Digest Logo

27 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

1743022048
27 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 27 მარტისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?

ვერძი

თუ ენერგიას სწორად მიმართავთ, ეს დღე გამორჩეულად ნაყოფიერი იქნება. სამუშაო დიდ დროს და ყურადღებას მოითხოვს, მაგრამ თუ მოთმინებას გამოიჩენთ, სხვა მნიშვნელოვანი საკითხების დასრულებასაც შეძლებთ. კოლეგებისა და პარტნიორების რჩევები სასარგებლო იქნება – ნუ უგულებელყოფთ, თუნდაც თავიდან უმნიშვნელოდ მოგეჩვენოს. ფინანსური მდგომარეობა სტაბილურია. ხელსაყრელი დროა მსხვილი შესყიდვებისთვის, განსაკუთრებით თუ წინასწარ გაქვს დაგეგმილი.

რჩევა: ენდეთ საკუთარ გამოცდილებას და მნიშვნელოვანი საქმეები სამომავლოდ არ გადადოთ – დღეს ბევრის გაკეთებას შეძლებთ.

კურო

ეს დღე თავდაჯერებას შეგმატებთ და საშუალებას მოგცემთ, რომ ფინანსური მდგომარეობა გაიუმჯობესოთ. ხელსაყრელი დროა ფინანსური გეგმების შედგენისა და ახალი გარიგებების დადებისთვის. თუ მეორეხარისხოვან საკითხებზე დროს არ დაკარგავთ, სამსახურში ყველაფერი გეგმის მიხედვით მოხდება. პირად ცხოვრებაში შესაძლოა პარტნიორის ან ახლობლების მიმართ მეტი ყურადღების გამოჩენა მოგიწიოთ.

რჩევა: მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებამდე ეცადეთ, ყველა წვრილმანი განიხილოთ – ახლა მათ შეუძლიათ მომავალზე გავლენა მოახდინონ.

ტყუპები

აქტიური და საინტერესო დღეა. ფინანსური მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა ნაჩქარევ შეძენებს უნდა მოერიდოთ. ბოლოდროინდელ პრობლემებთან გამკლავებით სასარგებლო გამოცდილებას შეიძენთ და გაცილებით ძლიერი გახდებით. პირად ცხოვრებაში გულწრფელი საუბრები სიტუაციის შეფასებაში დაგეხმარებათ.

რჩევა: ძალას უმნიშვნელო საქმეებზე ნუ დახარჯავთ და ყურადღება მთავარზე გადაიტანეთ.

კირჩხიბი

თუ მშვიდად და აუჩქარებლად იმოქმედებთ, ეს დღე სტაბილურობის განცდას მოგიტანთ. გირჩევთ, საკუთარი იდეების შესახებ არავის უამბოთ. გულწრფელობას განსაკურებით იმ ადამიანებთან მოერიდეთ, რომლებსაც კარგად არ იცნობთ. პირად ცხოვრებაში საყვარელ ადამიანებს მეტი ყურადღება მიაქციეთ – შესაძლოა, ამ დღეს თქვენი მხარდაჭერა დასჭირდეთ.

რჩევა: ეს დღე სამომავლო ნაბიჯების დაგეგმვისთვის გამოიყენე და გადაწყვეტილების მიღება არ იჩქაროთ.

ლომი

ამ დღის შედეგი თქვენი კომუნიკაციის და მოლაპარაკების უნარზეა დამოკიდებული. კოლეგებისა და პარტნიორების რჩევები შეიძლება ძალიან ღირებული აღმოჩნდეს. ფინანსური მდგომარეობა ხელსაყრელია, მაგრამ ჯერჯერობით ძვირად ღირებული ნივთების შეძენისგან თავი უნდა შეიკავოთ. მნიშვნელოვანი საქმის კეთების დროს უმჯობესია, საკუთარ ძალებს დაეყრდნოთ და გარე დახმარებას არ დაელოდოთ. მალე დადგება დრო ცხოვრებაში რაღაცის შესაცვლელად, თუმცა ჯერჯერობით არ უნდა იჩქაროთ.

რჩევა: ახლობლების საუბრებს ყურადღებით უსმინეთ – დღეს მათ სიტყვებში შეიძლება მნიშვნელოვანი მინიშნება იმალებოდეს.

ქალწული

ეს დღე პროფესიული პოზიციების გამყარებაში დაგეხმარებათ. თუ გეგმას არ გადაუხვევთ, მიმდინარე ამოცანების წარმატებით გადაჭრას შეძლებთ. თანდაყოლილი გამჭრიახობის წყალობით ჩანაფიქრს ადვილად განახორციელებთ. მთავარია, რომ უსარგებლო საქმეებზე დრო არ დაკარგოთ. ფინანსური მდგომარეობა სტაბილურია, ხელსაყრელი დროა მნიშვნელოვანი შენაძენებისთვის.

რჩევა: გეგმას მიჰყევით და უსარგებლო საუბრებზე დროს ნუ დაკარგავთ. ნურავის დაჰპირდებით იმას, რისი შესრულებაც არ შეგიძლიათ.

სასწორი

შესაძლებლობებით სავსე დღეა, მთავარია პრიორიტეტების სწორად განსაზღვრა შეძლოთ. ამ ნიშნის ზოგ წარმომადგენელს სამუშაოს შეცვლის შესაძლებლობა ექნება. თუ მარტოხელა ხართ, ამ დღეს შეიძლება შეხვდეთ მას, ვინც თქვენს ცხოვრებას მთლიანად შეცვლის. ფინანსური მდგომარეობა სტაბილურია, მაგრამ ჯერჯერობით დიდი ინვესტიციებისგან თავი უნდა შეიკავოთ.

რჩევა: ყურადღება მიაქციეთ პარტნიორის თხოვნას - ეს თქვენს ურთიერთობას გააძლიერებს.

მორიელი

ეს დღე ფინანსებისა და სამუშაოს კუთხით წარმატებული იქნება. შეიძლება ახალი იდეები ან შეთავაზებები გაჩნდეს, მაგრამ პასუხის გაცემას ნუ იჩქარებთ. გახსოვდეთ, რომ მნიშვნელოვანი საქმეები მხოლოდ სანდო ადამიანებთან ერთად უნდა განიხილოთ. ახალი პარტნიორების მოსაძებნად არახელსაყრელი დროა. პირად ცხოვრებაში მოსალოდნელია გულწრფელი საუბარი, რომელიც სიტუაციის გარკვევაში დაგეხმარებათ.

რჩევა: უსმინეთ ყველას, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილება თავად მიიღეთ.

მეტის გასაგებად გადადით ბმულზე:

 ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „კარი რომ გავაღე და ირა დავინახე, მეთქი ეს არის ის ქალი, რომელმაც უნდა აღზარდოს ჩემი შვილი...“ - ნანუკა გულუა შვილების ძიძაზე

🎥 „ვერ იმუშავებს, თქვენ აიყვანდით 150 კილოიან ძიძას...ავდგები და უნდა მოვიქნიო ყველაფერი...“ - რატომ დაუპირისპირდნენ ერთმანეთს სტუმრები „პრაიმშოუში“

🎥 ფეხების შეშუპების მთავარი მიზეზები და მკურნალობა - კოტე თოდუას რჩევები