პიროვნული ზრდის სპეციალისტი თეო ხაბულიანი სოციალურ ქსელში მორიგ შთამაგონებელ პოსტს აქვეყნებს, სადაც ამბობს, რომ ყოველ მოვლენას, თითოეულ შეხვედრას, დაშორებას, ტკივილსა თუ მნიშვნელოვან შემობრუნებას თავისი აზრი აქვს.
მისი თქმით, სამყარო არასდროს უშვებს შეცდომებს, რაც აღარ ემთხვევა შენს ენერგიას, იმას თავიდან მოგაცილებს:
„უამრავ ადამიანს დღეს ჰგონია, რომ ყველაფერი თავზე ენგრევა…
ადამიანები მიდიან მათი ცხოვრებიდან, ძველ სამსახურებს კარგავენ, ჯანმრთელობის პრობლემები დაეწყოთ, თავს ძალიან მარტოდ გრძნობენ, მაგრამ ეს კატასტროფა არაა. ეს არის ზუსტად ის პროცესი, რაც დედამიწაზე ახლა ხდება ყველაფერი ინგრევა, რაც შენს სულის სვლას აღარ ემსახურება.
შენ ბავშვობიდან დღემდე იმდენ ტკივილს ატარებ, იმდენს იტანდი, იმდენს დუმდი, რომ შენი გული, შენი ფსიქიკა, და შენი სხეული ვეღარ იტევს ამ სიმძიმეს.ამიტომ იწყება გამოთავისუფლება და ეს განთავისუფლება შეიძლება მტკივნეულად ჩანდეს, მაგრამ რეალურად შენს სულს აძლევს შვებას.
გაქვს განცდა, რომ თითქოს ყველაფერი ერთად დაგაწვა? გრძნობ, რომ ყველა შიში, ყველა ტკივილი, ყველა ტრავმა ერთიანად ამოდის ზედაპირზე? მაშინ გილოცავ, შენი წმენდა დაიწყო.
ტრანსფორმაციას ყველაფერი ზედაპირზე ამოჰყავს იქამდე, სანამ ერთხელ და სამუდამოდ არ გაგათავისუფლებს.
თუ შფოთავ ნორმალურია.
თუ ბრაზობ ნორმალურია.
თუ გტკივა ნორმალურია.
თუ გეშინია ესეც პროცესის ნაწილია.
ეს ყველაფერი შენი სხეულიდან, გულიდან, ქვეცნობიერიდან ამოდის, რადგან შენში იმდენად ღრმად იყო ჩალექილი, რომ სხვანაირად ვერ გამოვიდოდა. გონება ებღაუჭება ამ ტკივილს, ცდილობს გააჩეროს, მაგრამ გულის სურვილია თავისუფლება და შენი სული ახლა სწორედ ამას აკეთებს.
თუ სევდას გრძნობ, თუ უიმედობას, თუ მარტოსულობას ეს იმიტომ ხდება, რომ ინგრევა ყველაფერი ის, რაც შენ გეგონა რომ იყავი, მაგრამ სინამდვილეში მხოლოდ ნიღაბი იყო. იმისთვის ინგრევა, რომ შენი ნამდვილი შინაგანი სამყარო გაიხსნას.
იფიქრე ერთხელ მაინც გცოდნია ოდესმე რა გინდა სინამდვილეში?
რა გიხარია?
რა გიყვარს?
რა გაბედნიერებს?
თუ უბრალოდ მიყვებოდი იმას, რაც გქონდა და მთელი ცხოვრების ტვირთ-აკიდებული იყავი და მზად იყავი ყველაფერი აგეტანა და გეზიდა ჩუმად?
ახლა დროა, ყველაფერი მძიმე დაინგრეს. დაუშვი, გაუშვი, არ ებრძოლო.
