Digest Logo

„ზოგიერთი სპეციალისტი ვარაუდობს, რომ XBB.1.5 ტალღა შეიძლება დაემსგავსოს წინა და სახიფათო მწვერვალებს“ - ზაზა წერეთელი

1672929828
ზაზა წერეთელი

ნორვეგიის სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროს უფროსი მრჩეველი, ზაზა წერეთელი კოვიდ ვირუსის ომიკრონის XBB.1.5 ქვეშტამზე წერს.

„დეკემბრის ბოლო კვირისთვის, CDC-მ გააანალიზა მონაცემები და დაადგინა, რომ კოვიდ ვირუსის ომიკრონის ახალი ქვეშტამი XBB.1.5 შეადგენდა ყველა ახალი COVID-19 შემთხვევის 40 პროცენტს შეერთებულ შტატებში. აშშ-ს ჩრდილო-აღმოსავლეთში, ის შეადგენდა შემთხვევების სამ მეოთხედს.

ეს დომინირება ახალია - თუმცა უპრეცედენტო არა. XBB.1.5-ს მიერ ასეთი დომინირების მოპოვება ტენდენციიდან გადახვევაა და როგორც ზოგიერთი სპეციალისტი ვარაუდობს XBB.1.5 - ტალღა შეიძლება დაემსგავსოს წინა და სახიფათო მწვერვალებს, როგორიც იყო ალფა ტალღა, რომელიც დომინირებდა 2021 წლის დასაწყისში, და დელტა ბოლო ნახევრის განმავლობაში. ეს ტალღები, რა თქმა უნდა, დაკავშირებული იყო როგორც შემთხვევების დიდ რაოდენობასთან, ასევე ჰოსპიტალიზაციასა და გაზრდილ სიკვდილიანობასთან.

როგორ მოხდა ეს? XBB.1.5 აერთიანებს რამდენიმე საინტერესო თვისებას. სხვა ვარიანტების მსგავსად, მას აქვს მუტაციები, რომელთა მეშვეობითაც ვირუსი და მისი სპაიკი, ნაწილობრივ გაურბიან ანტისხეულებს, რომლებიც წარმოიქმნება წარსული ვარიანტების ან საწყისი ვაქცინების ზემოქმედების შედეგად. თუმცა, თამაშის შემცვლელი ის არის, რომ XBB.1.5-ს ასევე აქვს მუტაციები, მათ შორის ერთი 486 ამინომჟავას პოზიციაში, რაც ეხმარება ვირუსს უფრო მეტი ურთიერთქმედება ჰქონდეს ჩვენს გულ-ფილტვის სისტემაში და ცხიმოვან ქსოვილში არსებულ ACE-2 რეცეპტორთან.

ეს მეორე მახასიათებელი შესაძლოა იწვევს ვირუსის გადაცემის უფრო მაღალი ხარისხს სხვა ვარიანტებთან შედარებით - და ამით შეიძლება გამოიწვიოს მისი ახალი დომინირება. ოთხშაბათს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექიმმა მარია ვან კერხოვემ პირდაპირ განაცხადა, რომ XBB.1.5 „ყველაზე გადამდები სუბვარიანტია, რომელიც აქამდე იქნა აღმოჩენილი“.

სულაც არ არის აუცილებელი რომ XBB.1.5 იყოს უფრო ვირუსული, ანუ მიდრეკილია სერიოზული ავადმყოფობისკენ, ვიდრე სხვა ვარიანტები. მაგრამ ის წარმოადგენს ორმაგ საფრთხეს იმით, რომ აქვს პოტენციალი ნაწილობრივ გაექცეს წარსულს იმუნიტეტს (ინფექციის ან ვაქცინაციის გამო), გადამდებლობის უპრეცედენტო დონესთან ერთად. ვარაუდობენ რომ მისი ყველასთვის ცნობილი R კოეფიციენტი არის 16

ჯერჯერობით უცნობია იქნება თუ არა პოტენციური XBB.1.5 ტალღა, რომელიც იწყება აშშ-ს ჩრდილო-აღმოსავლეთში, საშინელი ალფა (2021 წლის ზამთარში) თუ ომიკრონის BA.1 ტალღის მსგავსი (2022 წლის ზამთარში). თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ ამ დროისთვის ბევრ მოქალაქეს ჩატარებული აქვს აცრები და გადატანილი ინფექციების კომბინაცია, ასეთ ძლიერ ტალღას ალბათ არ უნდა ველოდოთ მაგრამ მაშინაც კი, ჩვენ არ ვნახავთ ამდენ ჰოსპიტალიზაციას და სიკვდილს, ორივე კვლავ იზრდება და ეს მაინც შეიძლება გახდეს სერიოზული ტალღის საფუძველი. ამიტომაც მეცნიერები მოუწოდებენ მოსახლეობას გააკეთონ ახალი, ბივალენტური ვაქცინის ბუსტერ დოზები რათა მაქსიმალურად გაიზარდოს ალბათობა იმისა, რომ სერიოზულად არ დაავადდებით XBB.1.5 COVID-19-ით.

არსებობს რამდენიმე მტკიცებულება ადრეული ეპიდემიოლოგიური კვლევებიდან ან ლაბორატორიული კვლევებიდან, რომლებიც მიუთითებენ ბივალენტური გამაძლიერებლის მიღების მნიშვნელობაზე.
CDC-ის მონაცემები აჩვენებს (ისევ, XBB.1.5-მდე), რომ 65 წელზე უფროსი ასაკის მოზარდებში, ბივალენტური გამაძლიერებელმა დოზამ „უზრუნველყო 73 პროცენტი დამატებითი დაცვა COVID-19 ჰოსპიტალიზაციისგან“ მათთან შედარებით, ვინც იღებდა mRNA ვაქცინის 2 ან მეტ დოზას ან ორიგინალური ჩინური ვირუსის საწინააღმდეგოდ. ბივალენტური გამაძლიერებელი ასევე უზრუნველყოფდა „დამატებით დაცვას COVID-19-ის გამო გადაუდებელი დახმარების განყოფილებაში მოხვედრისაგან და ჰოსპიტალიზაციისგან იმ ადამიანებში, რომლებმაც ადრე მიიღეს 2 ან 3 მონოვალენტური ვაქცინის დოზა“, - განაცხადეს CDC-ში.

სამწუხაროდ, XBB.1.5 ჯერ კიდევ ზედმეტად ახალია იმისთვის, რომ გვქონდეს კლინიკური მონაცემები, რათა ზუსტად აჩვენოს, რას ნიშნავს ვაქცინები მის თავიდან აცილების თვალსაზრისით.

და ბოლოს როგორც მე-20 საუკუნის დასაწყისის ერთ-ერთი უდიდესი მეცნიერი მაარი კიური ამბობდა „ცხოვრებაში არაფრის არ უნდა შეგეშინდეთ, ჩვენ მხოლოდ უნდა ვეცადოთ ის გავიგოთ და შევისწავლოთ“, - წერს წერეთელი.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵სასამართლო პროცესზე დასწრების რეკომენდაციას ვერ გავცემთ - ნინო ნადირაძე სააკაშვილზე

🔵„ბაბლი ანუ ერთ ქვაბში მოხარშულები - სანამ ვინმეს მოვკვეთავთ, ცოტა დავფიქრდეთ, ვაი და რომელიმე ალუდა ქეთელაურს ვდევნით „საფრენდეთიდან“ - რომან გოცირიძე

🔵„ძალიან მაგარი მამის შვილები“ - გვარამია შვილების ფოტოს აქვეყნებს