Digest Logo

„ნაწლავისა და მუცლის შებერილობა - ჩუმი ეპიდემია, რომლის მიზეზი ბევრმა არ იცის...“ - რა ინფორმაციას ავრცელებს მამუკა რაშოიანი

1770912426
მუცლის შებერილობა

ფიტნესინსტრუქტორი, ნუტრიციოლოგიის რეზიდენტი და სერტიფიცირებული მანუალ-თერაპევტი, მამუკა რაშოიანი სოციალურ ქსელში ხშირად აქვეყნებს პოსტებს, სადაც საზოგადოებას სხვადასხვა თემაზე სასარგებლო და მნიშვნელოვან ინფორმაციას აწვდის.

ამჯერად მან ახალი სტატუსი გამოაქვეყნა, სადაც ნაწლავისა და მუცლის შებერილობაზე საუბრობს:

„ნაწლავისა და მუცლის შებერილობა — ჩუმი ეპიდემია, რომლის მიზეზი ბევრმა არ იცის.

😣 სულ უფრო მეტი ადამიანი ამბობს: „ყოველდღე მუცელი მაქვს შებერილი, ვგრძნობ სიმძიმეს და დისკომფორტს“.

თუ ეს გეცნობა — მე დაგეხმარები რომ შეგიდგინო პირადად შენზე მორგებული კვება, ამ უსიამოვნო შეგრძნების მოსაშორებლად. როდესაც მუცლის შებერებას თან ახლავს გაზები, ბუშტუკების ხმა და წვის შეგრძნება, ეს ნიშნავს, რომ შენი ნაწლავი აღარ ფუნქციონირებს.

🔍 აი, ყველაზე გავრცელებული მიზეზები:

📍 ცილების ცუდი მონელება – იწვევს ფერმენტაციას და გაზებს

📍 შაქრებისა და ფქვილის ცუდი გადამუშავება – ფერმენტების ნაკლებობის გამო 

ნაწლავის მიკრობიომის დისბალანსი — როცა ცუდი ბაქტერიები ჭარბობენ კარგებს

📍 ჰორმონალური დისბალანსი (არა მხოლოდ ფარისებრი ჯირკვლის)

📍 ნაწლავებში კანდიდას (Candida albicans) გადაზრდა

📍 პარაზიტები

📍 ნაწლავის ანთება – IBS, SIBO, კოლიტი, Crohn

📍 ღვიძლის ან პანკრეასის სუსტ ფუნქციონირება

📍 ლაქტოზისა და გლუტენის აუტანლობა

📍 წყლის უკმარისობა

📍 სტრესი, უძილობა, შფოთვა

📍 ბოჭკოს (ფიბრების) ნაკლებობა და არაჯანსაღი დიეტა

🌿 რა უნდა გააკეთო, რომ თავი უკეთ იგრძნო:

✅ გამოიყენე ძლიერი პრობიოტიკები (10–30 მილიარდი ერთეული დღეში)

✅ გაზარდე ბოჭკოს რაოდენობა — ფსილიუმი, ხილი, თესლი, კაკალი

✅ დალიე საკმარისი წყალი 💧

✅ დაამატე მწვანე სურნელოვანი ბალახები (რეჰანი, ოხრახუში, ქინძი, )

✅ დალიე დამამშვიდებელი ჩაი — კამა, პიტნა, ჯინჯერი

✅ იმოძრავე — ყოველდღე 30 წუთი სიარული საოცრებებს ახდენს 🚶‍♀️

✅ მიიღე გააქტიურებული ნახშირი მძიმე საჭმლის შემდეგ

✅ ჭამე ნელა, მცირე ულუფებით, არა ძალიან ცხელი ან ცივი საკვები“, - წერს მამუკა რაშოიანი. 

 ასევე დაგაინტერესებთ:

„ყვავილი თოვლზე!❤️“ - ეკატერინე ტუღუში ზამთრის ლუქში

„დაფიქრდით, გააანალიზეთ თუ რა გამოგდით და რა არა!“ - როგორ შეიყვაროთ საკუთარი თავი? ფსიქოლოგის რეკომენდაციები

🎥 უნდა აღდგეს თუ არა სიკვდილით დასჯა საქართველოში? - მამა ლევან ფირცხალაიშვილის ქადაგება