The Guardian ჰიპერვაქცინირებული გერმანელი კაცის შესახებ წერს, რომელმაც მკვლევრების ცნობით, 29 თვის განმავლობაში კოვიდვაქცინა 217-ჯერ გაიკეთა „პირადი მიზეზით“.
როგორც ერლანგენ-ნიურნბერგის უნივერსიტეტის უნივერსიტეტის მკვლევრები ამბობენ, 62 წლის კაცმა მათი დაკვირვების ქვეშ 83 აცრა ჩაიტარა, მანამდე კი, 134 აცრის დამადასტურებელ საბუთს გაეცნენ მას შემდეგ, რაც ადგილობრივი გაზეთიდან ამ კაცის შესახებ შეიტყვეს და გამოკვლევის მიზნით, მას დაუკავშირდნენ.
„ის ფაქტი, რომ ამ უჩვეულო ჰიპერვაქცინაციის მიუხედავად არანაირი გვერდითი ეფექტი არ გამოვლენილა, პრეპარატის ამტანურანიანობის მაღალ ხარისხზე მიუთითებს“, - აღნიშნავენ მეცნიერები.
ამასთან, გამოვლინდა, რომ დაკვირვების ქვეშ მყოფი პირის იმუნური სისტემა სრულიად გამართულად ფუნქციონირებს.
„საერთო ჯამში, ვერ მივაგენით სუსტი იმუნური პასუხის ვერანაირ ნიშანს, შეიძლება ითქვას, პირიქითაც არის“, - ამბობს კვლევის ერთ-ერთი წამყვანი ავტორი, კატარინა კოხერი.
როგორც მკვლევრების ჯგუფი აღნიშნავს, მისი გარკვეული იმუნური უჯრედები და ანტისხეულები Covid 19-ის გამომწვევეი ვირუსის წინააღმდეგ იმაზე მაღალ დონეზე იყო, ვიდრე იმ ადამიანებში, რომლებმაც ვაქცინის მხოლოდ სამი დოზა ჰქონდათ გაკეთებული.
კვლევა თავდაპირველად, სამეცნიერო ჟურნალ Lancet Infectious Diseases-ში დაიბეჭდა.
⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🎥 „თქვენ დღეს ყველაფერი შეგიძლიათ“ - 6 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს 12 ნიშნისთვის