Digest Logo

„10 სექტემბრიდან მერკური სასწორში, ვენერა კი მორიელში გადადის“ - რას მოიტანს ეს პერიოდი, ანა ჯალაღონიას რჩევები ზოდიაქოს ნიშნებს

1789039027
ანა ჯალაღონია

მერკური სასწორში და ვენერა მორიელში. 

ჯერ კიდევ პირდაპირ მოძრაობენ, მაგრამ უკვე იწყება მომზადების დრო:

10 სექტემბრიდან მერკური სასწორში, ვენერა კი მორიელში გადადის.

რეტროგრადამდე ეს პერიოდი გამოიყენეთ როგორც „წინასწარი შემოწმება“ - სანამ ოქტომბერი ძველ თემებთან უკან დაგვაბრუნებს.

ვენერა მორიელში გვეუბნება:

დააკვირდი ურთიერთობებს. სად ხარ ბედნიერი და სად მხოლოდ მიჩვევის, შიშის ან ემოციური დამოკიდებულების გამო რჩები?

თუ გაქვს უთქმელი გრძნობა, მნიშვნელოვანი საუბარი ან ურთიერთობაში პრობლემა, ნუ დამალავ და ნუ გადადებ უსასრულოდ, მაგრამ არც იმპულსურად იმოქმედო.

ფინანსურადაც კარგი დროა გადახედო ვალდებულებებს, საერთო ფულს, ვალებს, ხარჯებს და ფინანსურ შეთანხმებებს.

მერკური სასწორში კი გვეუბნება:

სანამ გადაწყვეტილებას მიიღებ, მოუსმინე ორივე მხარეს.

შეამოწმე კონტრაქტები, შეთანხმებები, მნიშვნელოვანი დოკუმენტები და გეგმები.

რაც დასაზუსტებელია, დააზუსტე ახლა.

ახლა მთავარი არაა ყველაფერი შეცვალო.

მთავარია დაინახო, რა საჭიროებს შეცვლას.

ოქტომბრიდან ვენერა რეტროგრადული გახდება, მოგვიანებით კი მერკურიც შეუერთდება ამ პროცესს.

ამიტომ ახლა ჰკითხეთ საკუთარ თავს:

რა მაქვს ცხოვრებაში დაუმთავრებელი?

ვისთან მაქვს უთქმელი?

რომელ გადაწყვეტილებას ვიღებ მხოლოდ ემოციით?

და რა მინდა რეალურად, როცა შიში და მიჩვევა გვერდზე გადადის?

რადგან რაც ახლა შევამჩნიეთ, რეტროგრადულ პერიოდში შეიძლება თავად დაბრუნდეს ჩვენს ცხოვრებაში პასუხის მისაღებად.

მოსამზადებელ ფაზაში განსაკუთრებით გამოვყოფდი ფიქსირებულ და კარდინალურ ნიშნებს, მორიელს, კუროს, ლომსა და მერწყულს, სასწორი, ვერძი, კირჩხიბი და თხის რქებს. ხოლო თუ ადამიანს ამ ნიშნებში ნატალური ვენერა ან მერკური აქვს, პერიოდი კიდევ უფრო პირადად შეიძლება იგრძნოს.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„თბილისის ზოოპარკში ჟირაფების ჩამოყვანა იგეგმება“ - ზურაბ გურიელიძე პროექტის დეტალებსა და სირთულეებზე

🎥 „ბებოსთან გატარებული ერთი უბრალო საღამო, ეს არის ის, რაც შემდეგ ყველაზე მეტად მოგენატრება“ – ირაკლი მაქაცარიას ემოციური წერილი

⭕10 სექტემბრის გზავნილი - „გაბედე და დიდი სურვილები ჩაიფიქრე“