რას გვირჩევენ ვარსკვლავები 27 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ვერძი
ისწავლეთ ოჯახის წევრების მოსმენა და მათი საჭიროებების გათვალისწინება და ნუ ეცდებით, საკუთარი ინტერესები ყველაფერზე მაღლა დააყენოთ. თუ საქმეს მარტო ვერ უმკლავდებით, ითხოვეთ დახმარება. ხელიდან ნუ გაუშვებთ შანსს, რომ თქვენი საქმე გააფართოოთ, სასარგებლო კავშირები დაამყაროთ და სამომავლო პერსპექტივები კოლეგებთან ერთად განიხილოთ. მოსალოდნელია მოგებიანი შეთავაზებებიც. მარსის ენერგეტიკული ნაკადები როგორც კონკურენტებთან პაექრობაში, ისე საკუთარ თავზე მუშაობის პროცესში დაგეხმარებათ. რაც შეეხება ჯანმრთელობას, დაავადების ნიშნებს ნუ უგულებელყოფთ. უმჯობესია, სიმპტომების გაჩენისთანავე ექიმს მიმართოთ.
კურო
ახლო ურთიერთობებს საფრთხე ემუქრება, მიზეზი კი მარსისა და სატურნის უარყოფითი განლაგებაა. სკანდალის თავიდან ასაცილებლად, ეცადეთ, უახლოესი დღეების განმავლობაში ურთიერთობა შეზღუდოთ. შესაძლოა, რჩეულის არჩევანით უკმაყოფილო დარჩეთ და მისი საჩუქარი არ მოგეწონოთ. დროა, შეურიგდეთ იმ კოლეგებს, რომლებთანაც უთანხმოება გაქვთ. თუ სამსახურში ურთიერთობების მოწესრიგებას ვერ შეძლებთ, კარიერულ ზრდაზე ფიქრი დაივიწყეთ. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ შემოსავლის მიღების ახალი გზები განიხილოთ. ეცადეთ, საუბრისას მგრძნობიარე თემებს არ შეეხოთ — ამან შეიძლება თქვენს ფსიქოემოციურ მდგომარეობას ზიანი მიაყენოს. ძილის წინ ხანმოკლე გასეირნება დასვენების ხარისხს გააუმჯობესებს.
ტყუპები
ეს დღე შესაძლოა თქვენს სასიყვარულო ურთიერთობაში გარდამტეხი აღმოჩნდეს — ან კავშირს გაწყვეტთ, ან პირიქით, ჰარმონიას მიაღწევთ. დღის პირველ ნახევარში ოჯახის წევრების საქმეების გადაბარება მოგიწევთ, დღის მეორე ნახევარი კი ნანატრ სიმშვიდეს მოგიტანთ. ვარსკვლავები გირჩევენ, ყურადღება არ მოადუნოთ — სავარაუდოდ, საქმიან ქაღალდებში გარკვეულ უზუსტობებს აღმოაჩენთ. ასევე მოსალოდნელია უსიამოვნო საყოფაცხოვრებო სიურპრიზები, მაგალითად, ელექტროენერგიის გათიშვა ან საყოფაცხოვრებო ტექნიკის დაზიანება. იფიქრეთ მატერიალური მდგომარეობის გამოსწორებაზე. განსაკუთრებული ყურადღება საკუთარ ამბიციებსა და მათ განხორციელებას უნდა დაუთმოთ. ერთ ადგილზე ნუ გაჩერდებით და განვითარება განაგრძეთ! ტყუპების უმეტესობა დღეს კარგ განწყობაზე იქნებით, რაც თქვენს ფიზიკურ მდგომარეობაზე დადებითად აისახება.
კირჩხიბი
ამ დღეს მოსალოდნელია სიურპრიზი სასიყვარულო ურთიერთობებში. თუ საყვარელი ადამიანის ფსიქოლოგიურ მდგომარეობას მეტი ყურადღებით დააკვირდებით, თქვენი ურთიერთობა უფრო მშვიდი და მეგობრული გახდება. შესაძლოა სამსახურში თქვენს იდეებს დიდი ინტერესით შეხვდნენ. მზად იყავით საკუთარი ხედვის გაზიარებისა და პროექტების წარდგენისთვის. ნუ ინერვიულებთ ხარჯებზე, რომელთა გაღებაც ბოლო დროს მოგიწიათ. სულ მალე მოულოდნელ ფულად შემოსავალს მიიღებთ და ძველი ოცნების ასრულებას შეძლებთ. გახსოვდეთ, რომ თქვენი განწყობა მხოლოდ თქვენზეა დამოკიდებული. განდევნეთ ცუდი აზრები და იმ კარგ მოვლენებზე იფიქრეთ, რომლებიც თქვენ ცხოვრებაში ხდება.
ლომი
ეცადეთ, საყვარელ ადამიანთან ურთიერთობაში არსებული პრობლემები ერთხელ და სამუდამოდ მოაგვაროთ და ყველაფერი სუფთა ფურცლიდან დაიწყოთ. შესაძლოა საყოფაცხოვრებო ტექნიკის გაუმართაობამ გაუთვალისწინებელი ხარჯები გამოიწვიოს და ოჯახის ბიუჯეტი შეარყიოს. დღის მეორე ნახევარში ბევრ საქმეს ნუ დაგეგმავთ, დრო დასვენებისთვისაც დაიტოვეთ. ვარსკვლავები გაფრთხილებენ, რომ უხეშობასა და მტრობას უახლოეს მომავალში "ბუმერანგის ეფექტი" ექნება, ამიტომ ეცადეთ, დაპირისპირებულ ადამიანებთან მშვიდობა დაამყაროთ. ამინდზე დამოკიდებულ ადამიანებში მოსალოდნელია შაკიკის ხანმოკლე შეტევები. საღამოს ყველაფერი გაივლის და თავს გაცილებით უკეთ იგრძნობთ.
კითხვის გასაგრძელებლად გადადით ბმულზე: https://funtime.ge/ka/news/dgis-horoskopi/27-maisis-astrologiuri-prognozi-5589
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„ერთად ლოცვა“ ფსიქოლოგიური კუთხით არის უმაღლესი ნდობისა და სულიერი სიშიშვლის მომენტი“ - ფსიქოლოგი
⭕რატომ არ ღირს რეაგირება ტყუილზე? - ქეთევან ჯანდიერის საინტერესო პოსტი