„დაიჯესტის“ ბლიცინტერვიუს მორიგი სტუმარია ქართველი იუმორისტი თემო ნიქაბაძე.
➡️ბავშვობის ოცნება...
ფეხბურთი მიყვარს ძალიან და შესაბამისად ფეხბურთელობა იყო ჩემი ბავშვობის ოცნება. როცა მივხვდი, რომ ეს არ გამოვიდოდა, დავიწყე იუმორისტული გადაცემების ყურება და მინდოდა ვყოფილიყავი იქ, სადაც ახლა ვარ.
➡️ჩემი ყველაზე დიდი იმედი ცხოვრებაში არის...
ბანალური პასუხია, თუმცა ყველაზე დიდი იმედი ჩემი ოჯახი და მეგობრები არიან. ყველაზე მთავარია ცხოვრებაში გყავდნენ ისინი და გქონდეთ მათი იმედი.
➡️ვნანობ...
ვნანობ იმას, რომ ფეხბურთზე შევედი, რადგან ცხოვრების 2 წელი დავკარგე.
➡️მეშინია...
კალიების. რაღაცნაირი შესახედაობა აქვთ და არ მაქვს მათთან კარგი ურთიერთობა.
➡️ რომ არა იუმორისტი, ვინ იქნებოდი?...
ფეხბურთელი.
➡️ნივთი, რომლის გარეშეც ვერ ვძლებ...
ტელეფონი. მეც და მთელი მსოფლიო მიჯაჭვულები ვართ მასზე და ვერ ვძლებთ ტელეფონების გარეშე.
➡️წიგნი, რომელიც ბოლოს წავიკითხე...
ზლატან იბრაჰიმოვიჩის ავტობიოგრაფია, რომელიც ძალიან საინტერესოა და სხვებსაც ვურჩევ, წაიკითხონ.
➡️ რა ფერი აქვს იუმორს?
ერთი კონკრეტული ფერი არ აქვს. ბევრი ფერი აქვს და ყველა მათგანი არის ფერადი. ადამიანებში იუმორს ხალისი შეაქვს.
➡️ რა არის სიყვარული?
სიყვარული არის პირველ რიგში ნდობა და იმედი იმ ადამიანის. ყველანაირ ურთიერთობაში სიყვარული არის 80% ნდობა.
➡️ როგორი ქალები მოგწონს?
უ ლ' ა მ ა ზ ე ს ი, მეც ხომ უ ' ლ ა მ ა ზ ე ს ი ვარ და... განსაკუთრებული არა, მაგრამ სულ რომ ცუდ ხასიათზე არიან ეგეთი გოგოები არ მომწონს. შესაბამისად, მხიარული ქალები მომწონს.
➡️ 1 სურვილი, რომ მქონდეს ვისურვებდი, რომ...
დღესვე ვისურვებდი, ლიონელ მესის თამაშს დავსწრებოდი პარიზში. ძალიან მიყვარს ეს ფეხბურთელი.
➡️ პანდემიამ ჩემს ცხოვრებაში...
პანდემიამ მთელი მსოფლიო შეცვალა. ჩემთვის ის შეცვალა, რომ წასვლა-წამოსვლა, მეგობრებთან მისვლას ვეღარ ვახერხებ. ადრე სურდო თუ გვქონდა, მაინც გავდიოდით და ახლა უფრო მეტად გვიწევს თავის შეკავება. 50% ჩემი ცხოვრების სტილი შეცვალა პანდემიამ. იმედი მაქვს, რომ მალე დავუბრუნდებით ძველებურ სტილს.
➡️ გჯერა თუ არა სიკვდილის შემდეგ სიცოცხლის...
დიახ, ალბათ, მჯერა. იმიტომ, რომ ბევრი ფაქტი ვიცი, რის გამოც სიკვდილის შემდეგ სიცოცხლის მჯერა. ვნახოთ, რომ გავარკვევ ამასაც აუცილებლად გეტყვით.
➡️ღმერთს რომ შეხვდები, რას ჰკითხავ?...
ძალიან უცნაური კითხვაა. წინასწარ ვერ გეტყვით, იმ მომენტში გადავწყვეტ, როცა შევხვდები.
➡️წინა რესპონდენტმა გიორგი გასვიანმა დაგიტოვათ ასეთი შეკითხვა... ტრადიცია, რომელსაც გმობთ?
გასვენებებში ისე დალევა, რომ ბოლოს გართობაში გადადის. ხშირია ასეთი შემთხვევები და ამას შევცვლიდი.
🔽თქვენ რას ჰკითხავდით ჩვენს შემდეგ სტუმარს?...
გაიხსენეთ თქვენი პირველი სიყვარული და რას ფიქრობთ, იყო თუ არა ეს ნამდვილი სიყვარული.
ასევე დაგაინტერესებთ👇
🔵რა აღიზიანებს, როდის ტირის და ნივთი, რის გარეშეც ვერ ძლებს - ბლიცინტერვიუ ილო ბეროშვილთან
🔵რისი ეშინია, როდის ეჭვიანობს და შემთხვევა, რომელმაც შეცვალა - ბლიცინტერვიუ ირმა სოხაძესთან
🔵სკანდალური ჭორები, ბავშვობის ოცნებები და ნივთი, რომლის გარეშეც ვერ ძლებს - ბლიცინტერვიუ ლექს-სენთან