Digest Logo

🎥 29 ივლისი: სავსემთვარეობა მერწყულის ნიშანში - „თვითგამოხატვა ეჯახება საზოგადოებრივ ინტერესებს...“

1785136148
თამარ აქუბარდია

29 ივლისს გვაქვს სავსემთვარეობა მერწყულის ზოდიაქოში.

სავსემთვარეობას სააშკარაოზე გამოაქვს ის პროცესები, რაც დაფარული იყო. ახალმთვარეობა თუ არის ახალი დასაწყისი, ჩანასახის ენერგია, სავსემთვარეობაზე ყველაფერი ზედაპირზე ამოდის, რაც ჩაბუდებული იყო, მაგალითად ფსიქოლოგიური პრობლემები. 

აღნიშნულ საკითხზე სოციალურ ქსელში ასტროლოგი თამარ აქუბარდია საუბრობს:

„მნიშვნელოვანი კომბინაციებია. გარდა იმისა, რომ სავსემთვარეობაა, კარმული კვანძების ღერძი უკვე შეიცვალა და მერწყულის ნიშანში გადავიდა, დაღმავალი კვანძი ლომში გადავიდა. 

ამასთან, ზუსტი ოპოზიცია გვექნება იუპიტერი-მზის შეერთებასთან. იუპიტერი გაადიდებს მზეს ლომში. მთვარე არ დგას მარტო, ის პლუტონთანაა შეერთებული, ანუ ორი დიდი ენერგია არის ოპოზიციურად ერთმანეთთან, რაც მიანიშნებს შინაგან შფოთვას, სიჩქარეს, დაძაბულობას. გაიზრდება ეგო, თვითგამოხატვის სურვილი, პირადი ინიციატივების სურვილი. 

ჩემი თვითგამოხატვა ეჯახება საზოგადოებრივ ინტერესებს, თან კარმული კვანძი მერწყულშია და ამბობს, პროცესები, როდესაც მე უნდა გამოვეყო მასას და არ მესმოდეს ხალხის გულის თქმა, ეგო დაუპირისპირდება სოციუმს“, - ამბობს თამარ აქუბარდია. 

ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „მოდის ძალიან დიდი ენერგია სამყაროდან დედამიწაზე, ამიტომ...“ - მიმდინარე კვირის ასტროპროგნოზი მიხეილ ცაგარელისგან

„იგრძენი, რა სივრცეა საქართველო, უამისოდ ვერ შეიცნობ ვინ არის ქართველი“ - რას წერს გია მურღულია

როგორია ქუთაისი-ზესტაფონის გზაზე მომხდარი ავარიისას დაშავებულების მდგომარეობა - დეტალები