Digest Logo

24 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

1745441477
24 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 24 აპრილისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?

ვერძი

გირჩევთ მავნე და ზედმეტად ცხიმიანი საკვების მოხმარება შეზღუდოთ. ამ დღეს ვერძების ორგანიზმი განსაკუთრებით მგრძნობიარეა, ამიტომ მხოლოდ ახალი და ძალიან ხარისხიანი საკვები უნდა მიირთვათ და საეჭვო კვების ობიექტებში სტუმრობისგან თავი შეიკავონ. ამ დღეს შესაძლოა, პასუხი იპოვოთ კითხვაზე, რომელიც დიდი ხანია გაწუხებთ. ამაში ახლობლები დაგეხმარებიან — ისინი ყოველთვის თქვენ გვერდით არიან და დახმარების თხოვნას ელოდებიან.

კურო

გირჩევთ, მომავალს ოპტიმისტურად უყუროთ. ამ დღეს წარმატება ყველგან ფეხდაფეხ დაგყვებათ. ახლობლებთან ურთიერთობაში დადებითი ცვლილებები გელით, რაც ძალიან გაგახარებთ. სამსახურშიც ყველაფერი შესანიშნავადაა — არ არის გამორიცხული, მალე დაგაწინაურონ.

ტყუპი

ამ დღეს რასაც ხელს მოჰკიდებთ, ყველაფერს შესანიშნავად გაუმკლავდებით. გამოიყენეთ შანსი, რომ თავი საუკეთესოდ წარმოაჩინოთ. შემოქმედებითი პროფესიის წარმომადგენლებს შეუძლიათ გარშემო მყოფები სასიამოვნოდ გააოცონ. მოსალოდნელია შეხვედრები ძველ ნაცნობებთან, რომლებსაც დიდი ხანია, არ შეხვედრილხართ. გარდა ამისა, ეს დღე იდეალურია ახალი კავშირების დასამყარებლად.

კირჩხიბი

სამსახურში ბოლო დროს წარმოშობილი პრობლემები მალე თქვენ სასარგებლოდ გადაწყდება. მიხვდებით, რომ ყველაფერი არც ისე ცუდად არის, როგორც ადრე გეგონათ. ზოგიერთი კოლეგა იმედს გაგიცრუებთ. ეს კიდევ ერთხელ გასწავლით, რომ ყველას ბრმად არ უნდა ენდოთ. გახსოვდეთ, რომ სუფთა ჰაერზე სეირნობა სტრესის მოხსნის საუკეთესო გზაა — კარგი იქნება, თუ ამას ახლობლებთან ან მეგობრებთან ერთად გააკეთებთ.

ლომი

ამ დღეს უამრავი მცირე საქმე და დავალება გელით. ამის გამო შეიძლება შთაბეჭდილება დაგრჩეთ, რომ დროს უშედეგოდ კარგავთ. მაგრამ ეს მხოლოდ პირველი შთაბეჭდილებაა — სინამდვილეში, ამ მცირე ამოცანების შესრულებისას საშუალება გექნებათ, რომ გარშემომყოფებთან ურთიერთობა გააუმჯობესოთ. ოჯახის წევრებთან კატეგორიულობას უნდა მოერიდოთ, რომ ვინმეს დაუმსახურებლად გული არ ატკინოთ.

ქალწული

ქალწულებისთვის ეს დღე ხელსაყრელია სამომავლო გეგმების დასამუშავებლად. გამორიცხული არ არის, რომ თავი შეუძლოდ იგრძნოთ და საღამოსთვის დაგეგმილი საქმეები სამომავლოდ გადადოთ. ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობას — დროა, საჭირო ანალიზები ჩაიტაროთ.

სასწორი

შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ ბოლო დროს ყველამ მიგატოვათ და მარტო დარჩით, მაგრამ ასე არ არის. უბრალოდ, თქვენი ახლობლები ელიან, როდის გადადგამთ მათკენ პირველ ნაბიჯს. სამსახურში მცირე შესვენება გჭირდებათ, რათა ახალი პროექტების განხორციელებაში ახალი ძალებით ჩაერთოთ. იზრუნეთ საკუთარ ჯანმრთელობაზე.

მორიელი

ამ დღეს შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ იღბალი ფეხდაფეხ დაგდევთ და რა საქმეც არ უნდა წამოიწყოთ, ყველაფერი წარმატებით დასრულდება. ფრთხილად იყავით — მტრებმა შეიძლება თქვენი გაუფრთხილებლობით ისარგებლონ. ერიდეთ ჭორებსა და უსაფუძვლო საუბრებს. ნუ მისცემთ უცხო ადამიანებს უფლებას, რომ თქვენ პირად ცხოვრებაში ჩაერიონ.

მეტის გასაგებად გადადით ბმულზე:

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „ცუდი რაღაც დამიტოვა ამ ყველაფერმა, რამაც ჩემ ურთიერთობებზე იმოქმედა...“ - რას ჰყვება მომღერალი მარიამ გულბანი?

🎥 „ვინც მყვარებია ახლაც მიყვარს ისევ ისე...ყოფილ მეუღლესთან არაჩვეულებრივი ურთიერთობა მაქვს...“ - რას ჰყვება როლანდ ოქროპირიძე?

🎥 „ნებისმიერ ურთიერთობაში ზღვარი გადის ღირსებამდე...“ - მერსი სულხანიშვილი