Digest Logo

„გრიპის ვირუსი ამჟამადაც დომინანტურია და გარკვეულ რისკჯგუფებში ყურადღებას საჭიროებს“ - ინფექციონისტი

1673876035
გოგინავა

„გრიპის ვირუსი, ამჟამადაც დომინანტურია და საჭიროებს მეტ ყურადღებას, ის მძიმედ მიმდინარეობს“, - ამის შესახებ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე ინფექციონისტმა ალექსანდრე გოგინავამ განაცხადა. 

გოგინავას თქმით, გრიპს უფრო მძიმე მიმდინარეობა ახასიათებს, ვიდრე „ომიკრონს“.

ინფექციონისტი, მოსახლობას და განსაკუთრებით რისკჯგუფს ვაქცინაციისკენ მოუწოდებს.

გარდა ამისა, მან განაცხადა, რომ გრიპი გარკვეულ რისკჯგუფებში საყურადღებოა, მათ შორის, არიან ასაკოვანი ადამიანები, ქრონიკული დაავადების მქონე პირები და მცირეწლოვნები.

„რესპირაციული ინფექციები ცივ სეზონთან არის დაკავშირებული. რესპირაციულ ვირუსებს შორის ყველაზე საყურადღებო, რა თქმა უნდა, არის გრიპის ვირუსი, რომელიც ამჟამადაც დომინანტურია და საჭიროებს მეტ ყურადღებას. სასწავლო პროცესის დაწყება და მობილობის გაზრდა რისკებს ზრდის და შეიძლება, შემთხვევების მატება მოხდეს.

თუ თითოეული ჩვენგანი დავიცავთ რეკომენდაციებს ამით შევძლებთ, გრიპის კუთხით ეპიდსიტუაცია საკმაოდ სტაბილურად შევინარჩუნოთ ქვეყანაში. გრიპი საყურადღებოა გარკვეულ რისკჯგუფებში, მათ შორის, არის ასაკოვანი, ქრონიკული დაავადების მქონე ადამიანები და მცირე წლოვანი ბავშვები. მნიშვნელოვანია, გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინით ეს რისკჯგუფები იყვნენ ვაქცინირებული, რათა ჩვენ არ გვქონდეს ბევრი მძიმე შემთხვევა.

არ ველოდები შემთხვევების მკვეთრ მატებას. სწავლის განახლება და მობილობის გაზრდა გარკვეულ რისკებს აჩენს, მაგრამ როგორც საზოგადოების, ასევე ჯანდაცვის სისტემის მხრიდან სწორი მიდგომის შემთხვევაში შესაძლებელია, ეს რისკები გაბათილდეს და გრიპის კუთხით ეპიდემიოლოგიური სიტუაცია არ გაუარესდეს“, - აღნიშნა გოგინავამ.

ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „ქართულ დროშას რომ ვუყურებდი, ისე მიხაროდა, ისეთი განცდა მქონდა, რომ საქართველოში ვიყავი“- ექსკლუზიური ინტერვიუ ხვიჩა კვარაცხელიას მშობლებთან

🎥 შაკირას სიმღერამ, სადაც ყოფილს მიწასთან ასწორებს, ნახვების რეკორდი მოხსნა

🔵„არასოდეს უარუყვია საქართველო და საქართველოს მოქალაქეობა, ექსი კი გაკივის, არ ვარ ბატონო ქართველიო...“ - ლალი მოროშკინა გვარამიაზე