
ექიმი ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა ამბობს, რომ კორონავირუსის ახალი შტამის შესახებ ამ ეტაპზე ბევრი ინფორმაცია არ არსებობს, თუმცა მისი განმარტებით, ახალი შტამების წარმოქმნის პრევენციისთვის საუკეთესო გამოსავალი ვაქცინაციაა.
„ახალი შტამი ჯერჯერობით გავრცელებულია სამხრეთ აფრიკაში და მის მიმდებარე მეზობელ ქვეყნებში. ერთეული შემთხვევებია დაფიქსირებული სხვა კონტინენტებზე, ამიტომ ამ ეტაპზე საუბარი თუ რამდენად შექმნის ის გლობალურად ისეთივე პრობლემას როგორც შექმნა დელტა შტამმა ჯერ ნაადრევია. ერთადერთი რაც დაგვრჩენია ეს არის ვაქცინაციის პროცესის უფრო აქტიურად წარმართვა. თუ ჩვენ ვაქცინაციას კარგად წარვმართავთ, ნაკლებია ალბათობა, რომ წარმოიქმნას მსგავსი შტამები", - განაცხადა ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის ინფექციონისტმა, ალექსანდრე გოგინავამ.
გოგინავას თქმით, თუ ინფიცირების დღეისთვის არსებული მაღალი მაჩვენებელი შენარჩუნდა, ჰოსპიტალურ სექტორს გაუჭირდება, რომ ასეთ დატვირთვას გაუძლოს.
„ეპიდსიტუაცია საყურადღებო რჩება. მოგეხსენებათ, რომ, ბოლო ერთი თვის განმავლობაში, დღიურად, 3-დან 5 ათასამდე ახალი შემთხვევა გვაქვს. თუ ეპიდსიტუაციის სტაბილიზება არ მოხერხდება, ძალიან რთული იქნება, რომ ჰოსპიტალურმა სექტორმა და კლინიკურმა ნაწილმა ბოლომდე გაუძლოს ასეთ დატვირთვას. ამიტომაა მნიშვნელოვანი სწრაფი რეაგირება და ეპიდსიტუაციის სწრაფად სტაბილიზაცია“, - აცხადებს ექიმი ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა.
აგრეთვე წაიკითხეთ:
🔵„გადაჭამეთ უკვე ერთმანეთი… ფარსია ეს ყველაფერი და ფარისევლები ხართ ყველა!“ - რას წერს ეკო ფანგანი
🔵არ ჩავაკეტვინოთ ქვეყანა, ყველაფერი ჩვენს ხელშია - რას წერს გიორგი ფხაკაძე