Digest Logo

კოვიდის ახალი ვარიანტი გამოჩნდა, „დელტასნაირი“ სირთულეები ახასიათებს - გიორგი ფხაკაძე

1647160073
ჯანდაცვის ექსპერტი

„როგორც მოსალოდნელი იყო, კოვიდის ახალი ვარიანტი - „ომიკრონი" BA2.2 გამოჩნდა" - ამის შესახებ გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, ახალმა ვარიანტმა შეუტია ჰონკონგს და ის ძირითადად ვრცელდება არავაქცინირებულებში და არასრულად ვაქცინირებულებში.

„როგორც მოსალოდნელი იყო, კოვიდის ახალი ვარიანტი გამოჩნდა. ომიკრონი BA2.2 შეუტია ჰონკონგს. ასევე ის უკვე იქნა აღმოჩენილი ავსტრალიაში, სინგაპურში და ბრიტანეთში.

ეს ვარიანტი ძირითადად ვრცელდება არავაქცინირებულებში და არასრულად ვაქცინირებულებში (სრულად ვაქცინირებული არის 3-ჯერ ვაქცინირებული).

ასევე,, ეს ვარიანტი, სავარაუდოდ, ადასტურებს ჩინური ვაქცინების არაეფექტურობას.
სავარაუდოდ, ამ ვარიანტს ახასიათებს „დელტასნაირი” სირთულეები.

კოვიდი არ არის სეზონური გრიპი. აიცერით, ატარეთ პირბადე და დაიცავით დისტანცია ჯანმრთელობას გისურვებთ…“ - წერს გიორგი ფხაკაძე.

🔘აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵რა ელოდება პუტინს ნოსტრადამუსის წინასწარმეტყველებით? - ამბავი უკანასკნელი იმპერიის მმართველზე

🔵რატომ მალავს პუტინი შვილებს - პრეზიდენტის ქალიშვილების საიდუმლოებით მოცული ცხოვრება

🔵 ვისაც უკრაინაში წასვლის სურვილი აქვს, მოხალისეების სიის შედგენა დაწყებულია - დომენიკ მანგო

🔵თამარ გვერდწითელის ოთხი უიღბლო ქორწინება და ნამდვილი სიყვარულის ტრაგიკული დასასრული