ფენ-შუის სპეციალისტი თამო შავლიაშვილი სოციალურ ქსელში ენერგიის ეფექტურ აქტივაციას გვასწავლის.
აქტივაციისთვის 26 თებერვალს, 10-12 საათზე, უნდა იმყოფებოდეთ სამხრეთ/აღმოსავლეთ სექტორში და სასურველია, მინიმუმ 2 საათი გაჩერდეთ:
„ჩიტი ბუდეში ვარდება“ ეს ხელსაყრელი ენერგიის მარტივი, მაგრამ ეფექტური აქტივაციაა. მეორენაირად მას - „წარმატება ძალისხმევის გარეშე" ჰქვია.
ვის არ უყვარს მიიღოს რაღაც ზედმეტი წვალების გარეშე? და მართლაც, ამ ენერგიის გააქტიურებით შესაძლებელია მოულოდნელი სასიამოვნო სიურპრიზის შემოსავლის, შემოთავაზების, მოგების მიღება, ვალის დაბრუნება ა.შ.
ამ სტრუქტურის თავისებურება ის არის, რომ იღბალი დაიჭიროთ, ყურადღებით იყოთ, რომ შესაძლებლობა ხელიდან არ გაუშვათ.
აქტივაციისთვის მითითებულ დროს უნდა იმყოფებოდეთ საჭირო სექტორში, პერიმეტრის კედელთან რაც შეიძლება ახლოს და სექტორის შუა ნაწილში. დააყოვნოთ იქ მაქსიმალური დრო, სასურველია სრული 2 საათი. კარგია ამავე სექტორში, იატაკიდან 60-120 სმ. სიმაღლეზე ჩართოთ ვენტილიატორი უბერავს შიგნით ბინის მიმართულებით, იწვევს ვიბრაციას და ენერგიას ვაღვიძებთ.
შეგიძლიათ ჩამოწეროთ სურვილები, მიზნები, გეგმები და ა.შ. (წაიკითხოთ ჩიტ-კოდი, თუ გაქვთ), იკითხოთ იმუშაოთ, ისწავლოთ, დარეკოთ, გააგზავნოთ რეზუმე, მთავარია ამ დროს არ გადაადგილდეთ და ამგვარად „დაიჭიროთ“ ეს ჯადოსნური ჩიტი, მაქსიმალურად აკრიფოთ პოზიტიური ენერგია.
როდის❓
📆 26 თებერვალი
⏰ 10-12 სთ. თქვენი დროით
🧭 სექტორი - სამხრეთ/აღმოსავლეთი სხვათა შორის ამის გაკეთება შეიძლება არა მხოლოდ სახლში, არამედ ოფისში, სასტუმროში (თუ მოგზაურობთ), საზოგადოებრივ ადგილას, მაგ. კაფეში. ძალიან ძლიერი სტრუქტურაა, გამოიყენეთ!
‼️ამჯერად აქტივაცია არ გამოდგება ხარის წელში დაბადებულებისთვის.
გისურვებთ ყველა კეთილი სურვილის ასრულებას“, - წერს თამო შავლიაშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ: