Digest Logo

„თუ შენი საქმით, შემოქმედებით ადამიანების სიყვარულს მოიპოვებ – ეს არის წარმატება“ - ავთო გვასალიას ბლიცინტერვიუ

1686311100
ავთო გვასალიაავთო გვასალია

სიმპათიური ტელეწამყვანი, რომელიც ყოველ კვირას „რუსთავი 2“-ის გადაცემა „კურიერი P.S“-ში საქართველოსა და მსოფლიოში მომხდარ საინტერესო სიახლეებზე გვამცნობს, ჟურნალისტი, 24 წლის ავთო გვასალიაა.

მიუხედავად იმისა, რომ იგი არც ისე დიდი ასაკისაა, ტელევიზიაში მუშაობის საკმაო, 10-წლიანი გამოცდილება აქვს. სამსახურს გარეთ, ვარჯიშობს და ველოსიპედის ტარება უყვარს. როგორც ამბობს, მისი ცხოვრება, პროფესიიდან გამომდინარე მრავალფეროვანია. ადამიანში ყველაზე მეტად აფასებს გულწრფელობას.

„დაიჯესტის“ რუბრიკა „ბლიცინტერვიუს“ სტუმარი ჟურნალისტი, ავთო გვასალიაა.

➡️ რით ხარ ცნობილი?

მე ვარ ავთო გვასალია. ჟურნალისტი. „კურიერი P.S“-ის წამყვანი.

➡️ როგორ დაახასიათებდით შენს ცხოვრებას ერთი სიტყვით?

მრავალფეროვანი, ალბათ ბანალური პასუხია, მაგრამ ეს პროფესია მაძლევს შესაძლებლობას, რომ ჩემი ცხოვრება იყოს მრავალფეროვანი.

➡️ რას აკეთებ სამსახურის გარეთ – ჰობი?

თავისუფალ დროს ვცდილობ ფიზიკურად დავიტვირთო – ვვარჯიშობ, ასევე მიყვარს ველოსიპედით სიარული.

➡️ კითხვა, რომელიც გაღიზიანებს?

თითქმის ყველა კითხვა, რომელიც იწყება ასე - «რატომ»?

➡️ რა არის შენთვის თავისუფლება?

ვფიქრობ, თავისუფლება ყველაზე მთავარი და ძვირფასია. ღირებულება, რომელიც ადამიანს ადამიანად ყოფნის ბედნიერებას ანიჭებს.

➡️ რას ნიშნავს შენთვის წარმატება?

ადამიანის მთავარი წარმატება სიყვარულის მოპოვებაა. თუ შენი საქმით, შემოქმედებით ადამიანების სიყვარულს მოიპოვებ – ეს არის წარმატება.

➡️ რომ არა ჟურნალისტიკა, როგორ წარმოგიდგენია შენი ცხოვრება?

ჟურნალისტიკა არ არის მხოლოდ სპეციალობა. ჩემთვის ეს საქმე მთავარ ღირებულებებთან არის დაკავშირებული, ამიტომ რთულად წარმომიდგენია ჟურნალისტიკის გარეშე ჩემი ცხოვრება.

➡️ თუ შენს აქამდე განვლილ ცხოვრებას გადახედავ, გაქვს ვინმესთვის ბოდიში მოსახდელი?

საკუთარი შეცდომის აღიარება და ბოდიშის მოხდა ვფიქრობ ბუნებრივი და მისაღებია. მომიხდია ბოდიში. მთავარია ბოდიშის მოხდა რეფლექსად არ გვექცეს.

➡️ ხარ სამართლიანი?

ალბათ ეს სხვამ უნდა შეაფასოს. თუმცა სამართლიანობის მომხრე ვარ ყველა სიტუაციაში.

➡️ რა არის შენი ხასიათის მთავარი შტრიხი?

ერთგულება.

➡️ რისთვის ღირს ცხოვრება?

პირველ რიგში ადამიანური ურთიერთობებისთვის. თუმცა, ზოგადად ვფიქრობ, ცხოვრება ყველაფრისთვის ღირს. ბუნებრივია, ცხოვრება ყოველთვის დადებითი არაა და მძიმე პერიოდები ყველას გვაქვს. თუმცა ყველაფერი გამოცდილებაა. ყველა დაბრკოლება გვაძლევს შესაძლებლობას, რომ გავხდეთ უკეთესები.

➡️ თვისება, რომელიც ადამიანში აღგაფრთოვანებს?

გულწრფელობა.

➡️ შენს შესახებ ჭორი თუ გაგიგია?

გამაოგნებელი არა.

➡️ ღმერთს რომ შეხვდე, რას ჰკითხავდი?

რა ხდება სიკვდილის შემდეგ?

➡️ რა არის შენი მთავარი ფრაზა, რომელიც ლაიტმოტივად გასდევს შენს ცხოვრებას?

არ იდარდო ორ რამეზე: პირველი, რასაც ეშველება და მეორე, რასაც არ ეშველება.

➡️ და ბოლოს, თქვენ რა შეკითხვას დაუტოვებდით ჩვენს მომდევნო სტუმარს, რომლის ვინაობაც ჯერ არ ვიცით?

შენზე რომ იყოს დამოკიდებული, როგორ შეცვლიდი სამყაროს უკეთესობისკენ?

მსგავსი სიახლეები: 

🔘 ყველაზე დიდი შეცდომა,სკანდალური ჭორი და შემთხვევა, რომელმაც შეცვალა -  ბლიცინტერვიუ დევი ბიბილეიშვილთან

🔘 „თამთა თამამი გოგოა და ძალიან თავდაჯერებული, ზუსტად იცის რაც უნდა ცხოვრებაში, მე ასეთი თამამი არ ვარ “- ბლიცინტერვიუ ლიკა შუკაკიძესთან

🔘 რას ნანობს, რისი ეშინია და ვინ არის მისი ყველაზე დიდი იმედი - ბლიცინტერვიუ ნანიკო ხაზარაძესთან