Digest Logo

🎥 „ქართულ დროშას რომ ვუყურებდი, ისე მიხაროდა, ისეთი განცდა მქონდა, რომ საქართველოში ვიყავი“- ექსკლუზიური ინტერვიუ ხვიჩა კვარაცხელიას მშობლებთან

1673874042
კვარაცხელიები და წულუკიძე

ნაპოლის ქართველმა გარემარბმა, ხვიჩა კვარაცხელიამ იტალიის ჩემპიონატის მე-18 ტურში ტურინის იუვენტუსს გოლი გაუტანა. საქართველოდან ფეხბურთელის საგულშემატკივროდ წასულთა ემოცია იმ მომენტში ყველასთვის დასამახსოვრებელი აღმოჩნდა. 

ფანებს შორის იყვნენ მსახიობები, იუმორისტები, სცენარისტები და ჟურნალისტები, რომლებმაც ნაპოლიდან სიუჟეტები მოამზადეს.

კვარას ისტორიულ თამაშს დაესწრო  „იმედის დღის“ წამყვანი ნიკოლოზ წულუკიძეც, რომელმაც ხვიჩა კვარაცხელიას მშობლებთან ექსკლუზიური ინტერვიუ ჩაწერა.

„მაგრად გაგვახარა, მიხარია, რომ ამდენი ქართველი ჩამოვიდა სტადიონზე. ქართულ დროშას რომ ვუყურებდი, ისე მიხაროდა, ისეთი განცდა მქონდა, რომ საქართველოში ვიყავი, თუმცა ვაცნობიერებდი, რომ ნაპოლში ვიყავით. მარადონას სახელობის სტადიონზე რომ ზიხარ და ფეხბურთს უყურებ, მაგაზე დიდი ბედნიერება არ არსებობს.

ახალ წელს ხვიჩასთან ერთად შევხვდით. ყველანაირად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ, რომ ამდენ დატვირთვას გაუძლოს“, - აცხადებს ხვიჩა კვარაცხელიას მამა.

ოჯახისა და სრულიად ერის ნამდვილი ემოციების შესახებ უფრო მეტი გაიგეთ „იმედის დღის“ სიუჟეტიდან:

ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 შაკირას სიმღერამ, სადაც ყოფილს მიწასთან ასწორებს, ნახვების რეკორდი მოხსნა

🔵„არასოდეს უარუყვია საქართველო და საქართველოს მოქალაქეობა, ექსი კი გაკივის, არ ვარ ბატონო ქართველიო...“ - ლალი მოროშკინა გვარამიაზე

🔵„ქუჩაში ვიპოვეთ, სახლში წავიყვანე, მაგრამ ჩემი მანამდე აყვანილი ჰასკი ვერ შეეგუა და გადავწყვიტეთ ...“ - გიორგი კეკელიძე