები ექს-პრეზიდენტის შვილზე

აფხაზეთის ომი, 16-წლიანი დევნა, სააკაშვილის მიერ სახლის დარბევა - აჩიკო მეფარიძის უცნაური ამბები