Digest Logo

„16-17 თებერვალი უბრალო დღე არის...“ - როგორ შევხვდეთ სიმდიდრის ღმერთს: თამო შავლიაშვილის რეკომენდაცია

1771242202
თამო შავლიაშვილი

ფენ-შუის სპეციალისტი თამო შავლიაშვილი სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს აქვეყნებს, სადაც თემაზე: როგორ შევხვდეთ სიმდიდრის ღმერთს 2026 წელს - წერს.

„როგორ შევხვდეთ სიმდიდრის ღმერთს 2026 წელს.

ჩინურ ტრადიციაში, არსებობს განსაკუთრებული ღამე, როდესაც ცაი შენ - სიმდიდრის ღმერთი, სახლებში შემოდის.  
ჩინეთში ეს თითქმის ისევე საზეიმოდ აღინიშნება, როგორც ახალი წელი. ისინი მიიჩნევენ, რომ ამ ღამეს „ზეციური კანცელარია“ იხსნება და შეიძლება კეთილდღეობის ენერგია მთელი წლით მოიწვიოთ სახლში  
ეს „ფულის მაგია“ არ არის, ენერგიის ნაკადთან შერწყმაა.

ეს ის მომენტია, როდესაც შეგნებულად ვამბობთ:

„მზად ვარ მეტი მივიღო. ღია ვარ სიუხვისთვის“.

და ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია 2026 წელს — მაღალი სიჩქარის, ცვლილებებისა და ფინანსური ნაკადების გადანაწილების წელს.  

ამდენად, ცაი შენ-თან შეხვედრა ცრურწმენას არ ეხება. ეს კეთილდღეობისათვის შინაგან მზაობაზეა.

როგორ შევხვდეთ სიმდიდრის ღმერთს 2026 წელს  

2026 წელს ცაი შენ-ს 16 17 თებერვლის ღამეს შევხვდებით

მომზადებას 16 თებერვალს, ადგილობრივი დროით 23:00 საათზე ვიწყებთ.

ნაბიჯი 1 - სივრცის მომზადება:

• მოაწესრიგეთ ოთახი, სადაც მაგიდას განათავსებთ
• მიიღეთ შხაპი
• შექმენით მშვიდი და საზეიმო ატმოსფერო
• მაგიდა იმ ოთახის ცენტრში მოათავსეთ, სადაც ყველაზე მეტ დროს ატარებთ.

მაგიდას წითელი სუფრა, ან წითელი ხელსახოცები გადააფარეთ. (წითელი ფერი ჩინეთში სიმდიდრისა და ზეიმის სიმბოლოა)

ნაბიჯი 2 - ნუგბარი სიმდიდრის ღმერთისთვის:

(სასურველია ვეგეტარიანული).

აუცილებლად მოათავსეთ (3-5 სახეობა):

• ხილი
• ტკბილეული
• ჩაი
• ცოტა თეთრი ღვინო (5 ჭიქა)
• 5 ფიალა ბრინჯი, (უმი ბრინჯიც შეიძლება), ცოტა, მცირე ულუფებად.

ნაბიჯი 3 - სანთლები

სანთლები მნიშვნელოვანი ელემენტია. შეგიძლიათ გამოიყენოთ ერთი ფერის, ან რამდენიმე. რაოდენობა თქვენი შეხედულებისამებრ.

თითოეულ ფერს საკუთარი ენერგია მოაქვს:

წითელი - ზეიმი, დღესასწაული, სიმდიდრე (წელს უმჯობესია მას მიანიჭოთ უპირატესობა).

მწვანე - ფულადი ენერგია და კეთილდღეობა.

ყვითელი - ბედნიერება და სურვილების ასრულება.

ლურჯი - ჯანმრთელობა და სიცოცხლისუნარიანობა.

შეგიძლიათ ერთდროულად ყველა ფერი აანთოთ სხვადასხვა სიკეთის მოსაწვევად, ან ის აირჩიოთ, რაც თქვენს გულს გაუხარდება. ასევე სურნელოვანი ჩხირების გამოიყენებაც შეგიძლიათ.

ნაბიჯი 4 - სიმდიდრის სიმბოლოები

მაგიდაზე დააწყვეთ:

• თქვენი საფულე
• ბანკის ბარათი
• ფული
• სიუხვის, სიმდიდრის ნებისმიერი პირადი სიმბოლო

დაე, ისინიც კეთილდღეობის ენერგიით „დაიმუხტონ“.

• შემოსასვლელი კარის თავზე დაკიდეთ ხელით დაერილი, ან ამობეჭდილი ბედნიერებისა და კეთილდღეობის იეროგლიფი - ფუ (იხილეთ კომენტარებში)

ნაბიჯი 5 - სიმდიდრის ღმერთის სიმბოლო.

