Digest Logo

12 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

1723408598
12 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები  12 აგვისტოსთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით? 

ვერძი

ნებისმიერ სიტუაციაში საკუთარი წარმატების გჯერათ და სწორედ ამიტომ გაიმარჯვებთ. ამ დღეს შესაძლებლობა გექნებათ, ლიდერის თვისებები გამოავლინოთ და თანამოაზრეების გუნდი შეკრიბოთ. ინტუიცია გიკარნახებთ შემოსავალი როგორ გაზარდოთ და საკუთარი პოზიცია გააძლიეროთ. შესყიდვები, მათ შორის დაუგეგმავი, წარმატებული იქნება.

კურო

მიზნის მისაღწევად ძალას არ იშურებთ, მაგრამ ზოგჯერ გარემოებები თქვენ წინააღმდეგ მუშაობს და წარმოიქმნება დაბრკოლებები, რომელთა გადალახვა შეუძლებელია. სირთულეების მიუხედავად, წარმატების მიღწევა შეიძლება მოახერხოთ, მაგრამ ამისათვის მკაფიო სამოქმედო გეგმის შედგენა გჭირდებათ. ამ დღეს ჯობია, მხოლოდ საკუთარ ძალებს დაეყრდნოთ.

ტყუპები

დღის პირველ ნახევარში ეცადეთ, უცნობ ადამიანებთან ურთიერთობას თავი აარიდოთ - არსებობს უხერხული სიტუაციების და კონფლიქტების ალბათობაც კი. თქვენთვის პროვოკაციის მოწყობა ადვილია და ვიღაცამ შეიძლება ამით ისარგებლოს. ნუ იქნებით მიმნდობი, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე მნიშვნელოვან საკითხებს ეხება. დღის მეორე ნახევარში წარმატების მიღწევა იმაზე ადვილი იქნება, ვიდრე გგონიათ - ვარსკვლავები თქვენს მხარეს არიან და იპოვით გზას, რომ ამით ისარგებლოთ.

კირჩხიბი

მნიშვნელოვან საკითხებში მხოლოდ საკუთარ ძალებს უნდა დაეყრდნოთ. ყველას თავისი საზრუნავი აქვს და თქვენთვის არავის სცალია. ამ დღეს შესანიშნავ შედეგებს მიაღწევთ, თუ ფუჭ მოლოდინზე დროს არ დაკარგავთ და დამოუკიდებლად მოქმედებას დაიწყებთ. დღის მეორე ნახევარი ხელსაყრელია საქმისთვის, რომელიც სიზუსტეს მოითხოვს.

ლომი

ეცადეთ, საკუთარი შესაძლებლობები რეალურად შეაფასოთ და ისეთ საქმეს არ შეეჭიდოთ, რომელსაც დამოუკიდებლად ვერ დაძლევთ. კარგად დაფიქრდით, ვინ შეიძლება დაგეხმაროთ. ამ დღეს ადვილი იქნება თანამშრომლობაზე შეთანხმება და პასუხისმგებლობების ისე გადანაწილება, რომ ყველა კმაყოფილი დარჩეს.
ურთიერთობებისთვის ხელსაყრელი დღეა. თქვენი იდეებითა და გეგმებით შეიძლება ბევრი ადამიანი დაინტერესდეს.

ქალწული

ნუ აჩქარდებით. დღის პირველ ნახევარში წარმატების მიღწევა გაგიჭირდებათ, ამიტომ საღამოს დაელოდეთ. შესაძლებელია, რომ მეორე მცდელობა პირველზე უფრო წარმატებული იყოს. ურთიერთობა, რომელიც ბოლო დრომდე დაძაბული იყო, შეიძლება გაუმჯობესდეს და ეს თქვენი დამსახურება იქნება. ინტუიცია გიკარნახებთ, როდის უნდა გამოიჩინოთ პრინციპულობა და როდის ჯობია დათმობაზე წასვლა - უსმინეთ მას და ბევრ პრობლემას აიცილებთ თავიდან.

სასწორი

არც ისე სასიამოვნო დღეა. დილიდან მცირე შეცდომები, გაუგებრობას და არასწორი გათვლები გელით, რაც დაწყებული საქმის დროულად დასრულებაში ხელს გიშლით. ეცადეთ ადამიანების მიმართ მეტი ტაქტი და პატივისცემა გამოიჩინოთ, რათა საქმე კონფლიქტამდე არ მიიყვანოთ. გადაწყვეტილების მიღებისას არსებული გარემოებები უნდა გაითვალისწინოთ.

კითხვის გასაგრძელებლად გადადით ბმულზე: https://funtime.ge/ka/news/dgis-horoskopi/12-agvistos-astrologiuri-prognozi-4326

ასევე დაგაინტერესებთ:

„იძულებული გახდება, დატოვოს როგორც ყირიმი, ასევე აფხაზეთი, დნესტრისპირეთი, სამხრეთ ოსეთი, მთიანი ყარაბახი“ - იაკუტელი შამანი

„მე და ბებო შვებულებაში“ - რა ფოტოებს აქვეყნებს ნატალია ყიფშიძე

ზოდიაქოს 3 ნიშანი, რომლებსაც აგვისტოში პირადი ურთიერთობების თვალსაზრისით სირთულეები ელოდებათ