Digest Logo

სკანდალური ჭორი, სტერეოტიპი, რომელიც დაანგრია და როლი, რომელზეც უარს იტყოდა - გიორგი გასვიანის ბლიცინტერვიუ

1643974584
გიორგი გასვიანი

დაიჯესტის“ ბლიცინტერვიუს მორიგი სტუმარია მსახიობი და ტელეწამყვანი გიორგი გასვიანი

 

🔽რით ხართ ცნობილი... ტელეეთერით.

🔽ფრაზა, რომელსაც ყველაზე ხშირად ვიყენებ... რა საინტერესოა.

🔽თქვენ კარიერას 10-ბალიანი სისტემიდან, რამდენით შეფასებდით... 10-დან 1 ქულა მხოლოდ.

🔽 არის თუ არა როლი, რომელზეც უარს იტყოდით... თითქმის არ არის როლი, რომელზეც კატეგორიულ უარს ვიტყვი.

🔽ის, რაც არ მაქვს და ყველაზე მეტად მინდა, რომ მქონდეს... სოხუმში დაბრუნების პერსპექტივას ვერ ვხედავ, სამწუხაროდ... მაგრამ იმედი არ დამიკარგავს.

🔽არასოდეს მავიწყდება... მადლობის თქმა და ბავშვობის მოგონებები არასოდეს მავიწყდება.

🔽 მარიტამ და გალამ ჩემ ცხოვრებაში შეცვალა... მარიტამ და გალამ ისეთი ბედნიერება მომიტანეს, რომ გაოცებული დავდივარ.

🔽შესაძლებლობა, რომ მქონდეს, ჩემი ცხოვრებიდან ამოვჭრიდი... უშუქობის წლებს.

🔽ადამიანი, რომელმაც შემცვალა... სხვადასხვა ადამიანი ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე.

🔽რისი გეშინია... გაუნათლებლობის.

🔽სტერეოტიპი, რომელიც დავანგრიე... რომ შიში არ უნდა გქონდეს როცა თავისუფლება გწყურია.. ჩვენთან კი შიშით გაჯერებული სტერეოტიპებია... ვცდილობ ყოველდღე დავუპირისპირდე.

🔽ნივთი, რომლის გარეშეც ვერ ვძლებ... ყურსასმენები.

🔽 ყველაზე სკანდალური ჭორი, რაც ჩემ შესახებ გამიგია... რომ მდიდარი ბიზნესმენი ვარ და მეკუთვნის დიდი მარკეტები.

🔽რას უსურვებდით ჩვენს ქვეყანას... ქვეყანას ვუსურვებ შრომისუნარიანობას.

🔽წინა რესპონდენტმა ეკო ფანგანმა დაგიტოვათ ასეთი შეკითხვა... ➡️ თუ არის ლიბერალური სხვა სქესის, ორიენტაციის, რელიგიური რწმენის, კანის ფერის და ზოგადად განსხვავებული ადამიანის მიმართა?... მე აბსოლუტურად ლიბარალური მიდგომა მაქვს ყველა განსხვავებულთან... და მიმღებლობა მაქვს ძალზედ მაღალი.

🔽თქვენ რას ჰკითხავდით ჩვენს შემდეგ სტუმარს?... ტრადიცია, რომელსაც გმობს!!?

🔘აგრეთვე წაიკითხეთ:

🔵რა აღიზიანებს, როდის ტირის და ნივთი, რის გარეშეც ვერ ძლებს - ბლიცინტერვიუ ილო ბეროშვილთან

🔵„მამაჩემის გარდაცვალებამ ძალიან შემცვალა“ - როდის ტირის, რისი ეშინია და რას ეტყოდა 15 წლის ზუკას - ბლიციინტერვიუ ზუკა ხუციშვილთან

🔵რისი ეშინია, როდის ეჭვიანობს და შემთხვევა, რომელმაც შეცვალა - ბლიცინტერვიუ ირმა სოხაძესთან

🔵სკანდალური ჭორები, ბავშვობის ოცნებები და ნივთი, რომლის გარეშეც ვერ ძლებს - ბლიცინტერვიუ ლექს-სენთან

🔵რა იზიდავს კაცში, რაზე ოცნებობს და რისი ეშინია ალექსანდრა პაიჭაძეს - ბლიცინტერვიუ

🔵„ცოლს გავშორდი და სხვა ქალი მოვიყვანე ცოლად“ - სკანდალური ჭორები, ბავშვობის ოცნება და შეკითხვა ღმერთთან - ბლიცინტერვიუ მერაბ სეფაშვილთან