ჟურნალისტი მაია ასათიანი სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს, სადაც იმ მიზეზებზე პირველად საუბრობს, რის გამოც მისი გადაცემა „პროფილი“ ეთერში აღარ გადის. როგორც მაია ამბობს, 30 წელია რაც ჟურნალისტად მუშაობს და თავს უფლება მისცა ცოტა ხანი დაესვენა.
„იმდენად ბევრი მესიჯი მომდის, „რატომ არ გადის პროფილი“ გადავწყვიტე ეს ვიდეო ჩამეწერა. მომიწია დროებით პაუზის აღება. 15 წლიდან ვმუშაობ. მომავალ წელს 30 წელი გახდება, რაც ჟურნალისტად ვმუშაობ და მივეცი ჩემ თავს უფლება ცოტა ხანი დამესვენა. შესაბამისად, პროფილიც და ყველა ის გადაცემაც, რომელსაც „პროფილის“ ჯგუფი ამზადებდა ეთერში არ გადის. მოგვიწია უბრალოდ ასე… მივეცი ჩემ თავს უფლება 30 წლიანი მუშაობის შემდეგ ცოტა ხანი დამესვენა,“ - ამბობს მაია ასათიანი.
🔘აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔵სექსუალური შევიწროება და პარიზული ვოიაჟები - როგორ ცხოვრობს შევარდნაძის ოჯახი დღეს
🔵18 წლის შვილის სიკვდილი, ყოფილი ქმარი, კარიერა და ცხოვრების რთული პერიოდი - მაია ასათიანის პირადი