რას გვირჩევენ ვარსკვლავები 12 იანვრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ვერძი
სიყვარული — დღე იდეალურია ნებისმიერი ურთიერთობისთვის. გრძნობთ, რომ თქვენი ურთიერთობა სითბოთი და ურთიერთგაგებით ივსება. თუ მარტოხელა ხართ, შანსი გაქვთ, რომ სასიყვარულო ურთიერთობა დაიწყოთ.
კარიერა —თავს მხნედ და იმედიანად გრძნობთ, რაც დაგროვილ საქმეებთან გამკლავებაში დაგეხმარებათ. შესაძლოა, საინტერესო შეთავაზება მიიღოთ ან თვითრეალიზაციის ახალი გზა აღმოაჩინოთ.
ჯანმრთელობა — შესანიშნავი დღეა ფიზიკური დატვირთვისთვის! სიარული ან მსუბუქი ვარჯიში ენერგიით დაგმუხტავთ. ~
ფინანსები — ფინანსურად სტაბილური პერიოდია. მოსალოდნელია მცირე, მაგრამ სასიამოვნო შემოსავალი.
კურო
სიყვარული — თავდაჯერებული ხართ და საყვარელ ადამიანს „თვალდახუჭული“ ენდობით. ეს დღე თქვენს ცხოვრებაში სიმშვიდეს და ჰარმონიას მოიტანს. მარტოხელა კუროს მნიშვნელოვანი შეხვედრა ელის.
კარიერა — შემოქმედებითი მიდგომა მოულოდნელ წარმატებას მოგიტანთ. საშუალება გექნებათ, რომ საკუთარი უნარები ბოლომდე გამოავლინოთ და კოლეგების აღიარება მოიპოვოთ.
ჯანმრთელობა —იზრუნეთ საკუთარ ჯანმრთელობაზე. გირჩევთ მენიუს მეტი ვიტამინით მდიდარი პროდუქტი დაამატოთ.
ფინანსები —შესაძლოა, მეგობრების დახმარებით შემოსავლის ახალი წყარო იპოვოთ ან დიდი ხნის ნანატრი ჯილდო მიიღოთ.
ტყუპები
სიყვარული — ეს დღე მსუბუქი ფლირტით დაგამახსოვრდებათ. მშვენიერი დროა რომანტიკული შეხვედრებისა და ურთიერთობების გასაძლიერებლად.
კარიერა — ვარსკვლავები გირჩევენ ყურადღება ახალ პროექტებზე გადაიტანოთ. თქვენი კრეატიულობა აღიარებას მოგიტანთ.
ჯანმრთელობა — გირჩევთ ზედმეტი დატვირთვა თავიდან აიცილოთ და მეტი დაისვენოთ. მედიტაცია ან წიგნის კითხვა ძალების აღდგენაში დაგეხმარებათ.
ფინანსები - მოულოდნელი შემოსავალი განწყობას გაგიუმჯობესებთ.
კირჩხიბი
სიყვარული — დაოჯახებული კირჩხიბები სითბოსა და სიყვარულის მოზღვავებას იგრძნობენ. მარტოხელებისთვის ხელსაყრელი დღეა სიყვარულის საძებნელად.
კარიერა — თუ ინიციატივას გამოიჩენთ, ბიზნესში წარმატებას მიაღწევთ. თქვენი ძალისხმევა შეუმჩნეველი არ დარჩება.
ჯანმრთელობა — ყურადღება მიაქციეთ თქვენს ემოციურ მდგომარეობას. წყლის პირას სეირნობა შინაგანი წონასწორობის აღდგენაში დაგეხმარებათ.
ფინანსები — ფინანსური მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა ზედმეტ ხარჯებს თავი უნდა აარიდოთ.
ლომი
სიყვარული— გარშემო მყოფების ყურადღებას იქცევთ და ადამიანებს იზიდავთ. გირჩევთ ეს დღე გრძნობების გამოხატვისა და ურთიერთობების გასაძლიერებლად გამოიყენოთ.
კარიერა — ლიდერის თვისებები ახალი სიმაღლეების დაპყრობაში დაგეხმარებათ. ხელსაყრელი დღეა ახალი ადამიანების გაცნობისა და ხელშეკრულებების გასაფორმებლად.
ჯანმრთელობა — ენერგია და სიმტკიცე დაგეხმარებათ ნებისმიერ სტრესს გაუმკლავდეთ.
ფინანსები —სავარაუდოდ, წარმატებული გარიგებები დამატებით შემოსავალს მოგიტანთ.
ქალწული
სიყვარული —სითბოთი და სიყვარულით სავსე დღეა. მცირე კინკლაობა ხასიათს ვერ გაგიფუჭებთ. მოსალოდნელია შეხვედრა, რომელმაც შეიძლება თქვენი ცხოვრება შეცვალოს.
კარიერა — ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის. ვარსკვლავები გირჩევენ შეცდომების თავიდან ასაცილებლად წვრილმანებზე ყურადღება გაამახვილოთ.
ჯანმრთელობა — დაავადების პრევენციაზე იფიქრეთ და საკუთარი თავისთვის დრო გამონახეთ. მსუბუქი ვარჯიშები ან იოგა ძალების აღდგენაში დაგეხმარებათ.
ფინანსები — ფინანსური მდგომარეობა სტაბილურია. გამორიცხული არ არის, რომ მოულოდნელი შემოსავალი მიიღოთ.
კითხვის გასაგრძელებლად გადადით ბმულზე: https://funtime.ge/ka/news/dgis-horoskopi/12-ianvris-astrologiuri-prognozi-4598
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕როგორ აღვნიშნოთ ძველით ახალი წელი?
🎥 რატომ არის მნიშვნელოვანი დაბალანსებული კვება ახალი წლის დღეებში - ენდოკრინოლოგის განმარტება
🎥 „2თვე-ნახევარში მქონდა 17 კილო კლება, საბოლოო შედეგია 21 კილო“ - როგორ დაიკლო მაკა რაზმაძემ წონაში