
2025 წლის 2 მარტს პლანეტა ვენერამ რეტროგრადული მოძრაობა დაიწყო. სიყვარულის პლანეტას ამ პერიოდში შეუძლია, ბევრი ადამიანის პირადი ცხოვრება შეცვალოს. ამავდროულად, წარსულის ურთიერთობები გააქტიუროს და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების წინაშე დაგვაყენოს.
მარტში კიდევ ერთი პლანეტა, მერკური იწყებს რეტროგრადულ მოძრაობას, რაც, როგორც ასტროლოგები ამბობენ, თითოეულ ადამიანზე მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს.
2025 წლის განმავლობაში პლანეტა მერკური 3-ჯერ იქნება რეტროგრადულ მოძრაობაში. პირველი ეტაპი 15 მარტიდან დაიწყება და 7 აპრილის ჩათვლით გაგრძელდება.
პლანეტა მერკური კომუნიკაციებზე, ფინანსურ ოპერაციებზე, შესყიდვებზე, მოგზაურობაზე, მოლაპარაკებებზეა პასუხისმგებელი.
❌ ამიტომაც, თუ განსაკუთრებით აუცილებელი არ არის, ზემოთ ჩამოთვლილი მიმართულებებით რაიმე რადიკალურ გადაწყვეტილებას ნუ მიიღებთ.
❌ რეტროგრადული მერკურის დროს ყველა სფერო, რომელსაც ის განაგებს, ფერხდება, გართულებულია კომუნიკაცია, დიდია არასწორი, სპონტანური გადაწყვეტილებების მიღებისა და შეცდომების დაშვების რისკი.
❌ ჩვენთვის ინფორმაციის აღქმა იმაზე რთულია, ვიდრე სხვა პერიოდებში, გვიჭირს სხვადასხვა ამბის გააზრება, ამის გამო კი შესაძლოა, კონფლიქტურ სიტუაციაშიც აღმოვჩნდეთ, რადგანაც არასწორად აღვიქვათ ის, რასაც გვეუბნებიან.
❌ რეტროგრადული მერკურის დროს შეცდომებისა და თაღლითური მოქმედებების რაოდენობა იზრდება. შესაძლოა, მოულოდნელად მანიპულაციის, ტყუილის, არაკეთილსინდისიერი დამოკიდებულების მსხვერპლი გავხდეთ.
რისი გაკეთება არ არის რეკომენდებული აღნიშნულ დღეებში?
❌ მნიშვნელოვანი მოლაპარაკებების დაწყება, ხელშეკრულებების დადება;
❌ დიდი შესყიდვები;
❌ შორ მანძილზე მოგზაურობა;
❌ ტექნიკის შეძენა;
❌ ბიზნესის დაწყება;
❌ სამსახურიდან წასვლა.
რეტროგრადული მერკურის პერიოდი სასარგებლოა იმისათვის, რომ:
✅ დაასრულოთ დაწყებული საქმეები, ან საბოლოოდ თქვათ მათზე უარი;
✅ განაგრძოთ იმის შესწავლა, რაც დიდი ხნის წინ დაიწყეთ, მაგრამ რაღაც ეტაპზე, მიატოვეთ;
✅ მოიშოროთ ყველაფერი ძველი და არასაჭირო;
✅ განაახლოთ ძველი, თუმცა თქვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი ურთიერთობები და კომუნიკაციები;
✅ დაფიქრდეთ თქვენს იმიჯსა და სტილზე და სურვილისამებრ, რაიმე შეცვალოთ.
ზოდიაქოს რომელ ნიშნებზე მოახდენს 2025 წლის მარტი-აპრილის რეტროგრადული მერკური ყველაზე დიდ გავლენას?
ყველაზე დიდ გავლენას ვერძისა და თევზების ნიშნის წარმომადგენლები იგრძნობენ. ამ პერიოდში შესაძლოა, ემოციურმა არასტაბილურობამ შეგაწუხოთ, გაგიჭირდეთ კომუნიკაცია და გეგმების შესრულება. შეეცადეთ, საკუთარ ინტუიციას ენდოთ და რადიკალური გადაწყვეტილებები არ მიიღოთ.
ლომებსა და მორიელებს ასტროლოგები ურჩევენ, რომ აღნიშნულ პერიოდში ხშირად დაისვენონ და განიტვირთონ, არ მიიღონ ნაჩქარევი გადაწყვეტილებები და ყველა ინფორმაცია კარგად გადაამოწმონ.
სასწორი და ტყუპები შესაძლოა, წარსულის ურთიერთობის აღდგენის ზღვარზე აღმოჩნდნენ და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღონ.
კუროსა და მერწყულებს ასტროლოგები ურჩევენ, რომ ემოციები გააკონტროლონ და აგრესიის გამოხატვას მაქსიმალურად მოერიდნონ. წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა, სერიოზული კონფლიქტების წინაშე აღმოჩნდეთ.
თხის რქებსა და მშვილდოსნებს რეტროგრადული მერკურის გავლენა ყველაზე ნაკლებად შეაწუხებთ და შეძლებენ, ყველაფერი გეგმის მიხედვით წარმართონ.
ქალწულებსა და კირჩხიბებს სასიყვარულო ურთიერთობებში ახალი გამოცდა და ამავდროულად, გამოცდილება ელოდებათ. ამიტომაც, შესაძლოა, ამ პერიოდში მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღოთ.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 „რასაც ახლა აქ ვუყურებ ეს არის დანაშაული“ - რა ხდება ლამაზი დახლების უკან და ცნობილ რესტორანში?
წყარო: www.beaumonde.ge