რას გვირჩევენ ვარსკვლავები 11 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ვერძი
ამ დღეს თუ გეგმა სწორად შეადგინეთ, შეგიძლიათ მისი განხორციელება დაიწყოთ. გირჩევთ ნებისმიერი საქმის კეთებისას წვრილმანებს ყურადღება მიაქციოთ. არსებობს მოგებიანი გარიგების დადების შანსი, მაგრამ ამისთვის სიმტკიცე და პრინციპულობა უნდა გამოიჩინოთ.
კურო
დღის პირველი ნახევარი ნაკლებად ნაყოფიერია. შესაძლოა, თავი შეუძლოდ იგრძნოთ, ამიტომ მნიშვნელოვანი საქმეები შუადღის შემდეგ უნდა დაგეგმოთ. საღამოს თავს გაცილებით მხნედ და ენერგიულად იგრძნობთ და შესაძლოა, დაწყებული საქმეების დასრულებაც შეძლოთ. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ მენეჯმენტისგან თავი შორს დაიჭიროთ, წინააღმდეგ შემთხვევაში, მათი უსიამოვნო დავალებების შესრულება ან კომენტარების მოსმენა მოგიწევთ.
ტყუპები
ეცადეთ, რომ კოლეგების კეთილგანწყობა შეინარჩუნოთ. გახსოვდეთ, რომ სამსახურში ჯანსაღი ატმოსფერო წარმატებული მუშაობისთვის მნიშვნელოვანია. გირჩევთ გარშემო მყოფებს კითხვებით ნუ შეაწუხებთ, განსაკუთრებით, თუ ეს კითხვები პირად ცხოვრებას ეხება. ყურადღება მიაქციეთ საკუთარ ჯანმრთელობას და იზრუნეთ იმუნური სისტემის გაძლიერებისთვის. სასურველია, საღამო მეგობრებთან და თანამოაზრეებთან ერთად გაატაროთ.
კირჩხიბი
ხელსაყრელი დღეა გუნდური მუშაობისთვის - მიზანს ასე უფრო სწრაფად მიაღწევთ. შეიძლება ოცნების ასრულებამდე დიდი გზა გაქვთ გასავლელი, მაგრამ გეგმის შემუშავება ახლავე შეგიძლიათ. ეცადეთ, მეგობრებთან მეტი დრო გაატაროთ - ისინი სიტყვითაც დაგეხმარებიან და საქმითაც. მშვენიერი დღეა კარგად შესრულებული სამუშაოს შეფასებისთვის. ურთიერთობებში მეტი სიფრთხილე გმართებთ, განსაკუთრებით უცნობ ადამიანებთან.
ლომი
უმჯობესია, თითოეული ნაბიჯი კარგად დაგეგმოთ და მიზნისკენ აუჩქარებლად იმოძრაოთ. ხელოვან ადამიანებს შთაგონება ეწვევათ. შესაძლოა, ახალი მონა ლიზა ან დავითი ვერ შექმნათ, მაგრამ თქვენი ნიჭით გარშემო მყოფების გაოცებას ნამდვილად შეძლებთ. თქვენი გარემოცვიდან ვიღაც თქვენზე ზეწოლის მოხდენას და მანიპულირებას ცდილობს, მაგრამ ეცადეთ ამ ბრძოლაში გაიმარჯვოთ.
ქალწული
ახლა თავმდაბლობის დრო არაა. შეგიძლიათ საკუთარ ნიჭსა და უნარებზე ხმამაღლა ილაპარაკოთ და გავლენიანი ადამიანების ყურადღება მიიქციოთ. ამ დღეს მნიშვნელოვანია გულხელდაკრეფილი არ იჯდეთ და მოვლენების გულში იტრიალოთ. სწორად დაგეგმილი საქმე უახლოეს მომავალში მნიშვნელოვან შემოსავალს მოგიტანთ. თუ არ იზარმაცებთ შესაძლოა, მტკივნეული პრობლემაც მოაგვაროთ, რომელიც გამუდმებით თავს გახსენებთ.
სასწორი
ფრთხილად იყავით, შურიანმა ადამიანმა შეიძლება თქვენთვის მახის დაგება გადაწყვიტოს. ეცადეთ, გვერდით გყავდეთ ადამიანი, რომელიც რეალობის აღქმაში დაგეხმარებათ. პრობლემების თავიდან აცილება შეიძლება, თუ საკუთარ ქმედებებს ობიექტურად შეაფასებთ. საღამოს ხალხმრავალ ადგილებში ყოფნა შეიძლება შემაწუხებელი იყოს, ამიტომ უპირატესობა სახლის მყუდრო გარემოს უნდა მიანიჭოთ.
მორიელი
ამ დღეს სამსახურში განსაკუთრებული სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ. გახსოვდეთ, რომ საქმის საბოლოო შედეგი თქვენს ყურადღებაზეა დამოკიდებული. მიზნის მისაღწევად ოპონენტებთან ადაპტაცია, მათი განწყობისა და ინტერესების გათვალისწინება მოგიწევთ. ეცადეთ, პირად ცხოვრებაში საყვარელი ადამიანების აზრი გაითვალისწინოთ. შესაძლებელია, მათ დახმარება სჭირდებათ და თქვენ ვერ ამჩნევთ.
მეტის სანახავად გადადით ბმულზე:
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 როგორ უნდა გავიგოთ გვაქვს თუ არა ნორმალური მენსტრუაცია?- ექიმის რჩევები
🎥 რომელი ზოდიაქოს ნიშნები დაოჯახდებიან 2025 წელს? - თაკო მელიქიშვილის ასტროპროგნოზი