ფსიქოლოგი, ფსიქოთერაპევტი ნანა ფიფია სოციალურ ქსელში საკუთარი თავის შეყვარებაზე საუბრობს და სასარგებლო რეკომენდაციებს გვიზიარებს:
„როგორ შევიყვარო ჩემი თავი?!
იცით, ამ სიტყვებში რა იგულისხმება? ჩამოგითვლით მნიშვნელოვან პუნქტებს.
თქვენ კი დაფიქრდით, გააანალიზეთ თუ რა გამოგდით და რა არა! თუ არ გამოგდით, რა გიშლით ხელს?
🍒სიყვარული- მიმღებლობაა საკუთარი თავის;
🍒სიყვარული- ზრუნვაა საკუთარ თავზე;
🍒სიყვარული- პატივისცემაა საკუთარი თავის;
🍒 სიყვარული- აღიარებაა საკუთარი მნიშვნელობის;
🍒თქვენი თავი თქვენთვის პრიორიტეტია და ეს უნდა იყოს უცვლელი გარემოება;
🍒მიეცით თქვენს თავს ყველა სახის ემოციის განცდის და გამოხატვის თავისუფლება;
🍒დრო დაუთმეთ თქვენს ჰობის (როგორი რთული და შეუძლებელიც არ უნდა გეჩვენებოდეთ ეს);
🍒პერიოდულად, დაკავდით თქვენი საყვარელი საქმიანობით;
🍒მიეცით თქვენს თავს შეცდომების დაშვების უფლება;
🍒პერიოდულად, მიირთვით თქვენი საყვარელი საკვები;
🍒დაისვენეთ, როდესაც ეს საჭირო და აუცილებელი არის;
🍒აუცილებლად იამაყეთ თქვენი „პატარ-პატარა“ წარმატებებით;
🍒თავი აარიდეთ თქვენთვის უსიამოვნო ადამიანებთნ ურთიერთობას;
🍒ყურადღება მიაქციეთ თქვენს ფიზიკურ და ემოციურ ჯანმრთელობას;
🍒მიიღეთ საკუთარი სხეული და იზრუნეთ მასზე. პატივი ეცით საკუთარ სხეულს;
🍒არ შეადაროთ თქვენი თავი სხვას! თქვენ-თქვენ ხართ!
🍒ნუ იქნებით დამოკდიებული ადამაინების აზრზე იმდენად, რომ ეს გიშლიდეთ ხელს დამოუკიდებლად აზრის გამოხატვაში თუ არჩვანის გაკეთებაში;
🍒ხშირად აწარმოეთ შინაგანი დიალოგი.მოუსმინეთ საკუთარ თავს, ემოციებს, შეგრძნებებს, სხეულს; 🍒ნუ იქნებით ზედმეტად თვითკრიტუკული, ეს გვანგრევს!
🍒მაშინ, როდესაც რაღაცა არ მოგწონთ, თქვენ არ გაქვთ თმენის ვალდებულება. ისაუბრეთ ამის შესახებ, იმოქმედეთ!
🍒დაიცავით თქვენი პირადი საზღვრები, ყოველთვის!
🍒წაახალისეთ თქვენი თავი. პერიოდულად, გაანებივრეთ თუნდაც პატარა, მაგრამ სასიამოვნო საჩუქრით!“, - წერს ნანა ფიფია.
ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 უნდა აღდგეს თუ არა სიკვდილით დასჯა საქართველოში? - მამა ლევან ფირცხალაიშვილის ქადაგება
⭕რა არის „თებერვლის თეორია“? - ვის ელის მტკივნეული დაშორება და ვის - მოულოდნელი სიყვარული?