
ექიმი რეპროდუქტოლოგი მანანა მგალობლიშვილი სოციალურ ქსელში დიდი პოპულარობით სარგებლობს და საზოგადოებას საინტერესო რჩევებს უზიარებს ხოლმე.
ამჯერად იგი აქვეყნებს ვიდეოს,სადაც მენსტრუალური ციკლის შესახებ საუბრობს:
„მენსტრუალური ციკლი უნდა შევაფასოთ 5 ძირითადი კრიტერიუმით:
- მენსტრუალური ციკლის ხანგრძლივობა - ის უნდა შეადგენდეს 21-დან 35 დღემდე პერიოდს. ამისათვის უნდა დავთვალოთ დღეების რაოდენობა, მენსტრუალური სისხლდენის დაწყების დღიდან შემდეგი ციკლის დაწყების პირველ დღემდე.
- მენსტრუალური ციკლის რეგულარულობა - თუ თქვენ გაქვთ მაგალითად 25-დღიანი შუალედი, მაგრამ ზოგჯერ არის 30-დღიანი ეს არის დასაშვები. პლუს-მინუს 5 დღე არის დასაშვები. თუ განსხვავება მენსტრუალურ ციკლებს შორის არის 10 დღე და მეტი, ეს არ არის ნორმა.
- მენსტრუალური სისხლდენის რაოდენობა - ზუსტი რაოდენობის დათვლა შეუძლებელია, თუმცა ჩვენ შეგვიძლია მისი დათვლა გამოყენებული ტამპონების მიხედვითა და სიხშირით. თუ თქვენ დღეში 4-5 ჰიგიენურ საფენს იყენებთ ეს ნორმალურია. თუ დღის განმავლობაში გიწევთ 7, 8 საფენის გამოყენება და მეტის მაშინ ეს არ არის ნორმა.
- მენსტრუალური სისხლდენის ხანგრძლივობა - ნორმა შეადგენს 3-5 დღეს.
- მენსტრუაციის მტკივნეულობა - ის შესაძლოა იყოს მცირედ მტკივნეული, რომელიც დისკომფორტს გიქმნის. გარკვეული მანიპულაციების შემდეგ, (მაგალითად თბილი საფენები ან წყალი) შეგიმსუბუქდება. ეს ნორმაა, თუმცა თუ თქვენ გაქვთ ისეთი ტკივილი, რომ კარგავთ შრომისუნარიანობას აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმს“, - აღნიშნავს მანანა მგალობლიშვილი.
@doctormanana ♬ original sound - Manana
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 რომელი ზოდიაქოს ნიშნები დაოჯახდებიან 2025 წელს? - თაკო მელიქიშვილის ასტროპროგნოზი
⭕„2025 წელი პლანეტის ყველა მცხოვრებისთვის გარდამტეხი იქნება“ - ნახეთ სედიქ აფგანის პროგნოზი