წავიდეს ყველაფერი, რაც შენს სულს აღარ ემსახურება იქნება ეს ურთიერთობები, სამსახურები, ძველი რწმენები, შენი რუტინა თუ შესისხლხორცებული ტრავმები და ტკივილები. ინგრევა მხოლოდ ის, რაც ყალბი იყო და ის, რაც შენ გამძიმებდა.
შენ წლების განმავლობაში განგრევდნენ ადამიანები, რომლებიც მეგობრები და საყვარელი ადამიანები გეგონა.
შენი გონება ებღაუჭებოდა მათ, რადგან მარტოობის გეშინოდა და მზად იყავი თუნდაც დაემსხვრიე აგეტანა ეს ყველაფერი უსასრულოდ.
ახლა კი სამყარო თავად შლის იმას, რისი გაშვებაც შენ არ შეგეძლო.
ეს სივრცეს ხსნის ახალი ადამიანებისთვის, ვინც შენთან სიყვარულით მოვა,ვინც შენს სულს დაინახავს და არ მოგიწევს მტკიცება საკუთარი თავის, ვინც შენთან სიყვარულით მოვა და არა დასანგრევად.
ტრანსფორმაცია ყოველთვის ქაოსს ჰგავს, მაგრამ ამ ქაოსს ყველაზე დიდი ჯილდო მოაქვს სიმშვიდე, შინაგანი სიმშვიდე, რომელსაც ვერაფერი გაგიტეხს.
ეს გზა შენს სულს გაწმენდს, გაანთავისუფლებს, და ისეთ სიმსუბუქეს მოგცემს, როგორიც მრავალი წელია არ გიგრძნია.
ახლა რაც ხდება, ეს უკვე პირადი კრიზისი აღარ არის, შენში ის ძველი პროგრამები და ნაწილები იშლება, რომლებიც უკვე აღარ გჭირდებოდა. ყველაფერი, რაც წლების განმავლობაში გაკავებდა, გჭამდა, ჩუმად გონებაში გეუბნებიდა „დაივიწყე, მერე მიხედავ“… აი ის დაგროვილი ტკივილი დღეს ზედაპირზე ამოდის, იმიტომ რომ შენი სული აღარ თანხმდება ტვირთით ცხოვრებას.
ადამიანები მიდიან? იმიტომ რომ მათი გზა შენთან დასრულდა.
სამსახურები ინგრევა?
იმიტომ რომ შენი ენერგია აღარ თავსდება იმ სივრცეში.
მარტოსულობას გრძნობ?
იმიტომ რომ საკუთარ თავთან შესახვედრად ემზადები რომელსაც გაურბოდი.ჯანმრთელობამ შეგაწუხა?
იმიტომ რომ სხეული ბოლო ტკივილს აგდებს გარეთ, რომ გათავისუფლდე და თან ფსიქოსომატურად გაჩვენებს ყველა დაავადება სიგნალს თუ რისი გამოთავისუფლებაა საჭირო. ყველა დაავადებას აქვს თავისი ახსნა.
ეს ყველაფერი არ არის დასასრული ეს არის დასაწყისი, შენ დგახარ ახალ კართან, რომელსაც როდესაც შეაღებ ღრმად ჩაისუნთქავ და იტყვი ღმერთო, მადლობა ამ შვებისთვის.
შეამჩნევდი, როგორ ეძებს გონება ძველ ტკივილებს და ძველ შიშებს?
ეგ იმიტომ, რომ ძველი პროგრამები ბოლო ამოსუნთქვით ცდილობენ შენში დარჩენას, მაგრამ შენს გულს რომელიც ბოლოს და ბოლოს იღვიძებს თავისუფლება უნდა და ამ ბრძოლაში შენს სულს ძალას აძლევს ის, რომ პირველად ხვდები.
მთელი ცხოვრება ნიღბებს ატარებდი რომ სხვებს მოსწონებოდი, რომ შიშები დაგეფარა, რომ ტკივილისგან დამცავი ფარები გქონოდა, ახლა კი პირველად ხდები ნამდვილი.
