Digest Logo

26 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

1787690436
26 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 26 აგვისტოსთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?

ვერძი

სიყვარულში დღეს ნაკლებად გაგიმართლებთ, რასაც ვენერასა და სატურნის არახელსაყრელი განლაგებაც მოწმობს — დაგეგმილი პაემანი, სავარაუდოდ, იმედგაცრუებით დასრულდება და უსიამოვნო მოგონებებს დაგიტოვებთ. ხელის შემშლელი გარემოებების მიუხედავად, დასახული იდეების განხორციელებას მაინც შეძლებთ. ზოგ ვერძს ფულის მოულოდნელი შემოსავალი ან ძველი ვალების დაბრუნება ელის. გირჩევთ ფული ოჯახისთვის საჭირო ავეჯის ან ტექნიკის შესაძენად გამოიყენოთ. ამ დღეს განსაკუთრებით აგრესიის გამოვლენასა და ფიზიკურ დატვირთვას უნდა მოერიდოთ. უმჯობესია, დრო საყვარელი წიგნის კითხვასა და მშვიდი მუსიკის მოსმენას დაუთმოთ.

კურო

პირადი ცხოვრება იმდენად დატვირთული იქნება, რომ შესაძლოა ოდნავ დაგღალოთ კიდეც. საყვარელ ადამიანთან უთანხმოების შემთხვევაში სიტუაციას ნუ გაამწვავებთ, პარტნიორს ყურადღებით მოუსმინეთ და შეეცადეთ, მის პოზიციას გაგებით მოეკიდოთ. გირჩევთ, ოფიციალური შეხვედრები სხვა დროისთვის გადადოთ. ოცნებებში ცხოვრებამ და ადამიანების გაიდეალებამ შეიძლება დიდი იმედგაცრუება მოგიტანოთ. გაუთვალისწინებელი ხარჯები ოჯახურ ბიუჯეტში ბზარს გააჩენს. ვალებში რომ არ გადავარდეთ, შესაძლოა დამატებითი შემოსავლის პოვნა დაგჭირდეთ. შუადღეს ენერგიის ნაკლებობას იგრძნობთ, თუმცა ეს დღისთვის დაგეგმილი საქმეების დასრულებაში ხელს ვერ შეგიშლით.

ტყუპები

ხალხმრავალ ადგილზე ახალ, საინტერესო ადამიანს გაიცნობთ, ასე რომ, სახლში გამოკეტვაზე არც კი იფიქროთ! იდეალური დღეა მეგობრებთან და ნათესავებთან შეხვედრისთვის. სურვილი გაგიჩნდებათ, რომ ახლობლები საკუთარი კულინარიული შედევრით გააოცოთ. იმოქმედეთ სწრაფად, თუკი სიტუაცია ამას მოითხოვს. ვარსკვლავების პროგნოზით, თქვენი შემოსავალი გასავალს გადააჭარბებს, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ფინანსებზე კონტროლი უნდა მოადუნოთ. განწყობის ასამაღლებლად გარშემო პოზიტიური ადამიანები შემოიკრიბეთ.

კირჩხიბი

ნუ მოითმენთ პარტნიორის მხრიდან ისეთ საქციელს, რომლითაც თქვენთვის "ჭკუის სწავლებას" ცდილობს. ტოქსიკურ ადამიანთან ურთიერთობის დასრულება უნდა შეძლოთ. საკუთარი ხარჯები საფუძვლიანად შეისწავლეთ და გადაწყვეტილებებს ემოციების გავლენით ნუ მიიღებთ. თუ იგრძენით, რომ რუტინამ ჩაგითრიათ, ესე იგი, განტვირთვის დრო დადგა — საკუთარ განწყობაზე ეკონომიის გაკეთება არ ღირს. იპოვეთ ის, რაც სიამოვნებას განიჭებთ — თქვენი ჯანმრთელობა და განწყობა პირდაპირ თქვენს ემოციურ მდგომარეობაზეა დამოკიდებული. ამ და მომდევნო დღეებში საკვების რაოდენობა და ხარისხი განსაკუთრებით უნდა აკონტროლოთ, რათა ზედმეტი კილოგრამების მომატება თავიდან აიცილოთ.

