🍃💸 რიტუალი დაფნის ფოთლით:
კეთილდღეობისა და ბარაქისთვის სახლში კეთილდღეობის ენერგიის მოსაზიდად და ცხოვრების უფრო ბარაქიანად ქცევისთვის შეგიძლიათ ეს მარტივი რიტუალი შეასრულოთ.
ამისთვის დაგჭირდებათ 7 ცალი დაფნის ფოთოლი (გრძელი ყუნწებით) და წითელი ან ალისფერი ძაფი.
🌙 მთვარის ფაზა: ახალმთვარეობა, მზარდი მთვარე (13–27 აგვისტო), სავსე მთვარე (28 აგვისტო). მზის ჩასვლის შემდეგ დაფნის ფოთლები წითელი ძაფით შეკარით. იმავე ძაფით ფოთლების კონას მიაბით ნებისმიერი კუპიურა ან მონეტა.
ამგვარად შექმნილი თილისმა კარის ზემოთ დაამაგრეთ და წარმოთქვით: „წითელი ძაფით ფოთლებს ვკრავ, ფულს ვაჩვენებ და მათთან ვტოვებ. მათ იცნონ ფული და სიმდიდრის გზა ჩემს სახლში მიუთითონ! ასე იყოს!“ ერთი თვის შემდეგ თილისმა გახსენით, ხოლო დაფნის ფოთლები მოათავსეთ სახლის სხვადასხვა ოთახსა და იმ ადგილებში, სადაც ფული ინახება.
🍃 ერთ-ერთი დაფნის ფოთოლი ჩადეთ საფულეში (ან იქ, სადაც ფულსა და ბარათებს ატარებთ, ჩანთის განყოფილებაში, ბარათების საფულეში და ა.შ.) და თან იქონიეთ ფინანსური კეთილდღეობის მოსაზიდად.
ასევე დაგაინტერესებთ: