1-კვირიანი ინტენსიური ძებნის შემდეგ წყალტუბოში დაკარგული 22 წლის ლიკა გიორგობიანი პოლიციამ იპოვა.
როგორც გოგოს მეგობარმა მედიასთან საუბრისას განაცხადა, პოლიციამ მას აჭარაში მიაგნო.
მოგვიანებით კი სოციალურ ქსელში ლიკა გიორგობიანის დედამ პირველი კომენტარი გააკეთა.
„მთელი სულით და გულით მადლობას ვუხდი თითოეულ ადამიანს, ვინც ჩემი ტკივილი გულთან მიიტანა. ვინც თუნდაც ერთი თბილი მესიჯით მანუგეშა, მთელი საქართველო ჩემს გვერდით იდგა, მე ამას ვგრძნობდი.
საუბარი მაქვს იმ უცხო ადამიანებზე, რომლებმაც იგრძნეს თუ როგორ მტკიოდა ეს ყველაფერი და ასევე არ გაკიცხეს ჩემი შვილი და არ მოიგონეს ათასი სისულელე, არ გასვარეს ტალახში მისი სახელი, თუმცა გამოერია ისეთი არა ადამიანებიც, რომლებსაც სხვისი გასაჭირი გულთან არ მოუტანიათ, არამედ თავიანთი მახინჯი სულის და ბოროტი ენის საშუალებით ცდილობდნენ ჩირქი მოეცხოთ, ჩემი შვილისთვის და ამ დროს ვინ იცის რა მოხდა? ღმერთს ნუ ცოდავთ. შეიძლება ხვალ თქვენი განსაცდელის დღე დადგეს. მაგრამ მე არც ერთ ასეთ კომენტარზე არ მიპასუხებია, რადგან ამას კეთილი სულის უცხო ადამიანები აკეთებდნენ ჩემს მაგივრად.
დაფიქრდით, ხალხო, ასე არ შეიძლება! ჩემი მეგობრებს, ახლობლებს, ნათესავებს, ვინც მე და ჩემს ოჯახს ძალიან კარგად გვიცნობს, არ ვიცი როგორი მადლობა გადავუხადო, არ ვიცი როგორ ჩავიკრა თითოეული გულში. მიყვარხართ და მეიმედებით თქვენი წყალობით მეორედ დაიბადა ჩემი ლიკა და ბედნიერი ვარ, რომ არსებობთ“, - წერს ხათუნა გიორგობიანი.
ასევე დაგაინტერესებთ👇
🔵ოჯახური ძალადობა კახეთში - ქმარი მეუღლეს ფიზიკურად გაუსწორდა