
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ covid19-თან დაკავშირებით გლობალური საგანგებო მდგომარეობა დასრულებულად გამოაცხადა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, რომ საგანგებო ფაზა დასრულდა, პანდემია არ დასრულებულა.
„გუშინ საგანგებო სიტუაციების კომიტეტი მეთხუთმეტედ შეიკრიბა და რეკომენდაცია გამიწია, გამომეცხადებინა საერთაშორისო საზოგადოებრივი ჯანმრთელობის საგანგებო მდგომარეობის დასრულება. მე მივიღე ეს რჩევა. ამიტომ covid19-თან დაკავშირებულ გლობალური ჯანმრთელობის საგანგებო მდგომარეობას დასრულებულად ვაცხადებ, ეს არ ნიშნავს, რომ „კოვიდ-19“ დასრულდა, როგორც ჯანმრთელობის გლობალური საფრთხე“, – განაცხადა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, ტედროს ადანომ გებრეისუსმა.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔵„ჩემთვის ანდერძში დაუტოვებია, დიდი საჩუქარია...” - რას წერს გიორგი კეკელიძე
🔵 „დაიბადა, რომ იყოს ჩემპიონი” - ნიცა თავაძე ხვიჩა კვარაცხელიაზე