Digest Logo

„არსებული რეგულაციები, რაც გუშინ იქნა მიღებული არასაკმარისია“ - ალექსანდრე გოგინავა

1628586823
ეიქმი ალექსანდრე გოგოინავა

საინფორმაციო სააგენტო Pia.ge-სთან საუბარში ექიმი, ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა ეპიდემიოლოგიურ სიტუაციაზე საუბრობს და აცხადებს, რომ ახლა ვირუსის გავრცელების პიკია, რომელიც სავარაუდოდ 10 დღის განმავლობაში გაგრძელდება.

„ეპიდსიტუაცია ძალიან მძიმეა რაც მოსალოდნელი იყო. გამომდინარე იქიდან თუ რა ტემპითაც მივდიოდით, სამწუხაროდ ამაში ახალი არაფერია. ჩემი აზრით ამ ეტაპზე ვიმყოფებით პიკში და 10 დღის განმავლობაში ახალი შემთხვევების მსგავსი მატება იქნება. ამისთვის მზად უნდა იყოს პირველ რიგში ჰოსპიტალური სექტორი და პაციენტების მართვას ხელი არ უნდა შეეშალოს“, - განაცხადა გოგინავამ.

Pia.ge-ს კითხვაზე ამ ტემპით გაგრძელების შემთხვევაში გაუმკლავდება თუ არა ჰოსპიტალური სექტორი პაციენტების მართვას, ექიმი ამბობს, რომ გაუმკლავდება იმ შემთხვევაში თუ ინფიცირების მატება ამ რაოდენობით 2 კვირაზე მეტი არ გაგრძელდება.

„მაქსიმალური დატვირთვით და მობილიზებით, მაგრამ გამკლავება შესაძლებელია თუ თუ მატება არ გახანგრძლივდება ორ კვირაზე მეტ ხანს. ჩემი აზრით არ გახანგრძლივდება“, - აცხადებს გოგინავა.

რაც შეეხება რეგულაციებს, ალექსანდრე გოგინავას თქმით, არსებული რეგულაციები, რაც გუშინ იქნა მიღებული არასაკმარისია.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ რეგულაციების აღსრულება მოხდეს, რადგან ადამიანები მაინც არ ემორჩილებიან და ირღვევა ხოლმე რეგულაციები. ამიტომ არსებული რეგულაციები როგორიც არის პირბადის გამოყენება, ან თუნდაც 5 ადამიანი თავს იყრის ამის აღსრულება უნდა მოახდინოს სახელმწიფომ. თუ ადამიანები დაარღვევენ ამ კანონს უნდა იყოს შესაბამისი რეაგირება, რაც სამწუხაროდ წინა პერიოდში არ იყო. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოების თვითშეგნებაზე დამოკიდებულება, იმიტომ რომ ვერანაირი რეგულაცია ვერ მოიტანს შედეგს თუ საზოგადოების მზაობა არ არის ამის მიმართ და ჩვენ არ გავითავისებთ წესების დაცვას“, - განაცხადა გოგინავამ.

ექიმმა იმუნიზაციის პროცესზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ იმუნიზაციის ტემპი არადამაკმაყოფილებელია.

„რა თქმა უნდა იმატებს ვაქცინირებული ადამიანების დღიური რაოდენობა, თუმცა უმჯობესი იქნება კიდევ უფრო თუ მოიმატებს და დღიურად 30 ათას დღიურ მაჩვენებელზე ავალთ, რაც ჩვენს ქვეყანაში სწრაფად შექმნის იმუნურ ფენას. ამიტომ, დინამიკა დადებითი, მაგრამ ვისურვებდი, რომ კიდევ უფრო მეტი ვაქცინირებული გვყავდეს და მოლოდინი მაქვს, რომ ეს ასე იქნება“, - დასძინა ექიმმა გოგინავამ.

ასევე დაგაინტერესებთ👇

„საპატრიარქოს მიერ მოწოდება თუ არა, აცრისკენ მინიშნებაც კი, ბევრ ადამიანს გადაარჩენდა“ - ნოე სულაბერიძე

„მოუსმინეთ, ბევრ კითხვაზე მიიღებთ პასუხს" - გიორგი ფხაკაძე ვიდეოს აქვეყნებს

„ესაა ბათუმის ერთ-ერთი კლინიკის დერეფანი! ჰოდა, იტალია ხომ გახსოვთ?“- უმძიმესი ფოტო