Digest Logo

18 სექტემბრის სავსემთვარეობა და დაბნელების 2 -კვირიანი დერეფანი - რა უნდა გავითვალისწინოთ ამ პერიოდში?

1726149008
დაბნელების დერეფანი

18 სექტემბრიდან - 2 ოქტომბრამდე დაბნელების 2-კვირიანი დერეფანი გველოდება. აღნიშნული მოვლენა მეტად საყურადღებოა ასტროლოგიური კუთხით, რადგან სამყარო სხვადასხვა მოვლენებზე გვაფრთხილებს! 

ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი ამბობს, რომ 18 რიცხვში ორი უმნიშვნელოვანესი მოვლენა სავსემთვარეობა და მთვარის დაბნელება გველოდება, რისთვისაც მზად უნდა ვიყოთ.

„ყურადღება უნდა მივაქციოთ 18 სექტემბერს, სავსემთვარეობა და მთვარის დაბნელება. ეს ხდება ერთდროულად. 

2 ოქტომბერს, ორი კვირის შემდეგ კი გველოდება ახალმთვარეობა და მზის დაბნელება. 

წინ გველოდება 2-კვირიანი დაბნელების დერეფანი, რის გამოც ბევრს დაუბნელდებათ ტვინი, იმოქმედებენ არაადეკვატურად. 

18 სექტემბრის დაბნელება ხდება თევზების ზოდიაქოში. ანუ მთვარე ემოცია და გრძნობებია, ოჯახი, სამშობლოა, მზესა და მთვარეს შორის კი გვაქვს 180-გრადუსიანი დაპირისპირება, რაც მიგვანიშნებს საომარ ვითარებაზე, ოჯახურ მყუდროებას გაუფრთხილდით. გაუფრთხილდით ემოციებს, ზოგი გადავა დეპრესიაში, ზოგი აგრესიაში.

მთვარე არის კუჭ-ნაწლავის ზონა, ამიტომ ყურადღება მიაქციეთ კვებას, მოწამვლის ალბათობა მაღალია.  

რადგან თევზებშია მთვარე, ნიშნავს კარგ დღეს ბოღმისგან, უარყოფითი ემოციებისგან გათავისუფლებას. თუ გინდათ ეს ყველაფერი ფურცელზე ჩამოწერეთ და დაწვით, ან გამოთქვით ლოცვის ფორმით, ეს თქვენზეა დამოკიდებული. 

ეს არის პერიოდი ძველი რაღაცების მოსაშორებლად. თევზებს ალკოჰოლზე, ფსიქოტროპულ ნივთიერებებზე და ნარკოტიკებზე აქვს განსაკუთრებული მიდრეკილება, ამან კი შეიძლება აგრესიულ-დეპრესიული ხასიათი გამოავლინოს.

ფრთხილად უნდა იყოთ წყლის სიღრმესთან, თან ჯერ კიდევ სეზონია ბანაობის. ასევე ფრთხილად იყავით საჭესთან“, - ამბობს მიხეილ ცაგარელი.

ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „ერთი კვირაა არ გვძინებია, ფსიქოლოგიურ ტერორში ვართ, ბრახუნი კარებზე, ქვების სროლა, ყვირილი“ - უცნაური ფაქტი ქობულეთში

ქეთი ჯავახიშვილის მკვლელობაში ბრალდებულ ოთარ ცინდელიანს უვადო პატიმრობა მიესაჯა

„ვგრძნობ, რაოდენ დიდი დახმარება მივიღე ანგელოზების, ჩვენგან წასული ახლობლების თუ გვერდში მყოფი საყვარელი ადამიანებისგან“ - რას ჰყვება ქეთი წიკლაური