Digest Logo

„დღეს დრამატული მონაცემები დაფიქსირდა, ველოდებით ძალიან მკვეთრ მატებას“ - მარინა ენდელაძე

1634045687
ინფექციონისტი

ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის ბოქსირებული განყოფილების უფროსის მარინა ენდელაძის განცხადებით, ინფიცირების მაჩვენებლების კუთხით, ქვეყანაში ძალიან დრამატული სიტუაციაა და მოსალოდნელია, რომ ეს მაჩვენებელი მკვეთრად მოიმატებს.

„ძალიან დრამატული და საფრთხილო მონაცემები დაფიქსირდა დღეს. ველოდებით ძალიან მკვეთრ მატებას, ამდენი ინფიცირებულის კონტაქტები, რა თქმა უნდა, მოიმატებს. ასეთი ზრდა ინფიცირების მაჩვენებლების თითქმის პიკის დროს იყო. თუ ასე გაგრძელდება, უფრო მეტად გაგვიჭირდება. ძალიან რთული იქნება ეს ყველაფერი მედპერსონალისთვისაც.

როდესაც ჩახედავ თვალებში პაციენტს, რომელსაც ძალიან უჭირს, მაშინ აღარ იქნება კითხვის ნიშანი ვაქცინაციასთან დაკავშირებით, მაგრამ სამწუხაროდ, თუ პირადად არ შეეხოთ ეს ადამიანებს, რატომღაც ისე არ იჯერებენ,“ - აცხადებს მარინა ენდელაძე.

ასევე დაგაინტერესებთ👇 

🔵„თქვენ გამო ჩვენ ცხოვრება აღარ გვაქვს და თქვენ ხართ საზოგადოებისთვის საშიშები!“ - ეკო ფანგანი

🔵„არაპროფესიონალიზმი მდგომარეობას ყოველდღიურად ამძიმებს... საქართველოში მე-5 ტალღა ზამთრის შუა რიცხვებში იქნება“ - გიორგი ფხაკაძე

🔵ნოემბრიდან დაიწყება ცუდი ამბები და იანვარში კიდევ უფრო გაძლიერდება – გიორგი ფხაკაძე

🔵„მისული ვართ კონსენსუსამდე, არის საფრთხე“ - რა გადაწყვეტილების მიღებას გეგმავს ვაქცინაციის საბჭო