სიმდიდრის ღმერთის ფიგურა, ან გამოსახულება შეიძლება მაგიდაზე მოთავსდეს, სახით ჩრდილოეთისკენ (გეოგრაფიულად)

თავად რიტუალის დროს, როდესაც სუფრა გაწყობილია, სანთლები ანთია და სივრცე მზადაა, მოიწვიეთ ენერგია თქვენი სიტყვებით.

აუცილებლად ახსენეთ:

თქვენი სრული სახელი

დაბადების თარიღი

მისამართი

მადლობა გადაუხადეთ, სთხოვეთ. განზრახვა ნათლად ჩამოაყალიბეთ.

მაგალითად ასე 

„2026 წელს ჩემი შემოსავალი სტაბილურად იზარდება და თვეში XXXX ლარს აღწევს.“
„მე ხელსაყრელ შეთავაზებებს ვიღებ და მომგებ გარიგებებს ვდებ“.
„ფული მარტივად და კანონიერად მოდის ჩემთან.“
„მე ვირებ დაწინაურებას და სათანადო აღიარებას ჩემი სამუშაოსთვის“.
„ჩემთან მოდიან კლიენტებს, რომლებიც აფასებენ ჩემს პროდუქტს და დროულად იხდიან“.
„ჩემს ცხოვრებაში ახალი პერსპექტივები და სასარგებლო კავშირები იხსნება“.

მადლიერების მაგალითები 

„სიმდიდრის ღმერთო, მე ღია ვარ სიუხვისთვის. მხარი დაუჭირე ჩემს პროექტებს და გაზარდე ჩემი შემოსავალი“.
„მე ვიღებ ზეცის გულუხვობას და ვზრდი ჩემს კეთილდღეობას“.
„დაე, ჩემმა ძალისხმევამ ღირსეული ფინანსური შედეგი გამოიღოს“.
„მე ვაფასებ შენს დახმარებას და მადლიერებით ვიღებ მას“.
„გმადლობთ კეთილშობილებისა და თანაგომისთვის“.

მნიშვნელოვანია 

დრაკონის, ან ძაღლის წელში დაბადებულები რიტუალს 16-17 თებერვლის ღამეს არ აკეთებენ. უმჯობესია, ის 20-21 თებერვლის ღამეს შეასრულონ.

რიტუალის დასრულება 

სანთლები ჩაიწვას (გთხოვთ, დაიცავით უსაფრთხოება).

თუ გაქვთ გირლანდა, ლამპა/ბრა, შეიძლება დილამდე ენთოს.

საკვები მაგიდაზე 24 საათის განმავლობაში დატოვეთ.

შემდეგ, უმჯობესია გარეთ გაიტანოთ (ფრინველები/ცხოველები დააპურეთ).

თავად რიტუალის საკვები არ მიირთვათ.

ჩაი და ღვინო ნიჟარაში გადაღვარეთ, გონებაში წარმოიდგინეთ, რომ ძღვენი მიღებულია.

კარზე ფუ-ს იეროგლიფი შეიძლება 5 დღით, ან მომავალ წლამდე დატოვოთ.

სიმდიდრის ღმერთის გამოსახულება კი შეიძლება ერთი დღით, ან მთელი წლით დარჩეს.

წლის განმავლობაში, დროდადრო შეგიძლიათ „გაუმასპინძლდეთ“ - დაუდგათ მწვანე ჩაი, ორცხობილა, და მადლობა გადაუხადეთ მხარდაჭერისთვის.

16-17 თებერვალი უბრალო დღე არის. შეხედეთ, რა ძალას გვანიჭებს ის:

წლის პირველი მზის დაბნელება (გადატვირთვა + ახალი რეალობის საფუძვლის ჩაყრა)
დაბნელების დერეფნის გახსნა (ყველაფერი, რასაც ისურვებდით, უფრო სწრაფად ახდება)
და სწორედ ამავე დღეს თვით სიმდიდრის ღმერთი მოდის ჩვენთან.
როდესაც ამდენი ენერგია ერთდება, იხსნება განსაკუთრებული დროის პორტალი. მასში იდეალურად მუშაობს მედიტაციები, მუსიკა და აქტივაციები“, - წერს თამო შავლიაშვილი.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„რუსთველის არც დაბადების დღე ვიცით და არც გარდაცვალების, სამაგიეროდ ყველა ჩვენგანისთვის ცნობილია მისი უკვდავების დღე...“ - გია მურღულია

⭕„არასოდეს დატოვოთ საფულე სრულიად ცარიელი...“ - როგორ მოვიზიდოთ ფინანსები: თამუნა იოსელიანის რეკომენდაცია

⭕„ახალი 18 წლიანი ციკლის დასაწყისია... იწვევს ძლიერ შინაგან გარდაქმნას! “ - რა ხდება მომდევნო დღეებში ცის კაბადონზე?