29 ივლისს ცაზე სავსემთვარეობა გამოჩნდება - ფაზა, რომელიც მთვარის ციკლის ყველაზე კაშკაშა მომენტად მიიჩნევა. ასტრონომიული მოვლენა მსოფლიოს სხვადასხვა წერტილიდან იქნება ხილული, ხოლო ცის დაკვირვების მოყვარულებს შესაძლებლობას მისცემს, მთვარე მთელი ღამის განმავლობაში განსაკუთრებული სიკაშკაშით იხილონ.
აღნიშნულ საკითხზე ვრცელ პოსტს მინეროლოგი და ეზოტერიკოსი თამუნა იოსელიანი გვიზიარებს:
„🌕✨ 29 ივლისის სავსემთვარეობა მერწყულში, ცვლილებებისა და განთავისუფლების დრო.
♒ 29 ივლისს, 18:36-ზე, მერწყულის ნიშანში სავსემთვარეობა დადგება. ამ სავსე მთვარეს „ირმის მთვარეს“ უწოდებენ, რადგან სწორედ ივლისში ახალგაზრდა ირმებს ახალი რქები ეზრდებათ , ეს კი ბუნებაში განახლებისა და ზრდის სიმბოლოა.
🌕 სავსემთვარეობის ენერგია ყველაზე ძლიერად 28–30 ივლისს იგრძნობა. ამ დღეებში შესაძლოა ბევრმა ადამიანმა იგრძნოს:
✨ მომატებული ემოციურობა;
✨ განწყობის ხშირი ცვალებადობა;
✨ დაღლილობა; ✨ ძილის დარღვევა;
✨ მომატებული მგრძნობელობა.
ამიტომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია:
🌿 მეტი დრო გაატაროთ ბუნებაში;
💧 მიიღოთ საკმარისი წყალი;
🥗 მოერიდოთ ალკოჰოლსა და მძიმე საკვებს;
🤍 გამოიჩინოთ მოთმინება და სითბო ახლობლების მიმართ.
🌕 რას გვასწავლის ეს სავსემთვარეობა?
მერწყული თავისუფლების, დამოუკიდებლობისა და ცვლილებების ნიშანია. მისი მმართველი პლანეტა ურანია, რომელიც ხშირად მოულოდნელ მოვლენებსა და გარდატეხებს უკავშირდება. ამ ენერგიამ შესაძლოა დაგაყენოთ ისეთი გადაწყვეტილებების წინაშე, რომლებიც დიდი ხანია გადასაწყვეტია.
თუმცა...
⚠️ ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს ემოციების გავლენით.
❌ რას უნდა მოერიდოთ?
🚫 ახალი საქმის ან პროექტის დაწყებას;
🚫 დიდი ფინანსური ხარჯების გაწევას;
🚫 ურთიერთობების გარკვევას კამათისა და ემოციების ფონზე;
🚫 სამსახურის დატოვებას ან ურთიერთობის გაწყვეტას სპონტანურად.
🌿 რა არის საუკეთესო ამ პერიოდში?
✅ დაასრულეთ დაწყებული საქმეები;
✅ მოაწესრიგეთ სახლი;
✅ გაათავისუფლეთ სივრცე ზედმეტი ნივთებისგან;
✅ წაშალეთ უსარგებლო ფაილები და ფოტოები ტელეფონიდან;
✅ გაუშვით ყველაფერი, რაც თქვენს ცხოვრებას აღარ ემსახურება.
🌑 სავსემთვარეობის შემდეგ იწყება კლებადი მთვარის პერიოდი, რომელიც 12 აგვისტომდე გაგრძელდება. ეს დასრულების, გააზრებისა და შინაგანი განახლების დროა“, - წერს თამუნა იოსელიანი.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 „შეუდარებელი გოგო ხარ...“ - თამო ვაშალომიძის მოგზაურობა მონაკოში გრძელდება
⭕აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი ვერძისთვის - „გელოდებათ რომანტიკული ნაცნობობა მეგობრების დახმარებით“