Digest Logo

13 აპრილს ვარდისფერი მთვარეა: რა გავლენას მოახდენს ეს ადამიანებზე და რისი გაკეთება არ არის ამ დღეს რეკომენდებული

1744091898
ვარდისფერი მთვარე

გაზაფხულის სავსე მთვარე არა მხოლოდ სილამაზით, არამედ განსაკუთრებული გავლენითაც გამოირჩევა. როგორც ასტროლოგები ამბობენ, მთვარე ადამიანების ხასიათზე, ცხოვრების სტილზე მნიშვნელოვნად მოქმედებს. ამიტომაც, ეს პერიოდი ბევრი ჩვენგანისთვის საყურადღებოა.

13 აპრილს სასწორის ნიშანში სავსე მთვარეა. მისი საინტერესო თვისება ის არის, რომ ის მიკრომთვარეა და ჩვეულებრივ ზომაზე უფრო პატარა ჩანს. აპრილის სავსე მთვარეს ხშირად ვარდისფერს ან ყვავილოვანს უწოდებენ იმის გამო, რომ სწორედ ამ თვეში საკურა და სხვა არაერთი მცენარე ყვავილობს.

სავსე მთვარის პერიოდი ყოველთვის მომატებული შფოთვითა და ენერგიით ხასიათდება. შესაძლოა, უძილობამ შეგაწუხოთ. მომატებულ ემოციურობას გრძნობდეთ, კონკრეტულ საკითხებზე კონცენტრირება გაგიჭირდეთ... 

თუმცა, ამ შემთხვევაში, როგორც ასტროლოგები ამბობენ, დიპლომატი ნიშნის, სასწორის გავლენა ეფექტს შედარებით შეასუსტებს.

ასევე, მნიშვნელოვანია, გავითვალისწინოთ:

⏺ არც ერთ შემთხვევაში არ ჩაერთოთ კამათსა და კონფლიქტურ სიტუაციაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა, საყვარელ ადამიანებს, საქმიან პარტნიორებს განსაკუთრებით აწყენინოთ და არასასურველი შედეგი მიიღოთ. შეეცადეთ, სიმშვიდე შეინარჩუნოთ და საკითხები მოლაპარაკებების გზით გადაწყვიტოთ.

⏺ ნუ მიიღებთ რადიკალურ და იმპულსურ გადაწყვეტილებებს. მომატებული ემოციური ფონის გამო, შესაძლოა, არასწორი მიმართულება აირჩიოთ.

⏺ ნუ გამოიტანთ ნაჩქარევ დასკვნებს! კიდევ ერთხელ - შესაძლოა, მომატებულმა ემოციურმა ფონმა მოვლენების ობიექტურად შეფასება გაართულოს.

⏺ შესანიშნავი დღეა საქმეების დასასრულებლად, მოსაწესრიგებლად, ასევე, ადამიანებთან ურთიერთობის საბოლოოდ გასარკვევად.

⏺ დრო მედიტაციას, სულიერ განვითარებას, საყვარელი საქმეების გაკეთებას დაუთმეთ. ეს დიდ მოტივაციას მოგცემთ და დაგეხმარებათ, რომ არასასიამოვნო ფიქრები და განწყობა თავიდან აირიდოთ. 

რა გავლენას მოახდენს 2025 წლის 13 აპრილის სავსე მთვარე ზოდიაქოს თითოეულ ნიშანზე?

ტყუპებს, ქალწულებსა და თევზებს მომატებული ენერგია და ემოციურობა შეაწუხებთ. გარდა ამისა, შესაძლოა, ამ დღეს წარსულში დატოვებული ურთიერთობა კვლავ გააქტიურდეს და კომუნიკაციის შესაძლებლობა გქონდეთ. გაითვალისწინეთ ისიც, რომ შეიძლება, ეს კომუნიკაცია არც თუ ისე სასიამოვნოდ წარიმართოს...

კუროს, კირჩხიბისა და მერწყულის ნიშნებს ასტროლოგები ურჩევენ, რომ ეს დღე საკუთარ თავთან, მშვიდ გარემოში გაატარონ, განიტვირთონ, გისეირნონ და საყვარელი საქმით დაკავდნენ.

ვერძის, ლომისა და თხის რქის ნიშნის წარმომადგენლებს ექნებათ რისკი, რომ რადიკალური, ამავდროულად, იმპულსური გადაწყვეტილებები მიიღონ, რაც რეკომენდებული არ არის. შეეცადეთ, ემოციები გააკონტროლოთ და ნაჩქარევი გადაწყვეტილებები არ მიიღოთ.

სასწორები, მორიელები და მშვილდოსნები სავსე მთვარის გავლენას ყველაზე ნაკლებად იგრძნობენ. თქვენ შეგიძლიათ, დასახულ გეგმებს მიჰყვეთ და სამომავლო წარმატებებზეც იფიქროთ.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეთ ფინანსებს, არ არის სასურველი მნიშვნელოვანი შენაძენების განხორციელება“ - 8 აპრილის ასტროპროგნოზი ნინა სუსლოვასგან

⭕საქართველოში ტემპერატურა დაიკლებს - ამინდის პროგნოზი ქალაქების მიხედვით

⭕შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი განცხადებას ავრცელებს

წყარო: www.beaumonde.ge