
თბილისის მეტროსადგურის გაჩერება „სახელმწიფო უნივერსიტეტზე“ უბედური შემთხვევა მოხდა.
გავრცელებული ცნობით, ნასვამ მდგომარეობაში მყოფი კაცი მეტროს ლიანდაგში ჩავარდა და გარდაიცვალა.
უბედური შემთხვევის ამსახველ კადრებს სოციალურ ქსელში გვერდი „ჩემი ქალაქი მკლავს“ ავრცელებს.
როგორც „დაიჯესტს“ თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში განუცხადეს, აღნიშნული ფაქტის გამო საბურთალოს ხაზზე მატარებლის მოძრაობა შეჩერებულია.
მეტროს მეორე ხაზი მხოლოდ მეტროსადგურ „დელისამდე“ მუშაობს.
მომხდარის შესახებ დამატებით დეტალებს შსს-ში ვარკვევთ.
მომხდარის შესახებ სოციალური ქსელის მომხმარებელი დამატებით ინფორმაციას ავრცელებს:
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„2025 წელი პლანეტის ყველა მცხოვრებისთვის გარდამტეხი იქნება“ - ნახეთ სედიქ აფგანის პროგნოზი