ლომი

თუ ჯერ კიდევ მარტოხელა ხართ, მოემზადეთ — ბედისწერა მალე შეგახვედრებს ადამიანს, რომელსაც მომავალს დაუკავშირებთ. დღეს სასურველი შედეგის მისაღწევად ნებისმიერ საქმეს პასუხისმგებლობით უნდა მოეკიდოთ. ხელმძღვანელობა თქვენს ძალისხმევას ჯეროვნად შეაფასებს, რაც კარიერული დაწინაურების პერსპექტივას გაგიხსნით. ყოველდღიური მოვალეობები განსაკუთრებული გულმოდგინებით შეასრულეთ და ახალ წამოწყებებს მოერიდეთ. ნუ მიმართავთ თვითმკურნალობას — შეუძლოდ ყოფნისას აუცილებლად ექიმს მიმართეთ.

ქალწული

საყვარელი ადამიანისგან სასიამოვნო სიურპრიზი გელით. მცირე ყურადღებაც კი მთელი დღის მანძილზე ამაღლებულ განწყობას შეგინარჩუნებთ. დღეს ზოგ ქალწულს საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართვისა და გართობის სურვილი გაუჩნდება — კოლეგებს ნუ გამოეყოფით, ახლა თქვენთვის აუცილებელია, თავი გუნდის წევრად იგრძნოთ. ფინანსური სიტუაცია სტაბილურია, თუმცა დაუფიქრებელ ხარჯებს მაინც უნდა მოერიდოთ. სასურველია დაგროვილი ფინანსური თუ საქმიანი საკითხები მოაგვაროთ. შეინარჩუნეთ პოზიტივი და შეეგუეთ იმ აზრს, რომ ცხოვრებაში ხდება მოვლენები, რომელთაც უბრალოდ ვერ გააკონტროლებთ.

სასწორი

მარტოხელა სასწორებს მეტი აქტიურობის გამოჩენა მართებთ, თორემ იღბალი ხელიდან დაუსხლტებათ, დაოჯახებულ წყვილებს კი მიეცემათ შანსი, რომ თაფლობის თვის ემოციები ხელახლა განიცადონ. წინ მშვიდი და უღრუბლო პერიოდი გელით, სადაც საკუთარი უპირატესობის დამტკიცება აღარ დაგჭირდებათ. პროფესიულ სფეროში ვარსკვლავები გირჩევენ, ინიციატივა გამოიჩინოთ. თქვენი დიპლომატიური და კომუნიკაციის უნარები მაღალ შეფასებას დაიმსახურებს. იყავით გულწრფელი საკუთარ თავთან და სხვებთან — ეს გაუგებრობების თავიდან აცილებაში დაგეხმარებათ. მოერიდეთ კონფლიქტებს, კამათში ნუ ჩაებმებით და ტექნიკასთან მუშაობისას სიფრთხილე გამოიჩინეთ.

კითხვის გასაგრძელებლად გადადით ბმულზე: https://funtime.ge/ka/news/dgis-horoskopi/26-agvistos-astrologiuri-prognozi-5770

ასევე დაგაინტერესებთ:

უნდა მიიღონ თუ არა მშობლებმა დახმარება ოჯახის სხვა წევრებისგან შვილების აღზრდის დროს - ფსიქოლოგის განმარტება

„დაგჭირდებათ 7 ცალი დაფნის ფოთოლი და წითელი ძაფი...“ - მარტივი რიტუალი კეთილდღეობისა და ბარაქისთვის

„არ გადადო შენი ცხოვრება იმ მომენტამდე, სანამ გამოჩნდება სწორი ადამიანი, იდეალური გარემოებები ან ვინმეს დახმარება“ - ფსიქოლოგი