Digest Logo

„20 მარტს შეგიძლიათ შეუდგეთ კოსმიური ახალი წლის სამზადისს“ - რა უნდა გავაკეთოთ ამ ღამეს?

1679307385
გიორგი ლობჯანიძე

„დღეს და ხვალ საღამომდე მშვენიერია თუკი ყველაფერს გამოუსადეგარს, დრომოჭმულს, წყენას, შუღლს და დაპირისპირებას დატოვებთ წარსულში და გათავისუფლდებით ნეგატივისგან. მზე-განასახიერებს სიმბოლურად მამა ღმერთს. ამიტომ კარგია ლოცვა და თხოვნა ღვთისადმი, რომ თქვენც ეცადოთ და გახდეთ ამ დიდი მადლისმიერი სიყვარულის თანაზიარი“, - ამის შესახებ ასტროლოგი გიორგი ლობჯანიძე სოციალურ ქსელში წერს და საზოგადოებას ამ საღამოს ჩასატარებელ რიტუალებს აცნობს.

🔵„ამ დღეს კოსმიური პორტალი იხსნება და სასწაული ენერგია შემოდის - ჩაუთქვით სანუკვარი ოცნებები“ - მიხეილ ცაგარელი ჯადოსნურ თარიღს ასახელებს

„ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი დღე გვაქვს. 20 მარტს შეგიძლიათ შეუდგეთ კოსმიური ახალი წლის სამზადისს. ეს თარიღი ყოველთვის ემთხვევა დღის მანათობლის, ანუ მზის მოძრაობის დასრულებას ბოლო - თევზების ნიშანში და გადასვლას, ანუ ახალი ციკლის დაწყებას ვერძის ზოდიაქოში.

ვინც არ იცით, გეტყვით, რომ ნამდვილი გაზაფხულიც ყოველთვის გაზაფხულის ბუნიობასაა, ხან 20, ხან კი 21 მარტს. ვერძში მზის შესვლა კი მისთვის მეტად სასიამოვნო პოზიციაა. სწორედ ამიტომ მატულობს მისი ცეცხლოვანი ტემპითა და ენერგიით ბუნებაში დინამიკა, იღვიძებს ბუნება და ჟრიამულია.

სტატისტიკურად, უმრავლეს შემთხვევაში, ჩვენ გვაქვს სწორედ შუა გაზაფხულს, მზის ამ მდებარეობით დღესასწაულთა მთავარი დღესასწაული „აღდგომა“, რაც 100%-ით ზუსტია. აღდგომაც, სწორედ უდრის გარდაქმნილი სხეულებრივი სიცოცხლის თავიდან დაწყებას. ეს კი პირდაპირ რელევანტურია ბუნებრივი ახალი ციკლის დაწყებასთან.

ასევე, რეზონანსში მოდის 25 დეკემბერი - 7 იანვრის სადღესასწაულო მოვლენა, უშუალოდ წელთაღრიცხვის ახალ ეტაპთან სულიერ ჭრილში, მეორე მხრივ კი ბუნებრივი დათვლით 20-21 მარტი მზიური სოლარის მორიგი დასაწყისია.

დღეს 21:00 საათიდან შეგიძლიათ განწყობაც აიმაღლოთ, ხოლო 12 საათის შემდეგ კი ღამის 01:24 საათზე დაახლოებით მზე შევა ვერძის 0.00 გრადუსზე ზუსტად. ხვალ 21-ში 21:23 საათზე ახალი მთვარე გვექნება და აბსოლუტურად ახალი იმედებით შევხვდებით დროის ათვლასაც.

დღეს და ხვალ საღამომდე მშვენიერია თუკი ყველაფერს გამოუსადეგარს, დრომოჭმულს, წყენას, შუღლს და დაპირისპირებას დატოვებთ წარსულში და გათავისუფლდებით ნეგატივისგან. მზე-განასახიერებს სიმბოლურად მამა ღმერთს. ამიტომ კარგია ლოცვა და თხოვნა ღვთისადმი რომ თქვენც ეცადოთ და გახდეთ ამ დიდი მადლისმიერი სიყვარულის თანაზიარი.

გილოცავთ ნამდვილ გაზაფხულს და ყოველივე საუკეთესოს გისურვებთ!“, - წერს გიორგი ლობჯანიძე.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵„ტურიკა კარგად იქნება. ბოლო-ბოლო ეგეთები გადაუტანია?! მე ის უფრო მაფიქრიანებს, თქვენ რა გეშველებათ“ - დავით გორგილაძე

🔵„ამ დღეს კოსმიური პორტალი იხსნება და სასწაული ენერგია შემოდის - ჩაუთქვით სანუკვარი ოცნებები“ - მიხეილ ცაგარელი ჯადოსნურ თარიღს ასახელებს

🔵„მთავარი ფავორიტი ხართ - ახლა ვარსკვლავური პერიოდი გეწყებათ“ - მიხეილ ცაგარელი კვირის იღბლიან ნიშანს ასახელებს