Digest Logo

„2-3 დღე ახალი არაფერი წამოიწყოთ“ - ხათუნა ნოელი 14 ივლისის ახალმთვარეობაზე

1784022583
ხათუნა ნოელი

14 ივლისს ცაზე ახალმთვარეობა დგება — ასტროლოგიური მოვლენა, რომელიც ახალი ეტაპის დაწყებას, მიზნების ჩამოყალიბებასა და ძველი ენერგიის გათავისუფლებას უკავშირდება.

ასტროლოგების შეფასებით, ეს პერიოდი ხელს უწყობს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას, მომავლის გეგმების დასახვასა და იმ ცვლილებების დაწყებას, რომლებმაც შესაძლოა მომდევნო კვირებსა და თვეებზე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინოს.

აღნიშნულთან დაკავშირებით ვრცელ პოსტს ასტროლოგი ხათუნა ნოელი გვიზიარებს:

„14 ივლისს, თბილისის დროით 13:43-ზე კირჩხიბში იქნება ახალმთვარეობა.

თემები, რომლებსაც წამოსწევს, არის - ოჯახი, მშობლები, წინაპრები. ტრადიციები, ფესვები, სამშობლო, უძრავი ქონება, რემონტი. გარემოს დაცვა, შინაგანი უსაფრთხოება, ქონების დაზღვევა.

კვების და საკვების თემა, მტკნარი წყალი და წყალგაყვანილობა. კონტაქტები, სადაც თავს ყველაზე უსაფრთხოდ და შინაურულად ვგრძნობთ. ვინაიდან ეს ახალი მთვარე რეტრო მერკურისთან იქნება შეერთებაში, ძირითადში ახალი არაფერი მოხდება, პირიქით - ძველი თემების გადახედვა მოგიწევთ.

რა არ უნდა გააკეთოთ - 2-3 დღე ახალი არაფერი წამოიწყოთ, არ იჩხუბოთ, არ ილოთოთ, ძირსნაყარი არაფერი ჭამოთ...

ვის ეხება - ცხადია კირჩხიბებს და ასცენდენტ კირჩხიბებს, მერკური კირჩხიბებს, ვენერა კირჩხიბებს და მოკლედ ყველას. ვისაც კირჩხიბში რაიმე გყავთ... კი, ეგეც... რა? ჰო, ეგეც ითვლება...  

თხის რქებს და ვერძებს და სასწორებს? კი, თქვენც. ვისაც მანდ რამე გყავთ? კი, გეხებათ.

აბა, ვის არ ეხება? ვისაც დარჩენილ სხვა ნიშნებში ჰყავთ პლანეტები“, - წერს ხათუნა ნოელი.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ „დაასრულეთ ის, რაც დასრულებას საჭიროებს“ - თამარ ხოსროშვილი 14 ივლისის ახალმთვარეობაზე

⭕ „გაიქეცი, ანგელოზი ბავშვი გაჭყლიტე!...ახლა ვზივარ და ორ ჩასასვენებელს დავტირი“ - რას წერს დაღუპული დედა-შვილის ნათესავი

⭕ კვირის მთავარი ფავორიტები: ზოდიაქოს 3 ნიშანი, რომელთა წარმომადგენლებსაც 13-19 ივლისის კვირაში მნიშვნელოვანი ცვლილებები ელოდება