არაფერია შემთხვევითი. ყველაფერი ხდება გასათავისუფლებლად.
შეიძლება გგონია „რატომ ახლა? რატომ ერთიანად? რატომ მე?“
სინამდვილეში კი პასუხი მარტივია რომ შენ მზად ხარ.
მზად ხარ აღარ გაურბოდე საკუთარ თავს. მზად ხარ დაინახო შენი ჩრდილებიც და შენი სინათლეც.
მზად ხარ გაანადგურო ის შინაგანი ციხე, სადაც წლები იყავი გამომწყვდეული.
მზად ხარ ისწავლო ცხოვრება ისე, როგორც შენი სული ითხოვს და არა როგორც შიში გკარნახობდა.
რაც ინგრევა შენთვის აღარ იყო.
რაც რჩება შენი ნაყოფია.
რაც მოდის შენი ხვედრია.
და როცა ქაოსი ჩაივლის, შენს გულში ისეთი სიმშვიდე გაჩნდება, რომელიც აღარასდროს დაგტოვებს.
ვინც საკუთარ ტკივილს უყურებს თვალებში და ამბობს მე აღარ მეშინია დაე ყველაფერი წავიდეს, რაც წასასვლელია ის თავისუფლდება.
შენ არ ინგრევი, შენ იბადები. და ამ დაბადებას თან ახლავს დიდი კურთხევა, ცხოვრებას პირველად გრძნობ შენს ნამდვილ ვიბრაციაზე, შენს ნამდვილის სიღრმეზე.
ღმერთმა მშვიდობა დაგიმკვიდროს გულში. რაც მოდის მივიღოთ ღვთიურ ნებად. ყველაფერი ხდება ზუსტად ისე, როგორც უნდა მოხდეს შენი სულისთვის.
ყველაფერი, რაც ხდება, არის კანონზომიერება, ზუსტი თანმიმდევრობა, უხილავი არქიტექტურა, რომელიც ჩვენი სულის ზრდას ემსახურება.
ყოველ მოვლენას, თითოეულ შეხვედრას, თითოეულ დაშორებას, ტკივილსა თუ მნიშვნელოვან შემობრუნებას თავისი აზრი აქვს. ხანდახან ჩვენ თვითონ ვერ ვხედავთ ამას, მაგრამ სამყარო არასდროს უშვებს შეცდომებს. რაც აღარ ემთხვევა შენს ენერგიას, იმას თავიდან მოგაცილებს.
რაც უნდა დარჩეს, დარჩება. რაც შენი არაა, ვერ დაიჭერ. რაც შენია, ვერ დაკარგავ.
თუ ადამიანს შინაგანად ტკივილი აქვს, სამყარო გააძლიერებს ამ ტკივილს, რომ შენ დაინახო, რა უნდა გაუშვა.
ამიტომ, როცა რაღაც ინგრევა, გრძნობ დაკარგვას, მარტოობას ან მოულოდნელ ცვლილებებს ეს უბრალოდ ნიშნავს, რომ შენი ვიბრაცია შეიცვალა და ძველი ფორმები ვეღარ უძლებენ ამ ცვლილებას და იშლებიან რადგან შენ მზად ხარ.
გონება ეძებს უსაფრთხოებას, სული კი ეძებს ჭეშმარიტებას.
გონებას ეშინია ცვლილებების, სული კი სწორედ ცვლილებებში იზრდება.
ამიტომ, რაც ახლა ხდება ადამიანებში ეს არ არის ქაოსი, ეს არის წესრიგი. ძველის დაშლა. სიმძიმის ჩამოცლა.
შენი ერთადერთი ამოცანაა მიენდო პროცესს და მიხვდე, რომ არაფერი ხდება შემთხვევით“, - წერს თეო ხაბულიანი.
ასევე დაგაინტერესებთ: