Digest Logo

რეკომენდაციები, რომელიც დაგეხმარებათ „ლითონის“ სეზონზე დაღლილობა და შემოდგომის სევდა თავიდან აიცილოთ

1787669701
ჯანმრთელობა

სექტემბერი ბევრისთვის საბედისწერო თვე იქნება, ზოგიერთისთვის წლის ყველაზე მნიშვნელოვანი თვე...

ცეცხლის წლის ეს სეზონი ყოველთვის რთული პერიოდია, ხოლო სექტემბერში დამატებით ცეცხლისა და ლითონის შეჯახება გველოდება.

🐓 მამლის თვე ახლოვდება, რომელიც ასევე ლითონის ელემენტს მიეკუთვნება, მაგრამ 2026 წელს მამალი ცეცხლოვანია. ძალიან ბევრი ცეცხლი კი ლითონს ადნობს, მაგრამ თუ ტემპერატურას ოდნავ შევამცირებთ, ლითონი კი არ დნება, არამედ იწრთობა.

❗️სექტემბერში არ შეიძლება „ავტოპილოტის“ რეჟიმში, ან ზედმეტი აჩქარებით შესვლა - საჭიროა მომზადება და სწორი ფოკუსი.

👇ეს რეკომენდაციები დაგეხმარებათ, „ლითონის“ სეზონზე დაღლილობა და შემოდგომის სევდა თავიდან აიცილოთ.

კვების წესები 👇👇

თბილი და წვნიანი 🫕

უმი ბოსტნეულის სალათები და ცივი სმუზები ზაფხულისთვის შესანიშნავი საკვებია, თუმცა „ლითონის“ სეზონზე ორგანიზმს სითბო, ზრუნვა და სირბილე სჭირდება.

შეცვალეთ აქცენტები.

მაგალითად:

✅ახალი, ცივი სალათების ნაცვლად მოთუშული ბოსტნეული, გამომცხვარი ვაშლი, ან მსხალი, ორცხობილებისა და მშრალი ხემსის ნაცვლად ტკბილი შვრიის ფაფა.

„ლითონის“ სეზონი წვნიანი კერძების დროა: სუფები, რაგუ, ფაფები, ღუმელში შემწვარი ბოსტნეული, ყველაფერი, რაც საკუთარ წვენში, ან სოუსში მზადდება.

👉ახალი ბოსტნეული რაციონიდან არ ქრება, უბრალოდ, ბალანსი იცვლება: ცოტა ნაკლები - მშრალი და ცივი, ცოტა მეტი - წვნიანი და თერმულად დამუშავებული.

ვამატებთ თეთრს 🍚

✅„ლითონის“ სტიქიასთან ასოცირებული ფერი თეთრია - მათ შორის საკვებშიც.

რაციონში ჩართეთ თეთრი ფერის (და არა ცივი) პროდუქტები: მსხალი, სოკო, ბოლოკი, ბრინჯი, შვრია, თეთრი და ყვავილოვანი კომბოსტო, თეთრი ლობიო, მაწონი, იოგურტი, ან კეფირი (თუ რძის პროდუქტებს კარგად იტანთ), ხახვი, ნიორი, სეზამი, თხილეული, და მარცვლეული, თევზი, კვერცხი, და ცილის სხვა წყაროები სანელებლები 🧄🫚

✅შემოდგომას არომატული, გამათბობელი სანელებლები უხდება, თუმცა ზომიერად: კოჭა, ნიორი, ცოტაოდენი მდოგვი, მწვანე ხახვი, პილპილი, დარიჩინი, ილი. მიზანი სხეულის გათბობა და კერძისთვის არომატისა და სასიამოვნო სითბოს მინიჭებაა.

მეტი უჯრედისი - ნაკლები მშრალი საკვები 🫛🥜

✅ნაწლავები ამჟამად რისკის ქვეშაა. იზრუნეთ მონელების კომფორტზე მსუბუქი, სასარგებლო და უჯრედისით მდიდარი კერძებით.

კარგი წყაროებია: ბოსტნეული, კენკრა, ხილი, პარკოსნები, შვრია, მარცვლეული, თხილეული და თესლეული. „ლითონის“ იდეალური საუზმეა შვრიის ფაფა მსხლით, ერთი კოვზი სელის, ან ჩიას თესლით და ცოტაოდენი თხილეულით (ნაცვლად ყავისა და გზად მირთმეული სენდვიჩისა).

არ დაუშვათ ორგანიზმის გაუწყლოება 🍵🫖

✅არ დაგავიწყდეთ წყლის, ბალახეული ნაყენებისა და ხილის კომპოტების მიღება. ეცადეთ, კვირაში სულ მცირე 3-4-ჯერ მიირთვათ წვნიანი. მნიშვნელოვანია არა მხოლოდ სითხის რაოდენობის გაზრდა, არამედ ის, რომ მთლიანი რაციონი ნაკლებად მშრალი იყოს.

ავტორი: თამო შავლიაშვილი. 

ასევე დაგაინტერესებთ:

„შეიძლება სერიოზულ შედეგებამდე მიგვიყვანოს, განსაკუთრებით მძღოლებისთვის...“ - ეს უნდა იცოდე!

🎥 „უყვარს და რა ქნას, კოცნის, ეფერება, ცოტას აწვალებს კიდეც...“ - დუეტი „ლეონი“ შვილების უსაყვარლეს კადრებს გვიზიარებს

სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის - „სამსახურში შესაძლოა კონფლიქტურმა სიტუაციებმა იჩინოს თავი, ამიტომ...“