Digest Logo

11 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

1736541821
11 მარტი ასტროლოგია

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 11 იანვრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?

ვერძი

სიყვარული — ამ დღეს თქვენი პიროვნული ხიბლი და გულწრფელობა გარშემო მყოფთა ყურადღებას მიიქცევს. შეგიძლიათ საკუთარ გრძნობებზე თამამად ილაპარაკოთ - აუცილებლად გაგიგებენ.

კარიერა — იდეალური დღეა ახალი პროექტების დაწყებისთვის. თქვენი იდეა კოლეგებისა და მენეჯმენტის მხარდაჭერას დაიმსახურებს.

ჯანმრთელობა — დამქანცველი სამუშაოს შემდეგ სრულფასოვანი დასვენება გჭირდებათ.

ფინანსები — შესაძლებელია ფინანსური შემოსავალი მიიღოთ. ხელსაყრელი დროა ინვესტიციებისთვის.

კურო

სიყვარული —საყვარელ ადამიანთან ერთად გატარებული საღამოები დაუვიწყარ ემოციებს გაჩუქებთ. მარტოხელა კუროებს საინტერესო ნაცნობობა ელით.

კარიერა — პრობლემებისადმი შემოქმედებითი მიდგომა ახალ შესაძლებლობებს დაგანახებთ. თქვენი შრომა ღირსეულად დაფასდება.

ჯანმრთელობა — სუფთა ჰაერზე სეირნობა ან იოგას გაკვეთილები ძალების აღდგენაში დაგეხმარებათ და დადებითი ენერგიით დაგმუხტავთ.

ფინანსები — ამ სფეროში სტაბილური მდგომარეობაა. შეგიძლიათ საკუთარ თავს სასიამოვნო საჩუქარი გაუკეთოთ.

ტყუპები

სიყვარული — ეს დღე შესაფერისია გულწრფელი საუბრებისთვის. ურთიერთგაგება თქვენს ურთიერთობას გააძლიერებს.

კარიერა — ამ დღეს რთულ ამოცანებთან გამკლავება შეგიძლიათ - ინტელექტი ბრწყინვალე გადაწყვეტილების პოვნაში დაგეხმარებათ.

ჯანმრთელობა — შესანიშნავი დროა სპორტული ვარჯიშის ან აქტიური დასვენებისთვის.

ფინანსები —სავარაუდოდ, შვებულებასთან დაკავშირებული სასიამოვნო ხარჯები გელით.

კირჩხიბი

სიყვარული —ჰარმონია და ურთიერთგაგება ამ დღეს განსაკუთრებულს გახდის. ვარსკვლავები მარტოხელა კირჩხიბებს რომანტიკულ თავგადასავალს ჰპირდებიან.

კარიერა — თქვენი ძალისხმევა ნაყოფს გამოიღებს. წარმატება ახლოს არის, ამიტომ იგივე შემართებით გააგრძელეთ.

ჯანმრთელობა — შესანიშნავი დროა პროცედურების ჩასატარებლად, რომლებიც თქვენს იმუნურ სისტემას გააძლიერებს.

ფინანსები - ხელსაყრელი დღეა ხარჯების გამოთვლისა და ოჯახური ბიუჯეტის დაგეგმვისთვის.

ლომი

სიყვარული — თქვენი პიროვნული თვისებები და მომხიბვლელობა გარშემო მყოფთა ყურადღებას იქცევს. მოულოდნელი კომპლიმენტები და აღიარება გელით.

კარიერა — ეცადეთ კოლეგები შთააგონოთ, მათ ლიდერად იქცეთ და შედეგები მოლოდინს გადააჭარბებს.

ჯანმრთელობა — ენერგიით სავსე ხართ, მაგრამ ეცადეთ სწორი კვების შესახებ არ დაივიწყოთ.

ფინანსები — ამ დღეს ფინანსური წარმატება მას ელის, ვისაც შეუძლია ინიციატივა გამოიჩინოს.

ქალწული

სიყვარული — ვარსკვლავები გირჩევენ, რომ ურთიერთობებში მეტად გაიხსნათ და გრძნობების გამოვლენის არ მოგერიდოთ.

კარიერა — გახსოვდეთ, რომ წვრილმანები ძალიან მნიშვნელოვანია. ეცადეთ, ყურადღებიდან არაფერი გამოგეპაროთ და შეცდომების თავიდან აცილებას შეძლებთ.

ჯანმრთელობა — იანვრის დღესასწაულების შემდეგ ყველაზე მეტად დასვენება და ძალების აღდგენა გჭირდებათ.

ფინანსები — ყურადღება მიაქციეთ ფინანსურ შეთავაზებებს - ეს დღე მოგებას გპირდებათ.

სასწორი

სიყვარული — შეყვარებული სასწორებისთვის იდეალური დღეა რომანტიკული პაემნებისა და სასიამოვნო სიურპრიზებისთვის.

კარიერა — თქვენი პიროვნული ხიბლის დამსახურებით მოლაპარაკებები და დისკუსიები შეუფერხებლად ჩაივლის და სასურველ შედეგს მიიღებთ.

ჯანმრთელობა —ხელსაყრელი დროა მედიტაციისა და შინაგანი წონასწორობისთვის. იზრუნეთ იმუნიტეტის გაძლიერებაზე და მოერიდეთ სეზონურ ინფექციებს.

ფინანსები —ამ დღეს შეგიძლიათ საკუთარ თავს საოცნებო საჩუქარი მიუძღვნათ. ეს ნამდვილად დაიმსახურეთ. ხელსაყრელი დღეა ნანატრი ნივთის შესაძენად.

მორიელი

სიყვარული — თქვენი გრძნობები ორმხრივია, ასე რომ თამამად იმოქმედეთ.

კარიერა — თუ სიმამაცეს და პრინციპულობას გამოიჩენთ, ახალ პროექტში წარმატებას მიაღწევთ და კონკურენტებს დაამარცხებთ.

ჯანმრთელობა ვარსკვლავები გირჩევენ, რომ მენიუში მეტი ვიტამინი ჩართოთ.

ფინანსები — შეიძლება შემოსავლის მოულოდნელი წყაროები აღმოაჩინოთ. ეს დღე ფინანსურ შემოსავალს გპირდებათ.

მეტის გასაგებად გადადით ბმულზე:

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 მარკ ცუკერბერგი აცხადებს, რომ ტრამპის არჩევნებისა და კოვიდის შემდეგ, მასზე ინსტიტუციური ზეწოლა დაიწყო, რათა სხვადასხვა კონტენტზე ცენზურა დაეწესებინა

🎥 ვიცოდი, რომ ჩვენ ერთად ვერ დავბერდებოდით... რომ დაიბადა, თითქოს წინასწარ ვგრძნობდი და ლექსი დავწერე...“ - ტარიელ ხარხელაური ვაჟის გარდაცვალებას ემოციურად იხსენებს

⭕ხონში ავარიას ორი ახალგაზრდა ემსხვერპლა