Digest Logo

🎥 „თუ ღმერთი არ არსებობს, მაშინ არც სიცოცხლე და ცხოვრება არ იარსებებდა... პატრიარქი ამას თავის თავში ატარებდა“ - თეოდორე გიგნაძე

1774003417
თეოდორე გიგნაძე

ჯვრის ამაღლების სახელობის ტაძრის წინამძღვარი და თეოლოგიის დოქტორი დეკანოზი თეოდორე გიგნაძე სტუმრად ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ ერთ-ერთ გადაცემაში იმყოფებოდა, სადაც უწმინდესზე, ილია მეორეზე ისაუბრა:

„ყოველი ადამიანი, ვინც ეკლესიის წიაღში გაითავისა ეს და გული გაუხსნა ღმერთს, ის ხდება უწყვეტი ჯაჭვის ერთ-ერთი რგოლი, რომელიც საკუთარ თავში ატარებს საღვთო მადლს და ენერგიას. უპირველეს ყოვლისა, ვლინდება სიმშვიდესა და სიმდაბლეში. არ გვეცნობა ჩვენი პატრიარქის ეს თვისება? ეს სიმშვიდე და სიმდაბლე არ იყო უბრალოდ ფსიქოსომატური მდგომარეობა, არამედ ქრისტე იყო მასში.

პატრიარქი ამბობს: რა არის ცხოვრება? ცხოვრება არის სიცოცხლე ანუ ყოფიერება. ადამიანური ყოფიერება. მარადისობასთან შეზავებული ყოფიერება და ქრისტე არის სხვა სიცოცხლე, სხვა მარადისობა, სხვა კეთილდღეობა. თუ ღმერთი არ არსებობს, მაშინ არც სიცოცხლე და ცხოვრება არ იარსებებდა. პატრიარქი ამას თავის თავში ატარებდა.

პავლე მოციქული ამბობს: თუ ადამიანმა საკუთარ თავში შეიცნო უფალი, ყველას დამალულად ეცხადება იგი და ეს საიდუმლოება გაცხადდა, ღმერთის ადამიანად მოსვლით. ეს არის ქრისტე ჩვენში“, - აღნიშნა დეკანოზმა თეოდორე გიგნაძემ.

18 მარტი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის გარდაცვალების გამო.

ეს დღე ქვეყნისთვის დიდი დანაკლისის და ეროვნული სევდის სიმბოლოდ იქცა, რადგან ილია მეორე ათწლეულების განმავლობაში იყო სულიერი მამა, მორალური საყრდენი და ერთობის სიმბოლო ქართველი ერისთვის.

მისმა ღვაწლმა და მსახურებამ განსაკუთრებული კვალი დატოვა როგორც ეკლესიაში, ისე საზოგადოებრივ ცხოვრებაში. გლოვის დღეს პატივს მიაგებენ მის ნათელ ხსოვნას, გაიხსენებენ მის ქადაგებებს, სიკეთესა და სიყვარულზე დაფუძნებულ გზავნილებს, რომლებიც თაობებს აერთიანებდა.

საქართველოს მთავრობის განკარგულებით, ქვეყნის მასშტაბით ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაშვებულია.

ცნობისთვის, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 2026 წლის 17 მარტს, 93 წლის ასაკში გარდაიცვალა.

მეტის გასაგებად იხილეთ ვიდეო:

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ „მგრძნობიარე ადამიანებში შეიძლება გაამწვავოს აკნე...“ - რას წერს არუნ ხათრი ფსორიაზზე

⭕ მსოფლიო პატრიარქს თბილისში 22 მარტს ელოდებიან - „წესის აგებაში მიიღებს მონაწილეობას, ეს მისი გადაწყვეტილებაა“

⭕„პატრიარქის სიცოცხლეშივე ვიცოდით, რომ ისტორიული მასშტაბის ფიგურა იყო, მიუხედავად იმისა, რომ უბრალოებით გამოირჩეოდა “ – გია ბაღაშვილი პატრიარქზე