26 სექტემბერს ცაზე წლის ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი, მაგიური და კაშკაშა სავსემთვარეობა ანათებს!
ეს სავსემთვარეობა შემოდგომის ბუნიობის (მაბონის) პერიოდს ემთხვევა, რაც მის ენერგიას გაორმაგებულ ძალას ანიჭებს. ამ დროს სამყაროსა და ჩვენს არაცნობიერს შორის ბარიერი თითქმის ქრება.
ის, რასაც ამ ღამეს ჩაიფიქრებთ, გაუშვებთ ან განახორციელებთ, უსწრაფესად იწყებს მატერიალიზებას!
ეს არის იდეალური მომენტი:
✅ ნეგატივისგან და ძველი ბლოკებისგან გასაწმენდად
✅ ბარაქისა და ფინანსური ნაკადის გასახსნელად
✅ სანუკვარი სურვილების ასასრულებლად
🕯️ 🔮 ბომბა-რიტუალი: „მთვარის წყალი და ოქროს სურვილი“ ეს არის უმარტივესი, მაგრამ საოცრად ეფექტიანი რიტუალი, რომელიც სავსემთვარეობის ღამეს უნდა ჩაატაროთ, რათა მთვარის ენერგია თქვენი მიზნებისკენ მიმართოთ.
✧ რა დაგჭირდებათ:
1. 🥛 გამჭვირვალე მინის ჭიქა ან გრაფინი წყლით
2. 📜 პატარა ფურცელი და კალამი
3. 1 ცალი მონეტა (ნებისმიერი ნომინალის).
✧ რიტუალის მსვლელობა:
1. სურვილის ჩაწერა: 26 სექტემბრის საღამოს ფურცელზე აწმყო დროში ჩამოწერეთ თქვენი მთავარი სურვილი (მაგალითად: „მადლიერი ვარ, რომ ჩემს ცხოვრებაში შემოდის უხვი ბარაქა და შინაგანი ჰარმონია“).
2. მთვარის ენერგიით დამუხტვა: დადეთ ფურცელი რაფაზე (ან ისეთ ადგილას, სადაც მთვარის შუქი ხვდება), ზემოდან დაადეთ მონეტა, ხოლო მონეტაზე დადგით წყლიანი მინის ჭიქა.
3. განზრახვის გააქტიურება: დახედეთ წყალს, წარმოიდგინეთ, როგორ ივსება ის მთვარის ვერცხლისფერი სინათლით და თქვით: „როგორც ავსებულია მთვარე ცაზე, ისე ივსება ჩემი ცხოვრება ბარაქით, სიყვარულითა და წარმატებით. მთვარის ძალა ჩემს სურვილს ასრულებს! ასე იყოს!“.
1. დაგვირგვინება: დატოვეთ ასე მთელი ღამე. დილით, გაღვიძებისთანავე, დალიეთ ეს დამუხტული წყალი ბოლომდე, ფურცელი შეინახეთ საიდუმლო ადგილას, ხოლო მონეტა ჩადეთ საფულეში, როგორც ბარაქის თილისმა!
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕მატარებელი 21 წლის ახალგაზრდას დაეჯახა, რომელიც ადგილზე დაიღუპა - შემთხვევა სამტრედიაში მოხდა